ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 24.11.2017, 15:45


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 12 » ქართული ლეგიონი
21:01
ქართული ლეგიონი
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/merebashvili6_medium.jpg

  სერბეთის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში გიორგი მერებაშვილის ”ვოივოდინა” ბელგრადის ”ჩუკარიცკის” ესტუმრა და მორიგი 3 ქულა მოიპოვა. 
ანგარიში მე-4 წუთზე ანტვილმა გახსნა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი გიორგი მერებაშვილის გადაცემით სტევანოვიჩმა იხეირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2. 
”მერებას” გუნდს 4 ტურის შემდეგ10 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.


 დღეს უკრაინის ვიშა ლიგაში მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა. დიმიტრი ტატანაშვილის ”მეტალურგი” კიევის ”დინამოს” ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა. 
დონეცკიდან ქულის წამოღება მოახერხა ბექა გოცირიძის და ალექსანდრე კობახიძის ”კრივბასმა”. გოცირიძე 33-ე წუთზე შეცვალეს, კობახიძე კი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. 
”ტავრია”-”არსენალის” შეხვედრაში მასპინძელთა ძირითადში იყო ვასილ გიგიაძე. ქართველი თავდამსხმელი 51-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდი კი 0:1 დამარცხდა.



რუსეთის პირველი დივიზიონის მორიგ ტურში ომარ თეთრაძის ”ვოლგა”, რომელიც პრემიერ-ლიგაში აღზევებისათვის იბრძვის, საკუთარ მოედანზე ”კამაზს” მაპინძლობდა. 2-ბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად მასპინძლებმა მაინც შეძლეს ქულის გადარჩენა. ”ვოლგას” ქულა მე-60 წუთზე ოთარ მარცვალაძემ მოუტანა. 
მასპინძელთა ძირითადში ერთბაშად 4 ქართველი ვიხილეთ - მარცვალაძემ, ხოჯავამ და ნავალოვსკიმ შეხვედრა სრულად ჩაატარეს, ხოლო საჯაია 37-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიწურულს მასპინძლებს 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს, რამაც ქართველი მწვრთნელის აღშფოთებაც გამოიწვია. 
”უჩივლებ თუ არა მსაჯებს, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 2 ქულა არავინ დაგვიბრუნებს. ყველა ამბობს, რომ ”ვოლგა” თამაშებს ყიდულობს. აი ნახეთ სახლში როგორ ჩაგვძირეს! ეს კი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სხვა კლუბების სამუშაოს შედეგია”- განაცხადა თეთრაძემ მატჩის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.



რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში მოსკოვის ”სპარტაკმა” საკუთარ მოედანზე რამენსკოეს ”სატურნს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ქართველი ვუნდერკინდი ჯანო ანანიძე ვალერი კარპინმა პირველი ტაიმის შემდეგ შეუშვა, როდესაც ტაბლოზე ანგარიში 1:1 იყო დაფიქსირებული. ჯანომ იბსონი შეცვალა და უშუალო კონკურენტზე გაცილებით მაღალი 6.0 შეფასება დაიმსახურა (ბრაზილიელმა 5.0 მიიღო).
”რუბინი”-”ამკარის” შეხვედრაში მაპსპინძელთა განაცხადაში ვერ მოხვდა ლაშა სალუქვაძე. ყაზანელებმა ახალწვეულების გოლების წყალობით (კარლოს ედუარდო 2, მარტინსი) შეძლეს მეტოქის დამარცხება - 3:0. 
”რუბინი” 40 ქულით მეორეა, ”სპარტაკს” 29 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს.



თურქეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში შოთა არველაძის ”ქაისერმა” თურქეთის ერთ-ერთ უძლიერესს კლუბს ”ფენერბაჰჩეს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩი სრულად ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ალეკო ამისულაშვილმა. 
ქართველი მწვრთნელის გუნდს 4 შეხვედრის შემდეგ 10 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება.


championat.ge

ნანახია: 241 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!