ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ორშაბათი, 20.11.2017, 10:36


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 4 » ლუკა ჩხეიძე საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებს - მოქალაქე ვერ ხდება
17:09
ლუკა ჩხეიძე საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებს - მოქალაქე ვერ ხდება


სამწუხაროდ, "მიუნხენ1860-ის" ასაკობრივი გუნდის თავდამსხმელი ლუკა ჩხაიძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ვერ ითამაშებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი უცხოეთში მცხოვრები ქართველების ნაკრებში მოზიდვით დაინტერესდა და ამ მიზნით, გაზაფხულზე გერმანიას ესტუმრა. მისი მიზანი "ბაიერნის" 16 წლის თავდამსხმელის ლუკას ჰუფნაგელისა და მასთან ერთად ლუკა ჩხაიძის ოჯახების პოზიციის გაგება გახლდათ - სურდათ თუ არა საქართველოს სახელით თამაში? შეგახსენებთ, რომ 15 წლის ჩხაიძე ქართველი ემიგრანტის, ვახტანგ ჩხაიძის შვილიშვილია, ჰუფნაგელი კი დედით ქართველია. ორივე ოჯახმა ამ ბიჭების საქართველოს ნაკრებში თამაშზე თანხმობა განაცხადა...

 


ჟორჟიკაშვილმა ისინი ივნისში, იბისას საერთაშორისო ტურნირზე მიიწვია. ჩხაიძემ და ჰუფნაგელმა მწვრთნელს თავი მოაწონეს. შედეგად, ორივე პალანგის საერთაშორისო ტურნირისთვის გამოიძახა...


თუმცა პრობლემებმა სწორედ ამ დროს იჩინა თავი - ჩხაიძე შეკრებაზე არ გამოცხადდა. გაირკვა, რომ ნაკრებში ფეხბურთელი მიუნხენულმა კლუბმა არ გაუშვა. პრობლემად ორმაგი მოქალაქეობის საკითხი იქცა. ოჯახი თანახმა გახლდათ, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში ლუკას ჯარის საკითხი უნდა გადაეწყვიტა - ოჯახს აინტერესებდა, რომელი ქვეყნის ჯარში მსახურს მოსთხოვდნენ. საბოლოოდ, ეს მისი ასარჩევი გახდა და პრობლემაც თითქოს მოგვარებული ჩანდა, მაგრამ... საქართველოს პასპორტის მიღებისთვის საჭირო იურიდიული საკითხების მოგვარება შეუძლებელი აღმოჩნდა.

"როგორც გავარკვიეთ, გერმანიის პასპორტის მქონე პირს, ამ ქვეყნის კანონმდებლობით, ორმაგი მოქალაქეობის უფლება არ აქვს. გამონაკლისი მხოლოდ 18-წლამდელის დაიშვება და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მისი მშობელი სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ლუკა ჩხაიძის დედაც და მამაც გერმანიის პასპორტს ფლობენ და ცხადია, არჩევანზე რომ მიმდგარიყო საქმე, გერმანიის მოქალქეობას ვერ დათმობდნენ და ვერც გავამტყუნებ. სხვა რა გზაა, ჩხაიძის ჩამოუსვლელობას შევეგუე, არადა, თუ იშრომა, კარგი ფეხბურთელი დადგება. რაც შეეხება ჰუფნაგელს, მისი ჩამოყვანის იმედი ჯერ კიდევ გვაქვს, რადგან დედამისი საქართველოს მოქალაქეა და ვცდილობთ, რომ ეს ბიჭი მაინც ვათამაშოთ ნაკრებში", - გვითხრა კობა ჟორჟიკაშვილმა.


"ლელო"

ნანახია: 240 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!