ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 20:09


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 14 » მიხეილ ყაველაშვილი: "მე სიჭინავას მტერი არ ვარ, მაგრამ ჯერ საქმე გვაჩვენოს"
12:48
მიხეილ ყაველაშვილი: "მე სიჭინავას მტერი არ ვარ, მაგრამ ჯერ საქმე გვაჩვენოს"


ბოლო დროს კრიტიკული წერილების მიმართ რეაქციები გამძაფრდა, მაგრამ გაზეთის მოვალეობა ხომ ყველა მხარის პოზიციის დაფიქსირებაა და პირს ვერ დავუხშობთ იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე მოვლენებზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ.

მძაფრია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების რეაქციაც, საჯაროდ აზრის გამოხატვა იშვიათად გვიწევსო - "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი "ლელოს" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ელაპარაკა.

- "ჩვენი ფეხბურთის" ბოლოდროინდელი დუმილი ლევან ყიფიანმა დაარღვია. თუმცა ამით საერთო სურათი არ იცვლება.
- მედია ჩვენით არ ინტერესდება და ინტერვიუს ვერავის დავაძალებთ. არადა, ბევრი სათქმელი დაგვიგროვდა. სამწუხაროდ, პრობლემები, რომლებზეც წინა არჩევნებამდე ვლაპარაკობდით, უცვლელი რჩება. არ იცვლება სისტემა, იცვლებიან მხოლოდ პერსონები.

- პირდაპირ ვთქვათ: "ჩვენი ფეხბურთის" ბოლოდროინდელი გააქტიურობა განაპირობა იმ ხმებმა, თითქოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა იანვრის ბოლოს გაიმართება?
- მარჩიელობა არ უნდა გვჭირდებოდეს, ყრილობა სასწრაფოდ გაიმართება, თუ არა. უბედურება ისაა, რომ ფედერაცია საკუთარ კანტორად აქციეს და ისეთი ტონით ლაპარაკობენ, თითქოს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, ფეხბურთი როგორ იმართოს და ჭკუასაც გვარიგებენ.

ყრილობის თარიღი ისეთ დროს უნდა გამოცხადდეს, მომზადება ყველა მხარემ რომ შეძლოს და არა მხოლოდ ფედერაციამ. თუმცა ესეც არ არის ყრილობის გასამართად საკმარისი პირობა. ფეხბურთის სათამაშოდ საჭიროა წესებზე შეთანხმება, ობიექტური მსაჯული და მაყურებელი, რომელიც შეაფასებს, რომელი გუნდია უკეთესი. სხვაგვარად თამაშს აზრი არ აქვს. ჩვენთან წესებზე შეთანხმებაც არ სურთ და ასეთ გაურკვევლობაში გვთავაზობენ მოედანზე გასვლას.

ყველამ იხილა, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის მოსაპოვებლად 2 დეკემბერს კანდიდატურები როგორ წარადგინეს. საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ყველა კონკრეტული პროგრამით ცდილობდა. ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორისაც ანალოგიური კონკურსი უნდა გაიმართოს. ეს ელემენტარული რამ არის და ყრილობის ცივილიზებულად გამართვაში ხელს რა გვიშლის? მოურინიოს ინტერვიუ წავიკითხე, სადაც გენიალური ფრაზა თქვა: გუნდში შედეგის მისაღწევად საჭიროა პატიოსნება, ფეხბურთელებს სიმართლე თუ დაუმალე, შედეგი არ გექნებაო. ასე არ არის? სიმართლეს მაინც გაიგებენ, მაგრამ თუ მალავდი, აღარ გენდობიან.

- თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, "ჩვენი ფეხბურთი" მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
- როდესაც ვხედავთ, არჩევნები როგორ ტარდება, მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ. "ჩვენი ფეხბურთი" მხოლოდ თავისუფალ არჩევნებში ჩაერთვება. სამართლიანობის პრობლემაზე ყველა პრესკონფერენციასა თუ გამოსვლაში ვლაპარაკობდით. მივედით იმ აზრამდე, რომ საფეხბურთო საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს არა უმაღლესი საფეხბურთო ორგანო, ანუ ფედერაციის ყრილობა, არამედ მთავრობა. ახალკაცი გადადგომას არ აპირებდა, მაგრამ პრემიერმა ფედერაციის საქმიანობა გააკრიტიკა და ნოდარიც წავიდა. მთავრობა ფეხბურთის განვითარებაში თამაშის წესების დაცვით უნდა მონაწილეობდეს. ჩვენ ვიჭრებით მთავრობის კომპეტენციაში? ფეხბურთში კი ერევიან და ბრმები არ ვართ, ამას ვხედავთ და ვამბობთ.

