ფეხბურთი ყველგან უყვართ, საქართველოშიც... ოღონდ
ჩვენთან სხვა ქვეყნის ჩემპიონატი და ფეხბურთი უფრო. გასაკვირი არცაა, როცა
შენი ქვეყნის ჩემპიონატი დაბალი დონისაა. მიზეზი ყველამ კარგად უწყის...
მაგრამ კარგია თუ ცუდია შენი ქვეყნისაა!!!
გუშინ მილანის "ინტერმა", 45-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგა
მოიგო. ჟოზე მაურინიოს "ბიჭებმა" გერმანული "ბაიერნი" დიეგო მილიტოს დუბლით
დაამარცხეს. თბილისში 2 ბანაკად - "ინტერისა" და "ბაიერნის" - დაყოფილი
ფანკლუბები ქომაგობდნენ ევროპულ კლუბებს. გულშემატკივარი ბევრგან იყო
შეკრებილი.
თამაშის შემდეგ, ზოგი "ინტერის" გამარჯვებას ზეიმობდა, ზოგიც "ბაიერნის"
წაგების გამო, გუნებაწამხდარი გერმანელების თამაშს განიხილავდა...
26 მაისს, 17:45, ეროვნულზე დავით ყიფიანის თასის გათამაშების ფინალია,
თასის მფლობელი თბილისის "დინამო" "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდება. გუნდებს
ჰყავთ გულშემატკივრები, თუმცა არც ისე მრავალრიცხოვანი, იმაზე გაცილებით
ნაკლები, გუშინ საღამოს რომ შეიკრიბნენ ლიგის ფინალის საყურებლად...
ვერ გაამტყუნებ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარსო, ამბობენ,
მართალიცაა, როცა თამაში დაბალი ხარისხისაა, ყველა მატჩის ბედის
გადაწყვეტითაა დაკავებული - გუბერნატორით დაწყებული, კლუბის
ხელმძღვანელობისა და მსაჯებით დასრულებული, რასაც სტადიონისა და მინდვრის
საფრის საშინელი მდგომარეობა ემატება. იტყვით, ეს არ ახალიაო, მაგრამ
ფაქტია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ყველაზე მთავარი ხელისშემშლელი
მიზეზებია...
სტადიონს გულშემატკივარი უხდება, კარგი ფეხბურთი და გამარჯვების
ზეიმი! მიუხედავად იმისა, რომ 26 მაისს "სანტიაგო ბერნაბეუზე" შემდგარი
დიდი ფინალის მიახლოებულ თამაშსაც ვერ ვიხილავთ, ქართული ფეხბურთის
ნამდვილი გულშემატკივარი ეროვნულზე მაინც მივა!
მირანდა სურმანიძე
goli.ge