ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 22:59


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » იანვარი » 29 » ლუკას ჰუფნაგელს "ბაიერნში" ენდობიან
20:48
ლუკას ჰუფნაგელს "ბაიერნში" ენდობიან


გერმანიის ჭაბუკთა ლიგაში მარტამდე შესვენებაა გამოცხადებული და მისი მონაწილენი ტონუსს ამხანაგური მატჩებითა და სხვადასხვა ტურნირებით ინარჩუნებენ. სასიხარულოა, რომ "ბაიერნის" 17-წლამდელთა გუნდის თამაშებს თითქმის არ აკლდება ლუკას ჰუფნაგელი. არადა, სეზონის სტარტი მას ტრავმის გამო გაუცდა და კონდიციები შემოდგომაზეღა აღიდგინა - სწორედ იმ დროისთვის, როცა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა და ჩვენი გუნდის ელიტრაუნდში გასვლაში თავის წვლილი შეიტანა.

ლუკასს მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული - "აინტრახტისა" და "კარლსრუეს" წინააღმდეგ შეცვლაზე შევიდა, "ფიურტთან" კი ძირითადში იყო. მანამდე იგი ჯერ ტრავმის, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრებში გამოძახების გამო ვერ თამაშობდა.

ინტერნეტში "ბაიერნის" 17-წლამდელთა მწვრთნელის, ფრანც ბეკენბაუერის ვაჟის შტეფან ბეკენბაუერის კომენტარს წავაწყდით, სადაც იგი რამდენიმე ფეხბურთელის გამოჯანმრთელებით კმაყოფილებას გამოთქვამს და ლუკასზე ცალკეც საუბრობს, სადაც მის პროგრესს უსვამს ხაზს.

გერმანიაში ჭაბუკთა ლიგა 3 მარტს განახლდება და რაკი ჰუფნაგელს ამხანაგურებში სისტემატურად ათამაშებენ, წესით, ძირითადში მოხვედრის რეალური პრეტენდენტიც უნდა იყოს. 17-წლამდელთა ლიგის სამხრეთ ზონაში, რომელშიც 14 გუნდი გამოდის, "ბაიერნი" მე-4 ადგილზეა.

სხვათა შორის, მასზე ერთი ადგილით წინაა "მიუნხენ 1860", რომლის რიგებშიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატ ლუკა ჩხაიძეს სამი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული.

ჰუფნაგელი საქართველოს ნაკრებს თებერვლის ბოლო რიცხვებში შეუერთდება და ესპანეთში იქაურ 17-წლამდელებთან ჩასატარებელ ამხანაგურ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, რის შემდეგაც ცოტა ხნით "ბაიერნს" დაუბრუნდება და მერე ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის წინ შეუერთდება.

ნანახია: 845 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!