ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 10:25


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 3 » მორიგი აღმოჩენა - გუჯა რუხაია
12:17
მორიგი აღმოჩენა - გუჯა რუხაია


ბოლო დროს უცხოეთში ბევრი უცნობი ქართველი აღმოვაჩინეთ. ერთერთი ასეთი რუსეთის პირველ ლიგაში საკმაოდ წარმატებულად მოსპარეზე გუჯა რუხაიაა. 23 წლის მარჯვენა ნახევარმცველი რუსეთის პირველ ლიგის სოჭის "ჟემჩუჟინაში" გამოდის, მანამდე კი ნოვოროსიისკის "ჩერნომორეცსა" და სტავროპოლის "დინამოში" ირიცხებოდა.

თავიდან ბათუმელ ბიჭს რუსულ ფეხბურთთან შეგუება გაუჭირდა. "ჩერნომორეცის" მთავარი მწვრთნელი იგორ გამულა ეხუმრებოდა, ეტყობა ქართული უნდა ვისწავლო, დავალება კარგად რომ აგიხსნაო. რუხაიას ხუმრობა არ წყინდა და შრომისმოყვარეობით რუსებსაც აოცებდა - მათ ხომ ქართველები სიზარმაჩის სიმბოლოდ წარმოედგინათ.

უამრავი კრიტიკისა და შენიშვნის შემდეგ, გუჯამ ნოვორიისკელთა მარჯვენა ფლანგზე მყარად მოიკიდა ფეხი და მრავლისმნახველმა გამულამ თქვა, ამ ბიჭს ძალიან დიდი მომავალი აქვს, თუკი შრომას დღევანდელივით გააგრძელებსო. გამულას საბჭოთა იმპერიის პირველობის უმაღლეს ლიგაში საკმაოდ კარგი ფეხბურთი უთამაშია, როსტოვში გაზრდილს რუსეთში ყველაზე ენაკვიმატ და გულწრფელ მწვრთნელად იცნობენ და ტყუილად არავის შეაქებდა.

თუკი ინტერნეტში მოიძიებთ, თავადაც დარწმუნდებით, რომ შეტევებში ჩართვა უყვარს და ეხერხება კიდეც - მიმდინარე სეზონში თავი სამჯერ გამოიჩინა და თითოეული მათგანი ერთმანეთზე უფრო ლამაზი გამოდგა. სხვათა შორის, "ჟემჩუჟინას" ისტორიაში, ყველაზე სწრაფი გოლის ავტორია - 2009 წლის 13 სექტემბერს მეორე დივიზიონში "კავკაზტრანსგაზს" გოლი 20-ე წამზე გაუტანა.

გუჯა ბათუმის საფეხბურთო სკოლის აგზრდილია და ბათუმის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა. ერთი სეზონი თბილისში, რეგიონალლიგის "ყაზბეგში" ჩაატარა და რუსეთში წავიდა. გარკვეული პერიოდი ვლადიკავკაზის "ავტოდრომში" ვარჯიშობდა, მაგრამ მისი ფორმა ერთხელაც არ მოურგია - ლამის ერთი წელი რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად დასჭირდა, მერე კი "ჩერნომორეცში" მიიწვიეს.

რატომ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა? როგორც შევიტყვეთ, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც მიიწვიეს, მაგრამ უმაღლესი ლიგის კლუბში ვერ მოხვდა, უფულო გუნდებში ჩარიცხვაც არ სურდა და ცხადია, გული მდიდარი რუსული ფეხბურთისკენ მიუწევდა.

თუმცა "ჟემჩუჟინას" ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს რუსეთზე არ გაცვლის. კითხვაზე - ერთდროულად რუსეთისა და საქართველოს ნაკრებში თამაში რომ შემოგთავაზონ, როგორ არჩევანს გააკეთებო? - "ამჟამად რუსეთის მოქალაქე ვარ, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობა რომ მქონდეს, მაშინ საქართველოს ნაკრებზე ვიფიქრებდი".

ერთერთ ინტერვიუში კი რუსული პასპორტიც დაავიწყდა და ალალად თქვა, ჩემი მიზანი საქართველოს ნაკრებში თამაშია, თუმცა, იქ მოხვედრა ძალიან რთული იქნებაო.

საერთოდ, გუჯა რუხაიას რამდენიმე ინტერვიუს გავეცანით და ის ყველგან საქართველოზე, ბათუმის მშენებლობებსა და საქართველოს სილამაზეზე ლაპარაკობს. ნაკრებში არასდროს რომ არ გამოიძახონ, ასეთის მიმართაც ყურადღებას მაინც გამოვიჩენთ, რადგან საქართველოზე კარგად ლაპარაკი დღევანდელი რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

როგორც ფეხბურთელი კი, რუსულმა ვებპორტალმა "ონედივიზიონმა" ასე დაახასიათა - "სეზონამდე ხმაურიანი შენაძენების მიუხედავად, გუჯა რუხაიამ "ჟემჩუჟინას" ძირითად შემადგენლობაში შეინარჩუნა ადგილი და ძალიან კარგ სეზონს ატარებს".

დოსიე
გუჯა რუხაია
კლუბი: სოჭის ჟემჩუჟინა (2008 წლიდან)
ამპლუა: მარჯვენა ნახევარმცველი
მოქალაქეობა: რუსეთი
დაიბადა: 22.07.87
წიმაღლე: 176 სმ
წონა: 71 კგ

წინა კლუბები
2005-06 ნოვოროსიისკის ჩერნომორეცი
2007 სტავროპოლის დინამო




ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ნანახია: 797 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!