ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 23.11.2017, 21:38


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 30 » მალტამდე უკეთესი საფარი გვექნებაო...
12:22
მალტამდე უკეთესი საფარი გვექნებაო...



ეროვნული ნაკრების თამაშამდე დიდი დრო არაა დარჩენილი - 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები თბილისში მალტას უმასპინძლებს. ემზადება ეროვნული სტადიონიც. გეხსომებათ, ისრაელთან მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ სტადიონის ბალახის საფარს "ყანა" უწოდა...

რა შეიცვალა 7 სექტემბრის შემდეგ და რა კეთდება საფარის გასაუმჯობესებლად? ამის თაობაზე კიდევ ერთხელ დაველაპარაკეთ კომპანია "გრინტექსის" დირექტორ დავით ენდელაძეს, რომელიც საფარის ხარისხზეა პასუხისმგებელი...

- ბატონო დავით, რა გაკეთდა საფარის ხარისხის ასამაღლებლად?
- დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საფარი ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია და მჯერა, მატჩისთვის მაქსიმალურად კარგ კონდიციებში იქნება. დრო ჩვენზე მუშაობს. მართალია, ნაკრების შეხვედრის შემდეგ ეროვნულმა სტადიონმა კიდევ სამ მატჩს უმასპინძლა, მაგრამ მოედანს ვუვლით, საჭირო სამუშაოები ჩავატარეთ და ვიზუალურადაც კი ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია. ვერ ვიტყვი, რომ ხარისხი იდეალურია, მაგრამ ბალახის სიხშირემ მოიმატა და ფერის ინტენსივობაც გაზრდილია. "დინამო"-"ვიტ ჯორჯიას" მატჩის შემდეგ ნაკრების თამაშამდე სტადიონი დაიხურა, საფარს დავასვენებთ, შესაბამისად, სამუშაოებისთვის საკმაო დრო გვრჩება. მთავარია, ხელის შემშლელი პირობები არ იყოს.

- საფარის შეცვლა ხომ არ იგეგმება?
- იგეგმება. მოედანი ხუთი წლისაა და შესაცვლელია, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებით საფარის გამოკეთება შესაძლებელია. ეგ არის, ასეთი სამუშაოები ყოველდღიურად უნდა ჩაატარო. აი, მაშინ კი ისრაელთან თამაშის წინ შექმნილი პრობლემები აღარ განმეორდება.

- საერთოდ, საფარს წელიწადში ორჯერ ცვლიან. თავად ამბობდით, ეროვნული სტადიონის ბალახის საფარი ლანდშაფტური ტიპისაა და არა - სპორტული მოედნისაო. სპეციალური საფარის მოსაყვანი მეურნეობის ჩამოყალიბებაც ხომ არ იგეგმება?
- საერთოდ, ჩვენნაირ კლიმატურ პირობებში საფარს წელიწადში ერთხელ ცვლიან. ჩვენთან ახლა ამის არც საჭიროებაა და არც - საშუალება. რაც შეეხება დამხმარე მეურნეობას, უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, გაზაფხულისთვის სპორტული ტიპის ბალახიც გვექნება, რომელიც ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. სასურველი იქნებოდა, მსგავსი ტიპის მეურნეობა ფეხბურთის განვითარებით დაინტერესებულ ორგანიზაციას ჰქონდეს, მაგრამ რთულია და ამას ვერავის მოსთხოვ. არადა, ეს ძალზე მომგებიანი ბიზნესია და მიკვირს, საქართველოში დღემდე რატომ ვერ განვითარდა. ალბათ, მიზეზი სტადიონებია, რომლებიც ძვირადღირებული პროდუქციის უფრო ინტენსიურად ასათვისებლად მზად არ არიან. არადა, საფარზე მოთხოვნის გაზრდა ბაზარს განავითარებს და ერთი კი არა, რამდენიმე მეურნეობა გვექნება.

- ისრაელთან მატჩის შემდეგ თუ შეხვდით თემურ ქეცბაიას და თუ შეგიძლიათ მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება?
- თემურს არა, მაგრამ მის ასისტენტ სოსო ჭედიას კი შევხვდით, როცა საფარის შესამოწმებლად იმყოფებოდა. ვუთხარით, რაც შეიცვალა ისრაელთან მატჩის შემდეგ. ცხადია, ნაკრების ხელმძღვანელობის აზრი გვაინტერესებს და ჩვენც ვეტყვით, რა შეგვიძლია შევცვალოთ.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ნანახია: 275 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!