ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 04:11


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 19 » მერაბ ჟორდანია – ვიტესის პრეზიდენტი?
16:29
მერაბ ჟორდანია – ვიტესის პრეზიდენტი?
http://i073.radikal.ru/1007/9b/76f9f2234179.jpg

ერთი კვირის წინ ვწერდით - მერაბ ჟორდანიამ რეზონანსული პროექტი ჩაიფიქრა და შესაძლოა მალე ერთ-ერთი ევროპული კლუბის ხელმძღვანელად დანიშნონო.

სფფ-სა და თბილისის ~დინამოს" ყოფილი პრეზიდენტი დიდი ხანია ცნობილ რუს ბიზნესმენთან, ~ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩთან მეგობრობს, თუმცა, ჟორდანია ამის აფიშირებას ერიდება. ისინი ერთმანეთს წლების წინათ ლონდონში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა მიხეილ სურგულაძემ გააცნო. მას შემდეგ დამეგობრდნენ და ნდობაც გაჩნდა. სხვათა შორის, სურგულაძე ადრე თბილისის ~დინამოში" ჰოლანდიელი სპეციალისტის, იოჰან ბოსკამპის დანიშვნისა და გუნდის ~ენიკის" ჯგუფში ჩართვის ერთ-ერთი ინიციატორი გახლდათ. მოლაპარაკებები გერმანიაში საქართველოს მაშინდელი ელჩის, კოტე გაბაშვილის კაბინეტში მიმდინარეობდა. ~ენიკის" ჯგუფში შედიოდნენ პრაღის ~სლავია", ათენის აეკ-ი და ლონდონის ~ჩელსი". მეოთხე გუნდი თბილისის ~დინამო" უნდა გამხდარიყო, ჯგუფის სპონსორი კი ლონდონში მცხოვრები ცნობილი არაბი ბიზნესმენი, მილიარდელი მოჰამედ ალ-ფაედი იქნებოდა. ეს ყველაფერი 1999 წელს ხდებოდა.

სამწუხაროდ, მაშინ პროექტი ~დინამოში" დატრიალებული მოვლენების გამო ჩაიშალა. თუმცა, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ.
აბრამოვიჩისა და ჟორდანიას ნაცნობობა, მეგობრობასა და პარტნიორობაში გადაიზარდა და როგორც ამტკიცებენ, მნიშვნელოვან საფეხბურთო საკითხებს ერთად აგვარებდნენ. მაგალითად, უეფას პრეზიდენტის არჩევნებში, ორივე მიშელ პლატინის თანაგუნდელი იყო და მნიშვნელოვანი დახმარებაც გაუწიეს.

პლატინიმ თავად განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტება ორი ხმის დამსახურება იყო - აბრამოვიჩმა რუსეთის საფეხბურთო კავშირის ხმა დაუჯავშნა, საქართველოში კი პლატინიმ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხადარაჭერა მოიპოვა. ამ მადლიერების გამოხატულება გახლდათ, არჩევნების შემდეგ, პლატინი პირველად საქართველოს რომ ესტუმრა.

... რუს ოლიგარქ აბრამოვიჩს დიდი ფული აქვს, მაგრამ პირადი კავშირებით თავს ქართული ფედერაციის ყოფილი მმართველი უფრო იწონებს - პლატინი მისი მეგობარია და ორი წლის წინათ, უეფას აღმასკომში ლობირებდა. ბუნებრივია, ჟორდანიას კავშირები ამით არ ამოიწურება და აბრამოვიჩმა ჩათვალა, რომ ჟორდანია საჭირო კაცი იყო - ~ჩელსისთან" დაკავშირებული პროექტებით, ქართველის მიმართ ნდობა კიდევ უფრო განუმტკიცდა.

ადრეც ვწერდით, რომ ჟორდანიამ "ჩელსის" მეპატრონეს ბრაზილიური კლუბის შესყიდვა შესთავაზა და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა – ამით ლონდონელ არისტოკრატებს უმდიდრეს ბრაზილიურ ~საფეხბურთო საბადოზე" ექსკლუზიური უფლების მოპოვება სურდათ. ვერ გეტყვით, მერე რა მოხდა, მაგრამ მოლაპარაკებებზე აღარაფერი გვსმენია.

რამდენიმე ხნის წინათ მორიგი პროექტზე დაფიქრდნენ და აბრამოვიჩმა და ჟორდანიამ ევროპაში (ბელგიაში, ჰოლანდიაში, ან გერმანიაში) კლუბის შესყიდვა გადაწყვიტეს.

სანდო წყარომ გვაცნობა, რომ პროექტის ბედი უახლოეს დღეებში ჰოლანდიაში გადაწყდება, სადაც საბოლოო მოლაპარაკება გაიმართება.
არასწორი გამოდგა ინფორმაცია, თითქოს უფრო რეალური გერმანული კლუბი იყო, ~აზ ალკმაარის" შეძენაც გამოირიცხა. საბოლოოდ, აბრამოვიჩმა და ჟორდანიამ არჩევანი ~ვიტესზე" შეაჩერეს.

