ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 16:50


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » თებერვალი » 26 » "მიხეილ მესხი" ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და კომფორტული სტადიონი იქნება
12:51
"მიხეილ მესხი" ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და კომფორტული სტადიონი იქნება


უპატრონობის გამო, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონი მისი დირექტორის, გივი ჭანტურიძის ენთუზიაზმითა და ფედერაციის კეთილი ნებით არსებობდა. თუმცა სტადიონის შენახვას უზარმაზარი სახსრები სჭირდება და, ცხადია, ქვეყნის მეორე სტადიონი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა - პლასტმასის ინდივიდუალურმა სკამებმა ფერი დაკარგეს, გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატების ოთახები შეილახა და რაც მთავარია, მოედანია საშინელ მდგომარეობაში.

თუმცა სტადიონს გუშინ საშველი დაადგა: ფეხბურთის ფედერაციასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებული "უზუფრუქტის ხელშეკრულებით" "მიხეილ მესხის" სტადიონი 30 წლით ფედერაციას გადაეცა.

"სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სარგებლობაში 30 წლის განმავლობაში იქნება, თუმცა მას სტადიონის გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის უფლება არ ექნება. თუ აუცილებელი გახდა სტადიონის გაქირავება ან იჯარით გადაცემა, ფედერაციას სახელმწიფოს თანხმობა დასჭირდება.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხის მინიმუმ 50 პროცენტს თავის თავზე უეფა აიღებს; დარჩენილი თანხა კი, უნდა მოვიძიოთ დაინტერესებულ პირებთან, ინვესტორებთან, სპონსორებთან. შეიძლება, ეს იყოს მუნიციპალური დახმარებაც" - იუწყება ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

კომენტარი ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას ჩამოვართვით.

- სტადიონი თბილისის მერიამ გადმოგცათ?
- სტადიონი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა და არა მერიას.

- რა სახის სამუშაოები დაგეგმილი?
- სტადიონი თბილისში ჩამოსულმა ესპანელმა არქიტექტორმა დაათვალიერა. ის ახლა პროექტს ამთავრებს, რომელსაც უეფასთან შევათანხმებთ და რადგან სტადიონი უკვე გადმოგვეცა, სამუშაოებსაც მალე დავიწყებთ.

- რა მასშტაბის სამუშაოები იგეგმება?
- ჩვენ სტადიონის სრულ რეაბილიტაციას ვგეგმავთ.

- უეფას სტანდარტებში მაღალი ვარსკვლავის მისანიჭებლად, სხვა მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, სტადიონის ტრიბუნები გადახურული უნდა იყოს.
- ჩვენს ამას ვითვალისწინებთ და ტრიბუნების სრულ გადახურვას ვაპირებთ. ამას გარდა, შეიცვლება ინდივიდუალური სკამები, VIP და პრეს-ლოჟები, მოედნის საფარი, გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები. დასავლეთ ტრიბუნაზე, სამთავრობო ლოჟის ქვევით მთელ სიგრძეზე განთავსდება ბევრად უფრო ვრცელი და კომფორტული პრესლოჟა. მოკლედ, ყველაფერი შეიცვლება. სხვათა შორის, ძველ ბალახის საფარს მომდევნო კვირას ავიღებთ და ახლის დაგებას დავიწყებთ.

- სტადიონი რამდენ მაყურებელზე იქნება გათვლილი?
- ახლა 24500 მაყურებელს იტევს და ტევადობის შემცირებას არც რეაბილიტაციის დროს ვაპირებთ. იმედია, ეს იქნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და კომფორტული სტადიონი. მისი ბუნებრივი მდებარეობა, ჩვენი ხელისუფლების, უეფასა და ფიფას მხარდაჭერა მაიმედებს, რომ საქართველოს უმაღლესი დონის სტადიონს ვაჩუქებთ, რომელიც უეფასა და ფიფას ყველა მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ჩემი სურვილია, რომ "მიხეილ მესხზე" ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ითამაშოს. თუმცა, ცხადია, მისით ჩვენმა კლუბებმაც უნდა ისარგებლონ. მთავარია, რომ გადმოგვეცა და საქმე ნულიდან დაიძრა.

- როდის დასრულდება სრული რეაბილიტაცია?
- ჩვენი აზრით, ეს 2012 წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი.

მერაბ მამულაშვილი

ნანახია: 1280 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!