ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 14:08


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 27 » მარადონას "ეშმაკის ხელი"
04:40
მარადონას "ეშმაკის ხელი"
 

  
რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების ე.წ. პრეზიდენტები ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფში "საქმიანი" ვიზიტით იმყოფებოდნენ ვენესუელაში, სადაც შეხვდნენ იქაურ პრეზიდენტს უგო ჩავესს. ეს ამბავი ჩვენი საიტის ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა ერთი ფაქტი. როგორც ჩანს, ამ შეხვედრას დაემთხვა დიეგო მარადონას ვიზიტი ვენესუელაში, რითაც ისარგებლა კოკოითმა და გულთბილი ფოტო-სურათი გადაიღო ფეხბურთის ლეგენდასთან. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს ამბავი ქართულ მედია სივრცეში არ გახმაურებულა და ეს სურათიც ქართული ვებ-საიტებიდან (თუ არ ჩავთვლით ფორუმულ საიტებს) მხოლოდ ჩვენთან დევს. უგო ჩავესისა და ე.წ. პრეზიდენტების შეხვედრა 23 ივლისს ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში გაიმართა. ჩავესმა სეპარატისტული რეგიონების ლიდერებს პირობა აღუთქვა, რომ ლათინო ამერიკის მეგობარ ქვეყნებთან მოლაპარაკებას დაიწყებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ აღიარა მათი დამოუკიდებლობა: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ. რაც შეეხება მარადონასა და კოკოითის შეხვედრას, ის ვიცით, რომ ედუარდმა დიეგო სამაჩაბლოში დაპატიჟა. მარადონამ კოკოითის მიწვევა სიამოვნებით მიიღო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის გეგმავს სეპარატისტებთან ვიზიტის. როგორც ცნობილია, მარადონა ჩავესის დიდი ხნის მეგობარია. კოკოითიც და ბაღაფშიც ჩავესის მეგობრები არიან ასე, რომ მარადონა ამ სურათით ეთანხმება გამოთქმას "ჩემი მეგობრის მეგობარი, ჩემი მეგობარია". ნუთუ ასე ცუდად დაამახსოვრდა დიეგოს საქართველოში ნახევრად ცარიელი ტრიბუნები, რომ კოკოითს ხელს ართმევს. თუ მარადონას მარცხენა ხელს "ღმერთის ხელი" ჰქვია, მარჯვენას დავარქვათ "ეშმაკის ხელი". მოკლედ, ფეხბურთის ღმერთი ივლისის თვეში მაგრად "აიჭრა". შეიძლება გადამეტებულია მარადონას კრიტიკა, ამიტომ ბოლოსკენ ცოტა გავანეიტრალებ დონ დიეგოს საქციელს. ალბათ არ არის მიზანშეწონილი მარადონას საქართველოს ერთგულებას და სიყვარულს ვთხოვდეთ, ან სარკოზი-მედვედევი-სააკაშვილის პოლიტიკური  ეტიკეტის დაცვას. მარადონაა რაა... ადგა და ჩამოართვა ხელი... რას ვთხოვთ ამ კაცს ?! ჩვენ უბრალოდ კრემლის საჯდომის მლოკავები არ გვეხატება გულზე. ამის გამო, ალბათ არ უნდა გავაკრათ მარადონა ჯვარზე, თავისი გაჭირვებაც ეყოფა. ბოლოს კი "დატკბით", ამ მხიარული შეხვედრის ამსახველი ფოტო-სურათებით.                                                                                                                                                                                                                                                 27 ივლისი






                 


      
    

ბექა დოგრაშვილი

ნანახია: 1206 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!