ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 11:32


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 6 » მალტისთვის ქომაგებიც ემზადებიან
12:47
მალტისთვის ქომაგებიც ემზადებიან


იმ დროს, როცა თემურ ქეცბაია ეროვნულ ნაკრებს მალტასთან 8 ოქტომბრის მატჩისთვის ამზადებს, ქართველი ქომაგებიც სერიოზულ სამზადისშია არიან და იმედოვნებენ, რომ საქართველოს გუნდისთვის მეთორმეტე მოთამაშის როლს შეასრულებენ. "ქართული სპორტის ქომაგები" - ფორუმელთა კავშირია, რომელიც ყველა სახეობაში საქართველოს ნაკრებებისა და კლუბების მხარდაჭერას აპირებს. ვესაუბრებით ქომაგთა შეკრების ერთ-ერთ ინიციატორს ამირან ურუშაძეს...

- ამირან, როდის გადაწყვიტეთ ფორუმელებმა მზის შუქზე გამოსვლა და გაერთიანება?
- ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა. იდეა თასის წლევანდელ ფინალამდე დაიბადა. ფორუმზე დიდი აჟიოტაჟი იყო და ფინალზე ჯგუფურად მისვლა გადავწყვიტეთ. გვეგონა, 500 კაცი მაინც შეიკრიბებოდა, მაგრამ 20 ქომაგიც ძლივს შეიკრიბა და სირცხვილი ვჭამეთ. მეორე მცდელობა საქართველო-შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებების შეხვედრამდე გვქონდა და 30 ქომაგი მოვიდა, მაგრამ ესეც არაა საკმარისი რაოდენობა. ისრაელის მატჩამდე ვილაპარაკეთ, რომ გულშემატკივრობისთვის ორგანიზებული სახე მიგვეცა და 11 სექტემბერს 30 კაცი დავირაზმეთ. ანთებულები ვიყავით, რადგან საქართველოში ორგანიზებული ქომაგობა არ არსებობდა და ამ საქმისთვის თავის მობმა გვსურდა. ჩვენთან ყოველთვის ასე იყო - 10 წუთი ვყვირივართ, დანარჩენ დროს კი ან სტვენა ისმის, ან გინება. ეს არ არის მხარდაჭერა. საჭიროა ლაკონური, მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი ფრაზები, რომელსაც მთელი სტადიონი დააგუგუნებს. ჩვენი სურვილია, საქართველოში ორგანიზებული გულშემატკივრობა დავამკვიდროთ და მხარში დავუდგეთ არა მხოლოდ საფეხბურთო ნაკრებს, არამედ, საერთაშორისო სარბიელზე მოასპარეზე ყველა სხვა სახეობების ეროვნულ გუნდსა და კლუბს. ყველან გვსურს ორგანიზებულად, ეროვნული გუნდის მაისურებითა და დროშებით, საყვირებითა თუ ბარაბნებით მისვლა და მათი გამხნევება. ფეხბურთელებმა, კალათბურთელებმა, რაგბისტებმა და სხვა სპორტის წარმომადგენლებმა უმაყურებლობა არ უნდა იგრძნონ. აშკარაა, ახლა ბევრად უფრო ორგანიზებულები ვართ, ვიდრე წინა მატჩებზე. საამისოდ, ჩვენი ლოგო დავამუშავეთ, რამდენიმე მოკლე და გასაგები შეძახილი დავწერეთ და "ლოკომოტივისა" და ეროვნულ სტადიონებზე რამდენიმე რეპეტიციაც ჩავატარეთ. ჩვენ არც სპონსორი გვყავს და უკანაც არავინ გვიდგას, უბრალოდ, ნაკრებს ბევრს ვთხოვთ და თავად გულშემატკივრობა კი დაბალი დონისაა. პასიურობა და ინდიფერენტული განწყობა არც გვეპატიება, თუნდაც ჩვენი ნაკრები თუ სპორტსმენი მარცხდებოდეს... გვსურს, ქცევის მაგალითი ვაჩვენოთ: სტადიონის დირექციას უნდა შევუწყოთ ხელი და მატჩების დროს ტრიბუნები არ დავანაგვიანოთ, სკამები არ გავტეხოთ. ჩვენი კავშირის წევრებს ეკრძალებათ გინება - როგორც მეტოქე გუნდის, ისე საკუთარი მოთამაშეებისა და მსაჯის, ვალდებულნი არიან, მსგავსი ქმედების შემთხვევაში, სხვა გულშემატკივრებსაც მისცენ შენიშვნა. ეს იმიტომ, რომ ქომაგებში გაწევრიანების სურვილი გოგონებსაც გაუჩნდეთ და არ ეთაკილებოდეთ. ყველა ადამიანს, რომელიც ჩვენთან გაწევრიანდება, უპირველესად ამ მოთხოვნებს ვაცნობთ. ჩვენ უნდა დავამკვიდროთ ჩვენი გულშემატკივრის ახლებური სტერეოტიპი - აქამდე იცოდნენ, რომ ქართველი სტადიონზე აუცილებლად იგინება და ბოთლს, ქვებს ან დანას ისვრის. ასეთი იმიჯი ქვეყანას არ წაადგება.
- ამჟამად რამდენი წევრი გყავთ?
- ჯერ მხოლოდ 130 ქომაგია, მაგრამ დასაწყისისთვის ესეც კარგია. დარწუნებული ვარ, როცა ხალხი ჩვენი არსებობის შესახებ შეიტყობს, ბევრად მეტი ქომაგი ამოგვიდგება მხარში.
- როგორც შევიტყვეთ, დროშები და ფორმები დაამზადეთ...
- დიახ, ჩვენი სახსრებით ხუთი დროშა, ჩვენი წევრებისთვის კი მაისურები დავამზადეთ - თითოეული 9 ლარად. მაისურების შეკვეთა ახალი წევრებისთვისაც შეიძლება და სასურველიცაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი რომ მოვიდეს ეროვნული ნაკრების ფორმით. ქომაგთა კლუბის იდეა ხალხიდან უნდა იყოს წამოსული, მას ხელოვნურად ვერავინ ჩამოაყალიბებს. და რა სახეობაც არ უნდა იყოს, საქართველოს ნაკრებს ყველგან მხარში დავუდგებით. სპორტის დეპარტამენტისა და ფედერაციების დახმარება ელემენტარულად ინფორმაციების მოწოდებით დაგვჭირდება - წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომელი ნაკრები როდის თამაშობს.
- მალტის ნაკრებთან მატჩისთვის სად იკრიბებით?
- ჯერ იმას გეტყვით, რომ ფედერაცია 26-ე სექტორში 250 ცალ 5-ლარიან ბილეთს გვაძლევს, 50-ს კი გვჩუქნის. ვისაც ჩვენთან ერთად სურს, დაესწროს მატჩს, ბილეთების საყიდლად ოთხშაბათს, 6 ოქტომბერს 17 საათზე ეროვნული სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან ვიკრიბებით. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს, რადგან ქომაგობის პრივატიზებას არ ვაპირებთ, ეს თითოეული ჩვენგანის საქმეა. რაც შეეხება 8 ოქტომბრის გეგმას, 16:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო "რედისონ ივერიასთან" ვიკრიბებით. 17:00 საათზე მანქანებით და ავტობუსით მსვლელობას დავიწყებთ საბურთალოს და ვაკის მიმართულებით, შემოვტრიალდებით თავისუფლების მოედნისკენ და მსვლელობას 18 საათზე რკინიგზის სადგურთან დავამთავრებთ, სადაც გაჩერდება მანქანები და სტადიონისკენ ფეხით გავეშურებით. 18:30-ზე სტადიონზე შევიკრიბებით და სახის მოხატვას დავიწყებთ. თამაშამდე ერთი საათით ადრე, 20:00 საათზე, ავალთ ტრიბუნაზე, საბოლოო რეპეტიციას გავივლით და თამაშისთვის "ფორმას" ავკრეფთ. ჩვენი სლოგანია - "ბრძოლა, ჟინი, თავდადება, მოგვიტანეთ გამარჯვება!"