~ვიტესი" ჰოლანდიასა და მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ასაკოვანი კლუბია - ის 1892 წლის 14 მაისს დაარსდა. მართალია, ჰოლანდიის ჩემპიონი მხოლოდ მე-19 საუკუნეში (1895 და 1896 წლებში) გახდა, საუკუნეზე უხნესი ჰოლანდიურ კლუბი მაინც ბრენდია და აბრამოვიჩმა მისი ყიდვა ამიტომ მოისურვა. ~ვირტესს" ბოლო წლებში არ ულხინს. გასულ სეზონში ~ერედვედივიზიონში" მხოლოდ მეთოთხმეტე ადგილს დასჯერდა და ფინანსური პრობლემებმა შეაწუხა.

ვიმეორებთ, ინფორმაცია მოლაპარაკებების თაობაზე კარგად ინფორმირებულმა წყარომ გაგვანდო. სხვა საქმეა, ეს ყველაფერი როგორ დასრულდება, თუმცა, ~ვიტესიდან" წინასწარი თანხმობა მიღებულია და იურიდიული და სხვა ტექნიკური სახის დეტალებია შესათანხმებელი.

რაც მთავარია, კლუბის შესყიდვის შემთხვევაში, მერაბ ჟორდანია ~ვიტესის" პრეზიდენტი (გენერალური მენეჯერი, ან სხვა მსგავსი ტიტულის ფუნქციონერი) გახდება, რაც საქართველოსა და მისი ფეხბურთისთვის სასურველი უნდა იყოს.

ჟორდანია რომ კლუბში ქართველის აყვანას შეეცდება, უდავოა. არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ~ჩელსიში", შესაძლოა, ერთ-ერთი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი მისი რეკომენდაციით გადავიდეს.

რა ადგილს დაიკავებს ქართული ფეხბურთი აბრამოვიჩ-ჟორდანიას სქემაში და საერთოდ, აქვს თუ არა ადგილი შეგულებული?
ზემოთაც ვთქვით, რომ 10 წლის წინათ ~ენიკის" პროექტი ჩაიშალა. თუმცა, მაშინ ჩაფიქრებული მოდელი ჟორდანიას არ დავიწყებია და სქემის ამუშავებას, ახლებური ინტერპრეტაციით აპირებს: პირამიდის თავში "ჩელსი" იქნება, შემდეგ ~ვიტესი" და მერე – ევროპის ქვეყნებში მისი პარტნიორი კლუბები, მათ შორის, თბილისის "დინამო". ჟორდანიას ჩანაფიქრის თანახმად, ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი ფინანსურ გაჭირვებას თავს ასე თუ დააღწევს, წელში გაიმართება და ევროპაში უფრო თამამად იასპარეზებს.
ბუნებრივია, ამ პროექტით ~დინამოს" მეპატრონეც უნდა იყოს დაინტერესებული. ამტკიცებენ, რომ ჟორდანიამ ლონდონში პატარკაციშვილის ოჯახის თანხმობა მიიღო. თუმცა, მოვითმინოთ და უტყუარ ფაქტად მხოლოდ მერე გამოვაცხადოთ, როცა შეთანხმებას ოფიციალურად დაადასტურებენ.

"დინამოს" ძველი და ახალი მმართველები, მერაბ ჟორდანია და ბუბა ტყავაძე ივლისში ლონდონში იმყოფებოდნენ, მაგრამ პირადი შეხვედრა არც ერთს სურდა. ~დინამოს" ბედი მათ შეხვედრაზე არც იყო დამოკიდებული.

თბილისური კლუბის ევროპის ლიგაზე, შვედეთში ~გეფლესთან" მოგებამ ყველა ძალიან გაგვახარა, მაგრამ სანამ "დინამო" საქართველოში მაინც არ დაიბრუნებს ძველ პოზიციას, უკმაყოფილების გრძნობა ყოველთვის გაჩნდება. დღეს კი გუნდი გულშემატკივრის ამბიციას ვერ აკმაყოფილებს.

~დინამოს" მსგავს სქემაში ჩართვა მერაბ ჟორდანიას ოცნებაა და ამაზე მხოლოდ ~ენიკის" ჯგუფთან დაკავშირებული ამბები არ მეტყველებს. ჟორდანია მუდამ ეძებდა კლუბს, რომელიც ქართულ ფეხბურთს ისეთივე სამსახურს გაუწევდა, როგორც ლიტვურ ფეხბურთს უწევს შოტლანდიაში ვლადიმერ რომანოვის აყვანილი ~ჰართსი". თუ გახსოვთ, 2000 წელს ჟორდანიამ ბელგიის მესამე დივიზიონის კლუბი ~მეხელენი" შეიძინა და ექვსი ქართველი ფეხბურთელი წაიყვანა. მიზანი იყო ევროპულ გუნდში ქართველებით წარმატების მიღწევა, მათი უკეთეს კლუბებში დაწინაურება და ნაკრების გაძლიერება. თუმცა, ~მეხელენი" ბელგიელმა მეწილეებმა შარში გახვიეს და ეს პროექტიც ჩაიშალა.

ამის მიუხედავად, ჟორდანია გამოსავალზე მაინც ფიქრობდა, მაშინაც, ადრეც, გათავისუფლების შემდეგაც და როგორც ჩანს, ახლაც, მიზანთან ახლოსაა. ამ საინტერესო პროექტით ქართული ფეხბურთი ევროპასთან იმ კავშირს დაამყარებს, რაც დღევანდელი ჭაობიდან თავის დაღწევის ერთ-ერთ გზად გვეჩვენება.


"ლელო"
ნანახია: 882 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!