ყიფიანს სიჭინავასთან თანამშრომლობისთვის ვუსაყვედურე, რადგან ახალი პრეზიდენტობამდე ფედერაციაში მისვლაზე არც ფიქრობდა. აქედან გამომდინარე, სამოქმედო გეგმა და ფეხბურთის განვითარების პროგრამაც არ ჰქონდა. ფედერაციის შენობის რემონტი ფეხბურთის განვითარებას არ ნიშნავს, ბევრად მტკივნეული საკითხებია მოსაგვარებელი. თავიდან სიჭინავას შინაგანად თანავუგრძნობდი კიდეც, მაგრამ ლევან ყიფიანზე ისე ცინიკურად ილაპარაკა, მაგას არ ვიცნობო, ეს გრძნობა გამიქრა. ერთ გუნდში რომ იყვნენ, მაშინაც არ იცნობდა?

დამაინც, სიჭინავა არ არის ქართული ფეხბურთის პრობლემა. ვინ ჩამოიყვანა ახალკაცი და ტოპმიოლერ-კუპერი? ხელისუფლებამ! უკან-უკან მივდიოდით და ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ლაპარაკობდნენ. ძველ ფედერაციას არაეფექტური მართვის გამო ვაკრიტიკებდით და ახალკაცი მართლაც ამის გამო მოხსნეს. ჩამოიყვანეს ქეცბაია, რასაც ძველ მმართველებს მოვუწოდებდით... არადა, ძველების კრიტიკის გამო მტრებად გამოგვაცხადეს და ლამის რეპრესიები მოგვიწყვეს. ასე გრძელდება დღემდე.

"ჩვენი ფეხბურთი" ხმას რომ იმაღლებდა, სიჭინავასგან კრიტიკა არ ისმოდა. გზა ჩვენ გავუკვალეთ და აღმოჩნდა, რომ ყიფიანს არ იცნობდა. რა ბავშვური დამოკიდებულებაა! ყველაზე სასაცილო ისაა, ახლა ყველაფერს აქეთ გვიტრიალებენ, თითქოს ჩვენ ვმუშაობდით ძველ ფედერაციაში, არაფერს ვამბობდით და, ალბათ, მილიონობით ვალის დაგროვებასაც ჩვენ დაგვაბრალებენ. ჯერ წესებზე შევთანხმდეთ და მერე თავად მიხვდებიან, რომ ჩვენი "მტრობა" სინამდვილეში ქართული ფეხბურთის მეგობრობაა.

დღეს ისევ ვაკრიტიკებთ ფედერაციას, რადგან პრობლემები გაყინულია: კატასტროფული მდგომარეობაა ბავშვთა ფეხბურთსა და ეროვნულ ჩემპიონატში, კლუბები კი დაშლის პირას არიან. "ბაიადან" და "კოლხეთიდან" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები გაიქცნენ, იგივე ბედი ელის "სამტრედიას", არ არსებობს თანამედროვე სამედიცინო მომსახურება, ვისი ბრალია, ფედერაციას სპონსორები რომ არ ჰყავს? მოკლედ, ათასი პრობლემაა.

ნაკრები კარგად თამაშობსო. ეს თემურ ქეცბაიას დამსახურებაა, მთელი წელი წაუგებლად რომ ჩაატარა, მაგრამ ნაკრების წლევანდელი თამაში საერთო სურათიდან ამოვარდნილია და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ფეხბურთი ვითარდება. წარმატებაზე მაშინ ვილაპარაკოთ, თუკი ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ. ნაკრებში არის ბევრად მეტი თავდადება, ვიდრე წინა წლებში, მაგრამ თამაშის ხარისხი გამოსასწორებელია. ამაზე თავად ქეცბაია ლაპარაკობს და ჩვენ რომ დეტალურად განვიხილოთ ხარვეზები, ეს მტრობა იქნება თუ თანადგომა?

არ არსებობს საინვესტიციო გარემო, სპორტული მედიცინა, რაც დღევანდელ ფეხბურთში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს... ჩვენთან ცინიკურ ლაპარაკს ურჩევნიათ, ყოველდღიურად მთავრობას სთხოვონ საფეხბურთო საქმიანობისთვის გადასახადების შემცირება, სტადიონებისა და საერთო ინფრასტრუქტურის აშენება, კლუბების მიხედვა.

ფეხბურთის განვითარება იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, საკითხის განხილვაში საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს, ტელევიზიასა და გაზეთებში კი დებატები იმართებოდეს.

- ობიექტურად ვიმსჯელოთო - სიჭინავამ მიზნად სწორედ ინფრასტრუქტურის გამართვა დაისახა.
- საქმე გვაჩვენოს და მის სიტყვას ფასი ამის მერე დაედება.

- სიჭინავამ ორი მნიშვნელოვანი საკითხი მოაგვარა - ნაკრებში თემურ ქეცბაია ჩამოიყვანა და იმ დროს, როდესაც ფეხბურთს სტადიონებს ბითუმად ართმევენ, "ლოკომოტივი" ფედერაციის საკუთრებაში დაამტკიცებინა.
- ბევრი ასეთი ნაბიჯი გადადგას და გაუმარჯოს ღმერთმა! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე სიჭინავას მტერი არ ვარ და ქართული ფეხბურთისთვის გადადგმული ნებისმიერი სასიკეთო ნაბიჯი გამახარებს. ქეცბაიას ჩამოყვანა ხელისუფლების დამსახურება უფროა, მაგრამ ჩავთვალოთ სიჭინავას პლუსებში. უბრალოდ, ეს საკმარისი არ არის და ბევრად მეტს ვთხოვთ.

