ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 16:42


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 22 » მათე ღვინიანიძე ლომებს ეთხოვება?
12:03
მათე ღვინიანიძე ლომებს ეთხოვება?


შესაძლოა, 24 წლის ქართველმა მცველმა მათე ღვინიანიძემ ზამთრის შესვენებისას გუნდი შეიცვალოს. ეს ცნობა გუშინ გერმანულმა ვებგვერდებმა გაავრცელეს. "მიუნხენ 1860"-ის სპორტული დირექტორი მიკი სტევიჩი აცხადებს, რომ ღვინიანიძეს წინადადებები აქვს სხვა კლუბებიდან და შესაძლოა, კლუბი მას შეელიოს კიდეც. სტევიჩი მათეთი დაინტერესებულ გუნდებს არ ასახელებს.

სხვა წყაროთა ცნობით კი, ღვინიანიძით მეორე ბუნდესლიგის ორი კლუბი, ბილეფელდის "არმინია" და "ბოხუმი" დაინტერესდნენ. მათეს ახლანდელი გუნდი "მიუნხენ 180" 25 ქულით მეცხრე ადგილზეა. მისი მსურველი კლუბებიდან ერთი ზემოთაა, მეორე კი აუტსაიდერია. "ბოხუმი", რომელსაც ლევან კობიაშვილისა და "ჰერტას" ყოფილი მწვრთნელი ფრიდჰელმ ფუნკელი ხელმძღვანელობს, "ლომებს" 3 ქულით უწრებს და მერვე ადგილზეა. "არმინიაში" კი საშველად "ლომებისა" და ღვინიანიძის ყოფილ თავკაც, ევალდ ლინენს უხმეს. ბილეფელდელთა გუნდი 7 ქულით ბოლო ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება წინა საფეხურზე მყოფ "ინგოლშტადტს".

ცნობისათვის, ზაფხულში მათეს ლინენი "ოლიმპიაკოსში" ეპატიჟებოდა, მაგრამ პირეოსელებმა მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეცვალეს. ღვინიანიძეს ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული და "მიუნხენ 1860"-თან გაისად, 30 ივნისს უმთავრდება კონტრაქტი. მისი სატრანსფერო ფასი კი 900 ათასი ევროა.


ნანახია: 766 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!