P
.S. "ლელო" ლიტერატურული ალმანახი არაა, მაგრამ ვფიქრობთ, გაზეთს არავისზე ნაკლებად არ ევალება იმ ინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც ორგანიზებულ ქომაგობას ხელს შეუწყობს, ეს კი თავისთავად ეროვნული ნაკრების დახმარებასაც ნიშნავს. ამირან ურუშაძემ გადმოგვცა ორგანიზებული შეძახილის რამდენიმე ვარიანტი, რომლითაც ეროვნული გუნდის გამხნევებას აპირებენ.

შეძახილები
1.
საქართველო, ოლეე,
საქართველო ლეოლეე...
გამარჯვება, ოლეე,
გამარჯვება ჩვენს ბიჭებს!
შეძახილი ტაშით: სა-ქა-რთვე-ლო! სა-ქა-რთვე-ლო! სა-ქა-რთვე-ლო!
(3-ჯერ)

2.
ნაკრების ფეხბურთელებს
ქეცბაია თავკაცობს.
დაგპირდებით ბიჭებო,
არ დაგტოვებთ არასდროს!!!

3.
არ გვინდა, რომ ჩვენს გრაფაში
იყოს მარტო ნოლი,
ამიტომაც გავიტანოთ:
გოოლიი, გოოლიი!!!

4.
ყველანი ველოდებით
გოლს, გოლს, გოლს!
საქართველოს გაუმააააარ-ჯოს! ჯოს! ჯოს!!!




მერაბ მამულაშვილი

ნანახია: 777 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!