ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 22 » ლომაიას დრამა პოზნანში
01:48 ლომაიას დრამა პოზნანში |
მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს "ინტერს" შინ 0:1 ჰქონდა წაგებული ჩემპიონთა
ლიგის II საკვალფიკაციო ეტაპზე პოლონეთის ჩემპიონ "ლეხთან", კახა ცხადაძის
გუნდმა ლამის სასწაული მოახდინა. "ინტერმა" 84-ე წუთზე კარლსონსის გოლის
წყალობით 1:0 მოიგო და თამაში დამატებით დროში გადავიდა, რომელიც 0:0
დასრულდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. ცხადაძემ სასტარტოში გიორგი
ლომაია, კახაბერ მჟავანაძე (71-ე წუთზე შეცვალეს), ილია კანდელაკი და
დავით ოდიკაძე ათამაშა, ვალერი აბრამიძე კი სათადარიგო იყო.
გიორგი
ლომაია ერთ-ერთი საუკეთესო იყო მატჩში. პენალტების სერიაშიც საქართველოს
ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა 2 პენალტი აიღო, თუმცა სერია 3:3 დასრულდა და
გამარჯვებულის გამოსავლენად პირველ აცილებულ პენალტამდე გაგრძელდა.
სამწუხაროდ, ფეხი სწორედ ლომაიას დაუცდა, რომლის დარტყმული პოლონელმა
ვიზავიმ მოიგერია, "ლეხმა" სერია 9:8 მოიგო და ბრძოლა გააგრძელა.
"ლელო"
|
ნანახია: 797 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|