ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 20:21


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 8 » ლევან ხმალაძე: `იმედია, სასიამოვნო ტრადიციას `ფლორასთან` არ დავარღვევთ ! `
14:50
ლევან ხმალაძე: `იმედია, სასიამოვნო ტრადიციას `ფლორასთან` არ დავარღვევთ ! `

ნახევარწლიანი განშორების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა ლევან ხმალაძე - ის კარიერას კვლავ თბილისის "დინამოში" აგრძელებს.

ტალინურ "ფლორასთან" განმეორებითი მატჩის წინ, ქართველ ფეხბურთელს ამ და სხვა საკითხებზე UEFA.com გაესაუბრა.

"გუნდი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. რამოდენიმე ფეხბურთელმა, ვისთან ერთადაც  მანამდეც ვასპარეზობდი, კლუბი დატოვა. მიუხედავად ამისა, უცნობი სახეები კლუბში არ აღმომიჩენია - ახლები "დინამოში" არ არიან. "

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ლევან ხმალძემ პირველი ოფიციალური მატჩი ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაატარა, ესტონური "ფლორას" წინააღმდეგ.

"პირველ წუთზე გაშვებულმა გოლმა, ჩვენ სხვა შანსი არ დაგვიტოვა - დიდი ძალებით უნდა შეგვეტია. ამით კი, მეტოქეს კონტრშეტევების საშუალება მივეცით. რა თქმა უნდა, უკეთესი იყო გოლი არ გაგვეშვა, მაგრამ რადგანაც ასე მოხდა, კარგია საბოლოო ჯამში მაინც რომ მოვიგეთ. თუმცა, უმჯობესი იქნებოდა ორბურთიანი უპირატესობა გვქონოდა."

"დინამოს" გამარჯვებაში არც თუ მცირე  წვლილი შეიტანა ლევან ხმალაძემ, გამოიყენა რა 64-ე წუთზე მისთვის ბოძებული შანსი და თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შესძლო საკუთარი გუნდის დაწინაურება. 

"პენალტის რეალიზება არ იყო რთული, მწვრთენლის წინასამატჩო მითითება დამეხმარა."

ტალინური მატჩის წინ, ფეხბურთელმა "დინამოს" შანსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენს ფლაგმანს გააჩნია საკმარისი ძალა, რათა გადალახულ იქნეს აღნიშნული ბარიერი. 

"საპასუხო მატჩის წინ, ეჭვი არ მეპარება ჩვენს ძალებში. გოლზე, პირველ რიგში, ჩვენმა მეტოქემ უნდა იფიქროს და არა ჩვენ. ადრე, "დინამო" ორჯერ შეხვდა ევროთასებზე ესტონურ გუნდებს - "TVMK"-ას და "ლევადიას" და ორივე შემთხვევაში შესძლო წარმატების მიღწევა. იმედია, ამ სასიამოვნო ტრადიციას გავაგრძელებთ."


goli.ge

ნანახია: 847 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!