ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 11:10


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » თებერვალი » 28 » ლობჟანიძის 3, არველაძის 80
00:37
ლობჟანიძის 3, არველაძის 80

იანვრის დასაწყისში ყველამ გავიხარეთ, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძე დნეპროპეტროვსკის დნეპრმა რეკორდულ ფასში, 2 მილიონ ევროდ შეისყიდა. ბოლო დროს, ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, მსგავსი ხმაურიანი ტრანსფერებით უკრაინელები თავს ვერ იწონებენ და რადგან ამ მოქმედების მთავარი გმირი ჩვენიანი აღმოჩნდა, ბუნებრივია, ჩვენთვის ეს სასიამოვნო ფაქტი იყო.

თუმცა, უკრაინელები გარიგებას არ ახმაურებდნენ და წერდნენ, რომ ლობჟანიძე ისინჯებოდა. შემდეგ კი გამოაცხადეს ქართველი მცველის ჩარიცხვა, მაგრამ ორიოდე დღის წინ, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე დნეპრის მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ ბესონოვის საკმაოდ უცნაური კომენტარი გამოქვეყნდა  უფრო სწორად, მთლიანად კითხვა-პასუხია უცნაური. ინტერვიუ გუნდის თურქული შეკრებიდან დაბრუნების შემდეგაა ჩაწერილი:

- რა ბედი ელის ლობჟანიძეს? დარჩება გუნდში?

- დიახ, ის თურქეთიდან ჩვენთან ერთად ჩამოვიდა. კმაყოფილები ვართ მისი მუშაობით და ვფიქრობ, ჩვენთან იქნება.

ლობჟანიძე დნიპროს სრულუფლებიანი წევრი გახდა, ანთალიაში ამ გუნდის შემადგენლობაში საკონტროლო შეხვედრებიც ჩაატარა და ამ დროს, პრესსამსახურის წარმომადგენლის კითხვაც (ინტერვიუ პრესსამსახურმა გაავრცელა) და პასუხიც მოულოდნელი გამოდგა. კონტრაქტი გაფორმებულია, მაგრამ კითხვა ისე იყო დასმული, თითქოს ლობჟანიძეს ჯერ კიდევ აკვირდებიან.

"როგორ გეკადრებათ, ლობჟანიძემ დნიპროსთან კონტრაქტი გააფორმა და არანაირ გასინჯვაზე არ იმყოფება. რა იგულისხმა ბესონოვმა, ამის თქმა გამიჭირდება. ფაქტია, რომ ფეხბურთელი უკვე დნეპროპეტროვსკელებს ეკუთვნის", - გვითხრა ზესტაფონის პრესატაშე სერგო ფუტკარაძემ.

მეორე ვარიანტი, თუ რატომ ილაპარაკა ასე ბესონოვმა - ხომ არ განიხილებოდა დნეპროში ჩარიცხული ლობჟანიძის განათხოვრება, ისევე როგორც ეს სანდრო კობახიძის შემთხვევაში მოხდა? თუმცა, გუშინ ამ კითხვაზე პასუხი უკრაინულ მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ გასცა: დნეპრის ახალწვეულებს მუდმივნომრიანი მაისურები დაურიგეს და ზესტაფონის ყოფილმა მცველმა 3 ნომერი მიიღო.

დნეპროპეტროვსკელთა შემადგენლობაში გააგრძელებს კარიერას კიდევ ერთი ქართველი, ლევან არველაძე. არველაძე 16 წლის გახლავთ და გიორგი დევდარიანის გაწვრთნილ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში რამდენიმე შეხვედრაც ჩაუტარებია. ლევანი ფლანგის ნახევარმცველია, მას დნიპროში 80-ნომრიანი მაისურა გადასცეს.

გაზეთი "ლელო"

ნანახია: 864 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!