ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ორშაბათი, 20.11.2017, 10:40


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » აპრილი » 3 » მიხეილ სააკაშვილი: "არ შეიძლება, საქართველოში კარგი ფეხბურთი არ გვქონდეს"
13:29
მიხეილ სააკაშვილი: "არ შეიძლება, საქართველოში კარგი ფეხბურთი არ გვქონდეს"


  ტელევიზიებით ნაჩვენებმა კადრებმა საფეხბურთო სამყაროს იმედი აღუძრა: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას შეხვდა და ფეხბურთის განვითარებაზე ესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, რათა ფეხბურთის დონე ამაღლდეს და ჩვენი ნაკრები გაძლიერდეს. საქართველოში ფეხბურთის ლიგა მინიმალურ მოთხოვნებს მაინც უნდა პასუხობდეს. ამ საქმეში ჩართულია პრემიერ-მინისტრი და გთხოვთ, რომ სპორტის სამინისტრომ და ფედერაციამ ერთად იმუშავოთ, რათა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ქალაქებისა და რაიონების მასშტაბით ყველგან შევქმნათ. ჩვენ ათასზე მეტი საბავშვო მოედანი ავაშენეთ და ეს იყო მნიშვნელოვანი ფეხბურთის განვითარებისთვის. შემდეგი ეტაპი საფეხბურთო სკოლების განვითარებაა, შეგვიძლია ინეტერნატების სისტემის აღდგენა, სათანადო პირობების შექმნა და შესაბამისი საფარის დაგება.

ზვიად სიჭინავას თქმით, ორად ორ სტადიონზეა ნორმალური მინდორი - ზესტაფონსა და ეროვნულ სტადიონზე.

მიხეილ სააკაშვილი: სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ მოედნები დიდ ქალაქებში. ვიცი, რომ მომავალი წლის დამლევამდე სტადიონების მშენებლობა იგეგმება ზუგდიდსა და ბათუმში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ძალიან მაწუხებს, ფეხბურთის ლიგის ტრანსლაციაა. ამის უზრუნველყოფა "საზოგადოებრივ მაუწყებელს” უნდა ვთხოვოთ და საამისოდ საჭირო რესურსი მივცეთ. ჯერ ერთი, ეს აამაღლებს მსაჯობის დონეს - მსაჯობასთან დაკავშირებული მუდმივი სკანდალები ყველა ზღვარს სცდება და მეორე, გუნდებს და ფეხბურთელებს გაუჩნდებათ სტიმული.

ფინანსური სტიმულირების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცეს, რაც ფეხბურთელებისთვის მორალური სტიმული იქნება. კვირაში ერთხელ მაინც რომ გადაიცეს რომელიმე მნიშვნელოვანი მატჩის ტელერეპორტაჟი, ეს ფეხბურთის პოპულარიზაციასაც წაადგება და დონეც ამაღლდება. მიუხედავად იმისა, რომ თანხა ბევრი სხვა საქმისთვის უნდა გამოიყოს, წლეულს საამისოდაც გამოვძებნით, რადგან ფეხბურთი მნიშვნელოვანი ეროვნული საქმეა. ფული გამოიყოფა მოედნის საფარისთვის, ინტერნატების აღდგენისა და ტრანსლაციის უზრუნველსაყოფად.

ლადო ვარძელაშვილი: დღეს "სკოლბურთის” პრეზენტაცია მოეწყო, რომელშიც მინიმუმ 15 ათასამდე ბავშვი მონაწილეობს.

მიხეილ სააკაშვილი: მაგისთვისაც დამატებითი თანხები გამოვყოთ. აუცილებელია სკოლის ლიგის განვითარება და მწვრთნელთა რესურსის ბოლომდე გამოყენება, რომელიც ჯერჯერობით საკმაოდ შეზღუდულია. საქართველოში გუნდების მოსამზადებლად რა პირობებია?

ზვიად სიჭინავა: საქართველოში ასეთი ცენტრი თითქმის არ არსებობს და გუნდები ყველაზე ახლოს უკრაინაში თუ მიემგზავრებიან, სადაც ერთი შეკრება, სულ მცირე, 8 ათასი ევრო ჯდება. საერთოდ, შეკრება ძვირია და ბევრი გუნდი ამ თანხასაც ვერ იხდის.

მიხეილ სააკაშვილი: არ შეიძლება, საქართველოში კარგი მოსამზადებელი პირობები არ გვქონდეს, რადგან ხელისაყრელი კლიმატური პირობებია. ფეხბურთი კარგი მოედნებითა და სტადიონებით განვითარდება. საამისოდ სახელმწიფოს მხარდაჭერა იქნება საჭირო.

ლადო ვარძელაშვილი: ნაკრებებს დღეს მთლიანად სახელმწიფო ინახავს და ყოველწლიურად 10-15 შეხვედრას მაინც ატარებენ. თუმცა დამატებითი მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდებათ.

ზვიად სიჭინავა: სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაკრებები 7 მილიონი ლარით ფინანსდებიან. თუმცა ხარისხიანი მინდვრები არ გვაქვს.

მიხეილ სააკაშვილი: არ შეიძლება, რომ საქართველოში კარგი ფეხბურთი არ გვქონდეს. ჩვენი ტრადიციების, განწყობისა და სულისკვეთების მქონე ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი ფეხბურთი, მაგრამ ამას ძალიან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება სახელმწიფოსგან. მოკლედ, რამდენიმე ქალაქში სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ კარგი საფარი, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გავუშვათ ეროვნული ჩემპიონატის მატჩების რეპორტაჟები და მივხედოთ ინტერნატებს.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები, რომელიც, იმედია, მხოლოდ განცხადებებად არ დარჩება და გაჭირვებაში ჩაძირულ ქართულ ფეხბურთს რეალურად მიეხედება.


ნანახია: 223 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!