ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 02:42


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » იანვარი » 12 » ლეგიონის პასიანსი: 141 ქართველის ამბავი
16:06
ლეგიონის პასიანსი: 141 ქართველის ამბავი

ვინ გაიტანა ქართველ ლეგიონერთაგან ყველაზე მეტი გოლი 2010 წელს? რომელმა ჩვენებურმა მოირგო შარშან ერთბაშად სამი უცხოური კლუბის მაისურა? ვინ იყო ყველაზე სკანდალური, სტაბილური, ვისი კარიერა წავიდა აღმა და ვისი არა. ამ და სხვა კითხვებზე ამომწურავ პასუხს ქართული ლეგიონის წლის მიმოხილვიდან მიიღებთ. ქართულ მედიაში მსგავსი პროექტი არ გვახსენდება, ამიტომაც მცირე უზუსტობებისგან დაზღვეულნი არ ვართ. საერთო ჯამში, ჩვენ ხომ ასამდე ინტერნეტ-რესურსი გამოვიყენეთ. აქვე ვიტყვით, რომ ლეგიონერების გარჯას მხოლოდ ჩემპიონატში, ქვეყნის თასსა და ევროთასებზე აღვნუსხავთ, სხვა სახის ტურნირები კი არ ჩაგვითვლია. ლეგიონერები კი, ჩვენი აზრით, ყველაზე ობიექტური პრინციპით დავახარისხეთ - უეფას საკლუბო კოეფიციენტთა ცხრილის მიხედვით. მაშ ასე, როგორი იყო 2010 წელი ქართველი ჯვაროსნებისთვის?


ზურაბ ხიზანიშვილი 2010 წელს "ბლექბერნში" შეხვდა. ზურაბი ჩემპიონშიპის ერთ-ერთ ლიდერ "ნიუკასლისიდან" დაბრუნდა. 2 იანვარს ქართველმა მცველმა თასზე "ასტონ ვილასთან" მატჩის მეორე ტაიმი ითამაშა და... რამდენიმე დღეში ის ჩემპიონშიპის მეორე კლუბში, "რედინგში" გაანათხოვრეს.

"რედინგში" მისი დებიუტი "დონკასტერთან" 6 თებერვალს შედგა. სეზონის ბოლომდე მან 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, "რედინგმა" კი ცხრილის შუაში დაასრულა ასპარეზობა. თითქოს აეწყო საქმე, კლუბმა ხიზანიშვილთან ურთიერთობის გაგრძელებაც ისურვა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონის ბოლოს ჩვენებურმა მაინც დააღწია "ბლექბერნს" თავი და ისევ "რედინგში" გადაბარგდა, რომელმაც სეზონი ქართველის გარეშე დაიწყო. ხიზანიშვილის ხელახალი დებიუტი 25 სექტემბერს "ბარსნლისთან" მატჩში შედგა, რომელიც მისმა გუნდმა 3:0 მოიგო. წლის ბოლომდე ზურაბმა 10-ჯერ შეუცვლელად ითამაშა "რედინგის" შემადგენლობაში. მაგრამ ნოემბერში ქართველმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და იმის შემდეგ ერთხელაც არ უთამაშია. საერთო ჯამში, ჩვენებურმა 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა 2010 წელს საკლუბო ასპარეზზე, გოლი არ გაუტანია, საგოლე პასი არ გაუკეთებია, ამ შეხვედრებში კარში ზუსტად ერთხელ დაარტყა, სამაგიეროდ ერთხელ გააძევეს და 5-ჯერ გააფრთხილეს.

უეფას კოეფიციენტის მიხედვით, რეიტინგით მესამეადგილოსანი გერმანიაა. იანვარში 2010 წელს სამი ქართველი შეხვდა ბუნდესლიგის ფეხბურთელის სტატუსით: ლევან კობიაშვილი, ლევან ყენია და დავით თარგამაძე. თამაშობდა მარტო კობიაშვილი და მისით დავიწყოთ...

ფელიქს მაგათი ვეტერან ქართველს შეელია და 1 იანვრიდან კობიმ "ჰერტას" ფორმა მოირგო, ბერლინული კლუბი თითქმის უიმედო მდგომარეობაში იყო. 16 იანვარს კობიაშვილის 4-თვიანი უთამაშებლობა დასრულდა, მას "ჰანოვერთან" საგარეო მატჩში "ჰერტაში" დებიუტი ჰქონდა. ყველაფერი დამაიმედებლად დაიწყო, "ჰერტამ" 3:0 მოიგო, კობიაშვილმა კი "კიკერისგან" კარგი შეფასება (3) დაიმსახურა. ლევანმა სეზონის ბოლომდე 16 მატჩი ითამაშა შეუცვლელად, ჰქონდა გამონათებებიც (მაგალითად, "შტუტგარტთან" საშინაო მატჩში), მაგრამ გუნდს ვერ უშველა და მასთან ერთა ბუნდესლიგას (სულ 305 მატჩი - საამაყო შედეგი) დაემშვიდობა.


