ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 26.04.2024, 01:17


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მაისი » 11 » მწვრთნელთა განათლების კურსების შეწყვეტის მიზეზები
15:34
მწვრთნელთა განათლების კურსების შეწყვეტის მიზეზები

სფფ–ს მწვრთნელთა განათლების მუდმივმოქმედი კურსები უეფას კონვენციის შესაბამისად პერიოდულად ტარდება. დღეისათვის საქართველოში ფეხბურთის მწვრთნელებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ A, B და C კატეგორიის დიპლომი. სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობს სფფ–ს ფეხბურთის მწვრთნელთა მომზადების განყოფილების უფროსი გაიოზ დარსაძე.

სფფ–ს პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად 26 აპრილიდან ტექნიკურ ცენტრ „ბასა"–ში დაიწყო B კატეგორიის კურსები. 27 მსმენელისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელთაც სფფ–ს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სწავლის საფასური, 800 ლარი უნდა გადაეხადათ სასწავლო პროცესში ჩაერთო.

სასწავლო პროცესის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში ჯგუფის დიდმა უმრავლესობამ ვერ შეძლო სწავლის საფასურის გადახდა. დღეისათვის 27 მსმენელიდან მხოლოდ 9 მწვრთნელს  აქვს სწავლის საფასური სრულად დაფარული.

 ვინაიდან სასწავლო პროცესის წარმართვა ტექნიკურ ცენტრ „ბასა"–ში სფფ–საგან სხვადასხვა კომუნალურ ხარჯებს საჭიროებს, ამასთანავე სფფ უზრუნველყოფს ინსტრუქტორთა საათობრივი ანაზღაურებით უზრუნველყოფას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დროებით შეწყვეტილიყო B კატეგორიის კურსების სასწავლო პროცესი.

სფფ არაკორექტულად მიიჩნევს იმ პირთა სიის გამოქვეყნებას, რომელთა მიერ კურსების საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამოც შეწყდა სწავლება. ამასთანავე იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ამ პრობლემის მოგვარება და განახლდება სასწავლო პროცესიც.

ამასთანავე გვინდა ჩვენი შეშფოთება გამოთქვათ 11 მაისს გაზეთ „ოლიმპში" გამოქვეყნებული მასალის („სიჭინავას და დარსაძის სკანდალმა კურსები შეწყვიტა" ავტ. ალეკო კაკაურიძე) გამო. სტატიაში მითითებულია, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა მრავალი მცდელობის მიუხედავად არ უპასუხა ჟურნალისტის ზარს და მისი კომენტარის მოპოვება ამ თემასთან დაკავშირებით შეუძლებელი აღმოჩნდა. განვმარტავთ, რომ სფფ–ს პრეზიდენტის ტელეფონზე ასეთი ზარი არ დაფიქსირებულა, არც პრესსამსახურთან უცდია ვინმეს ამ იფრომაციის გადამოწმება.

მივმართავთ თხოვნით ყველა ჟურნალისტსა და დაინტერესებულ პირს შემდგომში ინფორმაციის გადამოწმებისა და მოპოვებისათვის მიმართონ სფფ–ს პრესსამსახურს – ტელ. 9126 10. თათა ბურდული 8 99 73 59 13.

სფფ–ს პრესსამსახური
ნანახია: 897 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!