ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 25.07.2017, 07:41


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » აპრილი » 13 » მალე „ჯვაროსანთა აკადემიები“ შეიქმნება – ინტერვიუ ზვიად სიჭინავასთან
02:00
მალე „ჯვაროსანთა აკადემიები“ შეიქმნება – ინტერვიუ ზვიად სიჭინავასთან

გასული კვირის ბოლო სამუშაო დღეს, ქვეყნის პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი სფფ–ს პრეზიდენტს – ზვიად სიჭინავასა და სპორტის მინისტრს – ლადო ვარძელაშვილს შეხვდა.

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შედგა და ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების პერსპექტივებს შეეხო.

მიხეილ სააკაშვილმა სფფ–ს პრეზიდენტსა და სპორტის მინისტრს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომელიც ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ტრანსლირების დაუყოვნებლივ დაწყებას, სტადიონებზე ახალი, მაღალი ხარისხის საფარის დაგებასა და ბავშვთა საფეხბურთო ინტერნატების შექმნას შეეხება.

„ეროვნული ნაკრების გასაძლიერებლად და ფეხბურთის დონის ასამაღლებლად, საჭიროა ჩვენი შიდა საფეხბურთო ლიგა მინიმალურ მოთხოვნებს მაინც პასუხობდეს. ამ საქმეში ჩართულია პრემიერ–მინისტრი და გთხოვთ, რომ სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, აქტიურად იმუშაოთ, რათა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით შევქმნათ. მიმაჩნია, რომ ფეხბურთის განვითარება და სათანადო ხელშეწყობა მნიშვნელოვანი ეროვნული საქმეა.

ძალიან კარგი იქნება, თუ ინტერნატების სისტემას აღვადგენთ და იქ სათანადო პირობებს შევქმნით. წელსვე გამოვძებნით სახსრებს მაღალხარისხიანი მოედნების გასაკეთებლად, ინტერნატების აღსადგენად და შიდასაფეხბურთო ჩემპიონატის ცენტრალური მატჩების ტრანსლაციის უზრუნველსაყოფად" – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, სფფ–ს პრესსამსახურს ზვიად სიჭინავა ესაუბრა.

ზვიად სიჭინავა: „ქვეყნის პრეზიდენთან შეხვედრა სპონტანურად, მისი ინიციატივით დაიგეგმა. ვისაუბრეთ ჩვენთვის და ქართული ფეხბურთისთვის ძალზე აუცილებელ და საჭირბოროტო საკითხებზე. პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა იმისათვის, რომ სახელმწიფოს დახმარებით, უახლოეს მომავალში გავაუმჯობესოთ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ბავშვთა ფეხბურთს. უახლოეს მომავალში დავიწყებთ მოედნების ხარისხიანი საფარით უზრუნველყოფაზე ზრუნვას. ბათუმში დაგეგმილია ორი ახალი სტადიონის მშენებლობა. ამ ეტაპზე, კიდევ შემიძლია გითხრათ, რომ დასავლეთ საქართველოში რამდენიმე ახალი მოედანი გაკეთდება, თუმცა, ადგილს ჯერ ვერ დავაკონკრეტებ.

ძალიან მნიშვნელოვანია ინტერნატების აღდგენის თემა. ახლა, მუშა პროცესშია პროექტი, რომელიც ამ საკითხს შეეხება. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში შეიქმნება ე.წ „ჯვაროსანთა აკადემიები", სადაც იმუშავებენ ჩვენი სპეციალისტები. ამ აკადემიებს უხელმძღვანელებს და კურირებას გაუწევს თემურ ქეცბაია თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად."

        „მიხეილ მესხის" სტადიონის რეაბილიტაცია–რეკონსტრუქცია როდის დაიწყება?

        ძალიან გვინდა, რომ ეს მაქსიმალურად მალე მოხდეს, თუმცა, ამისათვის მარტო ჩვენი სურვილი არ კმარა და ბევრ სხვა ფაქტორზე ვართ დამოკიდებული. არქიტექტორის მოთხოვნილი აზომვითი სამუშაოები დავამთავრეთ და მონაცემებს დღეს ვუგზავნით. როგორც იცით, ჩვენი სტადიონის პროექტზე ცნობილი ბრიტანელი არქიტექტორი – მარკ ფენვიკი მუშაობს, რომელიც უეფა–მ გამოგვიგზავნა. ამ ადამიანმა, სულ ახლახანს ყატარში ორი ახალი სტადიონი ააშენა და ევროპაშიც, რამდენიმე ცნობილი სტადიონის პროექტის ავტორია. ახლა, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ მთლად ისეთ ტემპში ვერ მუშაობენ, როგორც ჩვენ გვინდა. სანამ მისგან პასუხს არ მივიღებთ და ახალ პროექტს არ ვნახავთ, „მიხეილ მესხზე" ტექნიკის შეყვანას და რაიმე სახის სამუშაოს დაწყებას აზრი არ აქვს. ჩვენის მხრივ კი, ინტენსიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პოტენციურ ინვესტორებთან და ასევე, ველოდებით თანხებს უეფა–სგან.

სფფ–ს პრესსამსახური

ნანახია: 170 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!