ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 05:11


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » იანვარი » 11 » "ლივერპულიდან" თბილისის "დინამოში"
12:23
"ლივერპულიდან" თბილისის "დინამოში"



  თბილისის "დინამოში" სინჯებზე ლივერპულელი ფეხბურთელი ჩამოიყვანეს. ცენტრალური მცველი დანიელ ოდონელი 1986 წელს ლივერპულში დაიბადა. 16 წლის ასაკში "ლივერპულის" სელექციონერებმა ადგილობრივ სამოყვარულო ლიგაში შენიშნეს და 2002 წელს მსოფლიოს ფეხბურთის გრანდში კონტრაქტი გაუფორმეს. როგორც თავად ოდონელი აცხადებს, 2007 წელს "ლივერპულიდან" იგი რაფაელ ბენიტესმა გაუშვა. ამის შემდეგ, ფეხბურთელმა კარიერა "ქრიუში" გააგრძელა. 2010 წელს კი "შრიუსბერში" ჩაირიცხა. კონტრაქტის დასრულების შემდეგ კლუბი დატოვა და საქართველოს მოაშურა. ფეხბურთელი "დინამოში" სამედიცინო შემოწმებას და საწვრთნელ პროცესს სრული დატვირთვით გადის. კლუბში მისი დარჩენის საკითხი მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. "თბილისის "დინამო" დიდი ტრადიციის მქონე გუნდია. ლივერპულში ახლაც კარგად ახსოვთ და ვერ ივიწყებენ იმ შოკს, როდესაც "დინამომ" 3-0 მოუგო "ლივერპულს". ქართველი ადამიანის ხსენებაზე ინგლისში ყველას სასწაული ფეხბურთელი - გიორგი ქინქლაძე ასევე თემურ ქეცბაიას მიერ "კროაციასთან" გატანილი გოლი და სარეკლამო ბანერზე ფეხის დარტყმა ახსენდება. როგორც მითხრეს, "დინამო" გაძლიერებას და ევროპაში ღირსეულ თამაშს აპირებს. "ლივერპულიდან" რაფაელ ბენიტესმა გამომიშვა და მას ახლაც არცთუ ისე თბილად ვიხსენიებ მას. "ლივერპული" დიდი გუნდია და 18 წლის ბიჭი ამ გუნდში სათამაშოდ მზად არ ვიყავი, თუმცა მხოლოდ 1-2 წელიწადი მჭირდებოდა. ბენიტესმა ახალგზარდა ფეხბურთელებში პერსპექტივა ვერ დაინახა, მათი გაყიდვა და სხვა მოთამაშეების ყიდვა ამჯობინა. პირველი მე გამყიდეს. სემი ჰიიპია პატარა ძმასავით მზრდიდა და მის შემცვლელადაც კი მომიხსენიებდნენ, თუმცა ბენიტესმა ჩემი იმედები ჩანასახშივე ჩაკლა. უცნაურია ინგლისიდან საქართველოში ჩამოსვლა, თუმცა იმედი მაქვს, "დინამოს" შემადგენლობაში ევროტურნირებზე ვითამაშებ. ამჟამად ლივერპულთან მხოლოდ ის მაკავშირებს, რომ ამ ქალაქში ვცხოვრობ და "ლივერპული" ჩემი საყვარელი კლუბია. თბილისი ძალიან მომეწონა. საღამოს ქუჩაში გავისეირნე და ჩემთვის სრულიად გასაკვირად, ხალხი ძალიან თავისუფლად დადის. ლივერპულში ასე ვერ გაივლი, რადგან საღამოს იარაღიანი მძარცველი თავს რომ დაგესხათ, არ უნდა გაგიკვირდეთ. ინტერნეტის მეშვეობით საქართველოს ისტორიასაც გავეცანი და მივხვდი, საინტერესო ქვეყანაში ვარ. სიმართლე გითხრათ, ადრე ეს ქვეყანა რუსეთი მეგონა, თუმცა აქ ყველაფერი სხვაგვარადაა: ხალხი, უჩვეულოდ თბილი ამინდი. მეგობრებს ამის შესახებ აუცილებლად მოვუყვები. მოკლედ აქ მომწონს", - განაცხადა ოდონელმა.

დანიელ ოდონელი:
დაბადება: 1986 წლის 10 მარტი ლივერპულში.
სიმაღლე: 189 სმ
პოზიცია: ცენტრალური მცველი




ბექა დოგრაშვილი


ნანახია: 837 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 Scouser Kate  
0
ვაა, საღოლ დინამო

სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!