ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ორშაბათი, 20.11.2017, 10:28


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 6 » ლევან ყენია ტალანტების ტოპოცეულშია
17:26
ლევან ყენია ტალანტების ტოპოცეულშია
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/kenia2516x35063400a_medium.jpg

ამ ცოტა ხნის წინ, ესპანურმა "დონ ბალონმა" მსოფლიოს რჩეული ტალანტების სია გამოქვეყნა, რომელშიც ერთადერთი ქართველი - მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე იყო. მიმდინარე წლის დასაწყისში მსგავსი სია იტალიურმა "გუერინ სპორტივომაც" შემოგვთავაზა და მასში ორი ქართული გვარი ეწერა - ანანიძესთან ერთად "შალკეს" შუახაზელი ლევან ყენიაც იყო.

გუშინ გერმანულმა ვებგვერდმა Majestror.de-მ ევროპის იმ კლუბების ტოპოცეული გამოაქვეყნა, რომელშიც რჩეული ტალანტები ირიცხებიან. ასეთ გუნდებს შორის არ არის მოსკოვის "სპარტაკი" და შესაბამისად, არც ჯანო ანანიძეა დასახელებული. სამაგიეროდ, ოცეულში მოხვდნენ "შალკე" და ლევან ყენია.

ასეთ კლუბთა ჩამონათვალში "ესპანიოლთან" ერთად "შალკე" მე-15 ადგილს იყოფს. "მაღაროელთა" ტალანტების ჩამონათვალი ასეთია: ბენედიქტ ჰიოვედესი, ივან რაკიტიჩი, ლუკას შმიტცი, აცუტო უჩიდა, კრისტოფ მორიტცი, ლევან ყენია, ჟოელ მატიპი, კირიაკოს პაპადოპულოსი.

დაბოლოს, ყენიასთან დაკავშირებით კიდევ ერთ სიახლეს გამცნობთ. ლევანი უკვე შეუდგა მსუბუქად ვარჯიშს. როგორც გავიგეთ, ჯერჯერობით მხოლოდ ძუნძულითა და კოჭის კუნთის გასამაგრებელი სპეციალური ვარჯიშებით შემოიფარგლება. სარეაბილიტაციო პერიოდი კიდევ რამდენიმე ხანს გასტანს. ფეხბურთელთა დაახლოებული წყაროს ცნობით, ლევანი გაზაფხულამდე ვერ შეძლებს თამაშს.




ნანახია: 269 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!