ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 01:25


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 10 » მენთეშაშვილი ისევ აშქელონში ითამაშებს
04:53
მენთეშაშვილი ისევ აშქელონში ითამაშებს
http://b.pix.ge/k/nvepu.jpg 


ლადო დვალიშვილის ჰაიფას "მაქაბისთან" მატჩში აშქელონის "ჰაპოელის" ქართველი ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი რომ გააძევეს და დააჯარიმეს, ამაზე უკვე ვწერდით. ისიც გაცნობეთ, რომ ზურა 20 ათასი შეკელით დააჯარიმეს. მენთეშაშვილმა ფინანსური სანქცია უსამართლოდ მიიჩნია და სასამართლოში იჩივლა. ამას კლუბის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა - ჩვენებურს და მის თანაკლუბელ ერან ლევის კარისკენ მიუთითეს. თუმცა საქმეში კლუბის მეპატრონე პროსპერ აზგი ჩაერია და როგორც ჩანს, ამან შედეგი გამოიღო. ებრაულ ვებგვერდებზე გავრცელებული ინფორმაციები სწორედ ამას მოწმობს.

"იერუსალიმის "ბეითართან" სტუმრად 0:4 წაგებულ მატჩში აშკელონის "ჰაპოელმა" ზურაბ მენთეშაშვილის გარეშე ითამაშა. იგი განაცხადში არ ყოფილა და ამ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია. ამის შემდეგ "ჰაპოელსა" და ქართველს შორის ურთიერთობა დათბა, მენთეშაშვილმა უკვე განაახლა ვარჯიში და "ბნეი ახნინთან" შაბათის მატჩისთვის ემზადება", - წერს საიტი Ashelon-news.co.il-ი.

თუმცა ზურას ამბავზე სხვა წყაროები სხვას წერენ.

"ქართველმა ნახევარმცველმა ზურაბ მენთეშაშვილმა გაცხარებისა და მიუღებელი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა. ის კვლავ აშკელონის "ჰაპოელში" ითამაშებს. თუმცა როდემდე, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. მართალია, "ჰაპოელთან" მას ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი, მაგრამ მაისის ბოლომდე აშკელონში მისი დარჩენა ძალზე საეჭვოა. ერან ლევისგან განსხვავებით, რომელით კვლავაც პროტესტის ფორმას აგრძელებს და გუნდში აღარ ვარჯიშობს, ქართველმა კონფლიქტის მოსაგვარებლად ნაბიჯი კი გადადგა, მაგრამ ჯერ არ იცის, ამას სათანადოდ უპასუხებენ თუ არა. მენთეშაშვილი კვლავ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ შაბათს, "ბნეი ახნინთან" მატჩში ითამაშებს. მის გარეშე აშკელონელებს ძალიან გაუჭირდათ. გადაწყვეტილია, რომ ზამთრის შესვენებამდე მენთეშაშვილი "ჰაპოელში" დარჩება. მისი მომავალი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელზე ლაპარაკს ჯერჯერობით ბევრი ერიდება.

მოუწევს თუ არა ქართველს 20 ათასი შეკელის გადახდა თუ ეს სანქცია უკვე მოუხსნეს? ისევ უჩივის მენთეშაშვილი კლუბს თუ გარიგება შედგა და სარჩელი გაუქმდა? ამ კითხვებზე პასუხი ჯერ უცნობია. შესაბამისად, უცნობია მოგვარდა თუ დაკონსერვდა ეს კონფლიქტი", - ეს შეფასებები Ynet.co.il-სა და სხვა ებრაულ საიტებზე მოვიძიეთ.

10 ქულით მე-13 ადგილზე მყოფი აშკელონის "ჰაპოელი" 11 დეკემბერს, ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში "ბნეი ახნინს" უმასპინძლებს, რომელიც ორი საფეხურით ქვემოთაა. ამის გარდა, ზამთრის შესვენებამდე ისრაელის მთავარ ლიგაში კიდევ ერთი მატჩი დარჩა - აშკელონელები 18 დეკემბერს "აშდოდს" სტუმრად ეთამაშებიან. წესით, ამ მატჩამდე თუ არა, მერე მაინც უნდა გაირკვეს მენთეშაშვილის საკითხი - დარჩება ის აშკელონში თუ მართლაც სამშობლოში ბრუნდება "ზესტაფონში" სათამაშოდ?




ნანახია: 1103 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!