ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 24.04.2024, 09:37


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 7 » ლევან კუტალიამ, ბოსნიაში ვბრუნდებიო
13:24
ლევან კუტალიამ, ბოსნიაში ვბრუნდებიო


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან კუტალია, შესაძლოა, კვლავ ბოსნიაში დაბრუნდეს.

"მალე ისევ ბოსნიაში მივდივარ, ოღონდ არა "სლავიაში", არამედ სხვა გუნდში. მენეჯერი "ჟელეზნიჩარისა" და "ზრინსკის" ხელმძღვანელობას ელაპარაკა და როგორც მითხრა, ჩემი აყვანის სურვილი ორივემ გამოთქვა. საკითხი უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ ჯერ კიდევ არ გარკვეულა, რომელ მათგანში ჩავირიცხები. ამ დღეებში მენეჯერისგან ზუსტი პასუხი მეცოდინება.

ჩემთვის ორივე მისაღებია, რადგან ორივე კარგი კლუბია, მაგრამ უფრო "ზრინსკისკენ" ვიხრები, რომელიც ბოსნიის სამგზის ჩემპიონია. მართალია, ამჟამად გუნდი ჩემპიონატში ბოლოდან მესამე ადგილზეა, მაგრამ სოლიდური კლუბია და საეჭვოა გავარდეს. ლაპარაკია კონტრაქტის გაფორმებაზე და არა გასინჯვაზე, რადგან ბოსნიაში ორი წელი ვთამაშობდი და კარგად მიცნობენ", - ამბობს კუტალია.

ამჟამად ლევანი ზუგდიდშია, ინდივიდუალურად ვვარჯიშობს, ბოსნიაში იანვარში მიდის და შეკრებამდე მაქსიმალურად კარგ ფორმაში სურს ყოფნა".

შეგახსენებთ, რომ ლევანი 2010 წლის 16 აპრილამდე სარაევოს "სლავიაში" თამაშობდა. ამ დღეს კი თანაგუნდელებმა, ვლასტიმირ იოვანოვიჩმა და მეკარეების მწვრთნელმა ალექსანდრ ბოჟოვიჩმა ვარჯიშისას სცემეს და საავადმყოფოში წასაყვანი გახდა. ნაცემმა და კბილებჩამტვრეულმა კუტალიამ პოლიციაში იჩივლა და "სლავიას" მეპატრონეებს გათავისუფლების ფურცელი მოსთხოვა. მაშინ "ლელოსთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ ბოსნიიდან წამოსვლით ბედნიერი იყო.

ლევანმა კლუბის ისტორიაში ევროტურნირების პირველი გოლი გაიტანა, "სლავიას" სპორტული დირექტორი ჟელკო რადონია კუტალიას "სლავიას" ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელსაც უწოდებდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ზაფხულის დასაწყიში საბერძნეთის მეორე ლიგის "ტრიკალაში" გადასვლას იმედოვნებდა, შემდეგ იმავე საბერძნეთში, "სუპერ ლიგის" "ატრომიტოსში" ისინჯებოდა, მაგრამ აქედან არაფერი გამოუვიდა.

სხვათა შორის, ლევანმა კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ შესაძლოა, ბოსნიის მოქალაქეობა მიიღოს. ალბათ, ასეც გააკეთებს, რადგან საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში მოხვედრის იმედი გადაეწურა.






ნანახია: 768 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!