ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 13:24


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » თებერვალი » 22 » მალხაზ ასათიანი რობერტო კარლოსის მხარდამხარ?
11:21
მალხაზ ასათიანი რობერტო კარლოსის მხარდამხარ?


მახაჩყალის "ანჟიმ" თურქეთში მორიგი საკონტროლო შეხვედრა დანიურ "ბრონდბიუსთან" გამართა და 1:0 მოიგო.

ცხადია, ჩვენების ამბები გვაინტერესებს: საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარა, მაგრამ მცველების საიმედო თამაშის გამო ბევრი საქმე არც ჰქონია. ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ირაკლი კლიმიაშვილმა, რომელიც ჯერაც გასინჯვაზეა.

ირაკლი დანიელთა კარზე მიტანილი რამდენიმე იერიშის თანამონაწილე იყო: ერთხელ შორიდან არაზუსტად დაარტყა, მერე ფლანგზე ორი მეტოქე მოატყუა და ერთადერთი გოლის ავტორ დიმიტრი ივანოვს ანგარიშის გახსნის საშუალება მე-19 წუთზე მისცა, მაგრამ მან ეს შანსი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში კი მახაჩყალელთა მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა კლიმიაშვილი დაასვენა.

დანიელთა წინააღმდეგ "ანჟის" სახელოვან ახალწვეულს, ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილ მცველ რობერტო კარლოსს არ უთამაშია. "კორინთიანსიდან" დაღესტნურ კლუბში ახლახან გადასული კარლოსი შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს. ისევე, როგორც თურქულ შეკრებაზე მყოფი გროზნოს "ტერეკის" ჰოლანდიელი დამრიგებელი რუდ გულიტი.

ბრაზილიელის "ანჟიში" მისვლა რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ბიზნესმენს, სულეიმან კერიმოვს უკავშირდება. მან ეს კლუბი ერთი კვირის წინ შეიძინა და ამბიციური გეგმებიც აქვს. აღსანიშნავია, რომ რობერტო კარლოსი წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს.

"ბრონდბიუსთან" არც გიორგი ილურიძე გამოჩენილა, რომელმაც ალმათის "კაირატთან" (0:0) გამართული წინა შეხვედრაც გამოტოვა. თუმცა უცნობია, რა არის მიზეზი - კლუბი დატოვა თუ ტრავმირებულია.

ბოლო ცნობებით, მახაჩყალელებს საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, მალხაზ ასათიანის დამატებაც სურთ.



ნანახია: 914 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!