ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 19.10.2017, 21:24


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » აპრილი » 27 » ლევან მჭედლიძე: "ჯერ საქართველოს ნაკრები და შემდეგ კლუბის ინტერესები"
18:48
ლევან მჭედლიძე: "ჯერ საქართველოს ნაკრები და შემდეგ კლუბის ინტერესები"


ლევან მჭედლიძემ მიმდინარე სეზონში სერია B-ს "ემპოლიში" 17 შეხვედრა ჩაატარა (ძირითადში - შვიდი) და ორი გოლი გაიტანა. ბოლო ტურში, "ლივორნოსთან" ძირითადში იყო და პენალტიც გამოიმუშავა.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მჭედლიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა უკვე 12-ჯერ მოირგო, 17 წლისას ჰქონდა დებიუტი სერია A-ში, "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს გაუტანა.

ასეთი სტატისტიკით თავდამსხმელი ეროვნულ ნაკრებში თუ არა, ახალგაზრდულში მაინც უნდა თამაშობდეს, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, უკვე მეორე წელია, 21 წლის ნიჭიერ თავდამსხმელს არც ერთ ნაკრების ფორმა არ მოურგია.

ცხადია, საინტერესოა და უნდა გაირკვეს, თავად არ სურს თამაში თუ სხვა რამ ხდება. ნაკრების ხელმძღვანელებსაც ვერ დავაბრალებთ გულგრილობას, რადგან რამდენჯერმე მიიწვიეს და ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა. დაგროვებულ კითხვებზე პასუხის გასაგებად ლევანს იტალიაში დავუკავშირდით.

- ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ, როგორც იქნა, მოედანს დაუბრუნდი. ახლა არაფერი გაწუხებს?
- ერთი წელი ტრავმების გამო გამიცდა, მაგრამ უკვე მოედანს დავუბრუნდი და ექიმებიც დიდ ყურადღებას მაქცევენ. საბედნიეროდ, ახლა ჯანმრთელად ვარ და ყველაფერი კარგად არის. 16 აპრილს მთავარმა მწვრთნელმა "ატალანტასთან" ძირითად შემადგენლობაში დამაყენა და ეს იყო მოედანზე დაბრუნების შემდეგ პირველი შეხვედრა, 30 წუთზე მეტი რომ ვითამაშე.

- გულახდილად ვილაპარაკოთ - ბევრს ვერ აუხსნია, როგორ ხდება, რომ თითქმის ყოველთვის ტრავმას სანაკრებო მატჩებში გამოძახებამდე იღებ, ნაკრების შეხვედრების შემდეგ კი გუნდში თამაშობ. ამიტომაც ჩნდება ვარაუდი, კლუბში პრობლემა ხომ არ ექმნება, იქნებ არ უშვებენო. რეალურად რა ხდებოდა?
- მეც გულახდილად გიპასუხებ და მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა: არ მესმის, რატომ ან როგორ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ფეხბურთელს საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაში არ უნდა?! მით უმეტეს, გაითვალისწინეთ, რომ ლაპარაკია ქართველ ფეხბურთელზე, რომელსაც საკუთარი ქვეყნის მიმართ ყველასგან განსხვავებული დამოკიდებულება გააჩნია. მე და ყველა იმ ფეხბურთელს, რომელსაც ნაკრებში უთამაშია, ჩვენი ქვეყანა ძალიან გვიყვარს და ნურავინ შეეცდება, მისი სიყვარული და სამსახური გვასწავლოს. ეს ჩვენში ზის და გვიხარია, ნაკრებში თამაშის საშუალება თუ გვეძლევა.

- მაშინ შეკრებებზე რატომ არ ჩამოდიოდი?
- მგონი, ხვდებით, რომ ტრავმებს განზრახ არ ვიღებდი. სამწუხაროდ, ბოლო დროს ბევრჯერ დავშავდი და ჩემზე მეტად გული არავის სწყდებოდა, ნაკრებში რომ ვერ ვთამაშობდი. არც ის იყო ჩემი სურვილი, ნაკრების მატჩებამდე რომ ვშავდებოდი.

- ნაკრებში თამაში არ მოგენატრა?
- რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემთვის მთავარი საქართველოს ნაკრებია, ახალგაზრდულიც, ეროვნულიც და შემდეგ არის კლუბის ინტერესები. ყოველთვის მზად ვარ, ჩამოვიდე და ნაკრებში ბიჭებს გვერდში დავუდგე. უბრალოდ, იყო პატარა გაუგებრობა და იმედია, ყველამ გაიგო, რა მოხდა და ამ გაუგებრობას უკვე წერტილი დაესვა. დაკონკრეტება საჭირო არ არის.

- როდის უნდა გვქონდეს შენი ჩამოსვლისა და ნაკრებში თამაშის იმედი?
- ნებისმიერ დროს, როდესაც ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩემს გამოძახებას საჭიროდ ჩათვლის.

- ალბათ, ნაკრების თამაშებს უყურებდი. როგორია შენი შთაბეჭდილება?
- რა თქმა უნდა, ვუყურებდი და ძალიან გახარებული ვარ, რომ თემურ ქეცბაიას დანიშვნის შემდეგ სულ სხვა დონის ნაკრები გვყავს.

- შენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
- თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, რას აკეთებს მოედანზე. გუნდს დაეტყო სათამაშო დისციპლინა, რაც ჩემი აზრით, ძალიან აკლდა. მოხარული ვარ, რომ ნაკრები წინ მიდის და მჯერა, ასეც გაგრძელდება.

- 21-წლამდელთა ნაკრების თამაშები თუ გინახავს?
- სამწუხაროდ, წლეულს ვერ ვნახე. ჩემი თანაგუნდელი ირაკლი შეყილაძე იყო ავსტრიაში ტურნირზე გამოძახებული და როდესაც დაბრუნდა, გამოვკითხე, რა და როგორ იყო. იმედია, ყველაფერი დალაგდება და 21-წლამდელებიც მოიგებენ ოფიციალურ შეხვედრებს.

- "ემპოლისთან" კონტრაქტი როდის გიმთავრდება?
- ერთი წლის შემდეგ.

- კლუბიდან წასვლას ხომ არ აპირებ?
- ახლა ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ.

- რატომ, "ემპოლი" და სერია B გაკმაყოფილებს?
- ტრავმა ახლახან მოვირჩინე და ამიტომ არის კლუბის შეცვლაზე ფიქრი ნაადრევი. ახლა ვცდილობ, გუნდს მოვერგო და ფორმაში ჩავდგე. "ემპოლის" კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, მაგრამ ჯერ არც ამაზე ვფიქრობ. დრო გვაჩვენებს, რა იქნება. სეზონის დამთავრების შემდეგ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ნანახია: 192 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!