- ამჟამად ფეხბურთში რას საქმიანობთ?
- მხოლოდ იმის ლაპარაკი, რომ ნიჭიერი ბავშვები გვყავს, ლაპარაკია და მეტი არაფერი. ევროპულ კლუბებში მათი ინტეგრაცია უნდა მოვახერხოთ. გუბაზ დოლიძის გუნდი შვეიცარიაში ორჯერ ჩამოვიყვანე და ცნობილ მწვრთნელ ოლდრიხ შვაბს ვაჩვენე, რომელიც 65 წლის ცნობილი სელექციონერია, "ბაზელში", "ციურიხსა" და "გრასჰოპერში" მუშაობდა, შვეიცარიის ნაკრებს ბევრი ფეხბურთელი აღმოუჩინა, ამჟამად კი ფიფას ინსტრუქტორია.

შვაბი ორი კვირა საქართველოშიც იმყოფებოდა და თითქმის ყველა თბილისური საფეხბურთო სკოლა მოინახულა. შვეიცარიაში აღაფრთოვანებული და გაოცებული დაბრუნდა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ მთელს ევროპაში არ იქნება იმდენი ნიჭიერი ბავშვი, რამდენიც საქართველოში, ერთად ამდენი ტალანტი მხოლოდ ბრაზილიაში, არგენტინასა და, ჰა-ჰა, ესპანეთში მინახავსო. მაგრამ ისიც თქვა, თქვენს მოედნებსა და პირობებში ვერავინ გაიზრდებაო. არანაირი პირობები, მოედნები, ბაზები არ გვაქვს, თეორიული, ტაქტიკური განათლება და გუნდური ფეხბურთი ჩვენთვის არ არსებობს და ფონს მხოლოდ ნიჭით გავდივართ.

- ალბათ, შვაბი მხოლოდ იმის დასადგენად არ გვესტუმრა, გვყავს თუ არა ნიჭიერი ბავშვები.
- რა თქმა უნდა. მისი მიზანი ჩვენი რესურსების შეფასება იყო და შვაბის დასკვნის საფუძველზე ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში სოლიდური ინვესტიციების მოზიდვას ვაპირებთ.

- ინვესტიციაზე ვინმე დაითანხმეთ?
- მოლაპარაკება ერთ-ერთ შვეიცარიულ კომპანიასთან მიმდინარეობს. ფეხბურთი დღეს დიდი ინდუსტრიაა და ამ რესურსის აუთვისებლობა დანაშაულია. ფიფას მაღალიჩინოსნებს უკვე მივმართე, 18-წლამდელი არაევროკავშირელებისთვის დაწესებული დისკრიმინაციული შეზღუდვები გააუქმონ, გაჭირვებული ქვეყნების ბავშვებსაც რომ ჰქონდეთ ნიჭის გამოვლენის საშუალება.

ჩვენთან არც პირობებია და სისტემაც გაუგებარია. ახლახან სელექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს და ერთ დღეში 3 ათასამდე ბავშვი ნახეს. ამ დროს თბილისის სკოლების რესურსის შესასწავლად შვაბს ორი კვირაც არ ეყო.

- დოლიძის გუნდიდან რომელიმე ფეხბურთელის დატოვება თუ გადაწყდა?
- რამდენიმე ბავშვით დაინტერესდნენ და პასუხი იანვარში მეცოდინება. შვაბი გაოცებული იყო, მომავალ თაობას რა უდიერად ექცევითო. სამწუხაროა, რომ ეს არ ესმის იმ ხალხს, ვინც ფეხბურთში უხეშად ერევა და ფეხბურთის ბედს ერთი მოგება-წაგებით საზღვრავს.

ჩვენ კი გვსაყვედურობენ, პროგრესს როგორ ვერ ამჩნევთო. ამ ხალხის გასაგონად ვამბობ, თქვენი კი არა, უსამართლო სისტემის მტერი ვარ, რომლის გამოც ქართული ფეხბურთის პოტენციალი ვერ ვლინდება. ჩვენ თუ ქართული ფეხბურთის მომავალზე არ დავილაპარაკებთ, არ ვიმსჯელებთ და პრობლემებს დეტალურად არ განვიხილავთ, არაფერი გამოვა. მსჯელობაში კი უკეთესი აზრი გაიმარჯვებს. მხოლოდ იმის მტკიცება, რომ სიკეთეს ვერ ვხედავთ, მდაბიო აზროვნების მაჩვენებელია. ვიმსჯელოთ ქვეყნის სიყვარულით, საქართველო ხომ ყველას გვიყვარს!



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




ნანახია: 682 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!