ახალი სეზონიდან კობიაშვილი II ბუნდესლიგას დაუბრუნდა, საიდანაც ის დიდი ხნის წინათ აღზევდა ბუნდესლიგაში. ახალ სეზონში ლევანმა "ჰერტას" 17-ვე მატჩში სასტარტოში ითამაშა და ის მხოლოდ ერთხელ შეცვალეს. 12 დეკემბერს ქართველმა ბერლინურ გუნდში პირველი გოლი გაიტანა, "აუეს" კარში პენალტი შეაგდო. ამის გარდა მის ანგარიშზე 1 საგოლე პასიცაა, "კიკერმა" მისი თამაში 2-ჯერ შეაფასა 2,5 ბალით. გერმანიის თასზე ლევანმა 2 შეხვედრა ჩაატარა.

ლევან ყენია მაგათთან, "შალკეში" დარჩა, მაგრამ ტრავმამ ლევანს თამაშის საშუალება საერთოდ არ მისცა. მოკლედ, არც ერთი შეხვედრა 2010 წელს. დავით თარგამაძე კი ირიცხებოდა "ფრაიბურგში", მაგრამ 2010 წელს ერთხელაც არ მოხვედრილა მატჩის განაცხადში, შემოდგომით კი მან კარიერა უკრაინის პერშა ლიგაში განაგრძო.

2010 წლის დასაწყისში 3 ქართველი II ბუნდესლიგაშიც ირიცხებოდა: ალექსანდრე იაშვილი, მათე ღვინიანიძე და ოთარ ხიზანეიშვილი. იაშვილი ერთი წლით ადრე ჩაჰყვა თავის კლუბს II ბუნდესლიგაში, ვიდრე კობიაშვილი. ალექსანდრემ ახალ წელს პირველი მატჩი თებერვალში ითამაშა (მანამდე ტრავმა ჰქონდა) და ლამის მარტომ მოუგო ღვინიანიძის "მიუნხენს" (გოლი და საგოლე პასი, 2-იანი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული "კიკერისგან"). მაგრამ სეზონი ვერც მან და ვერც მისმა გუნდმა განაგრძეს ასეთ ნოტზე - სეზონის ბოლომდე მან 12 მატჩი ითამაშა, მაგრამ გოლი მეტი ვეღარ გაიტანა (საგოლე პასს კიდევ ერთი დაამატა). იაშვილმა ქვეყნის თასზე ორი შეხვედრაც მიითვალა.

ახალ სეზონში ჩვენებურის ანგარიშზეა 16 თამაშში გატანილი 4 გოლი და 5 საგოლე პასი, არცთუ ურიგო შედეგი უკანდახეული 33 წლის ფორვარდისათვის. ყველაზე საოცარი მატჩი ალექსანდრემ 13 სექტემბერს ჩაატარა, როცა "კარლსრუე" 5:5 ეთამაშა "ენერგის". იაშვილს "კიკერმა" უმაღლესი შეფასება - 1 - დაუწერა (გოლი და საგოლე პასი). ეს ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევაა, როცა გერმანიაში ქართველ ფეხბურთელს "კიკერმა" უმაღლესი შეფასება მიანიჭა.

2010 წელს სულ უფრო უკან მიდიოდა მათე ღვინიანიძის საქმეები "მიუნხენში", ტრავმები და დისციპლინაური პრობლემები მუდამ თან სდევნენ ჩვენებურს. შეიძლება ითქვას, მათე წლის ყველაზე სკანდალური ლეგიონერია. მაგრამ წლის პირველი ნახევარი მათემ სტაბილურად ითამაშა და "მიუნხენის" 17 თამაშიდან 15-ში მიიღო მონაწილეობა. ჩვენებურს "კიკერმა" ორჯერ 2,5 ბალიც დაუწერა. პრობლემები დაიწყო ახალ სეზონში, რომელშიც მათემ სულ 4-ჯერ მოირგო ბავარიელთა ფორმა, ერთხელ კი თასზე ითამაშა. ოთარ ხიზანეიშვილმა "აუგსბურგში" სულ 1-ხელ ითამაშა, ზაფხულში კი "ანჟის" ფეხბურთელი გახდა.

რეიტინგით შემდეგი ჩემპიონატია სერია A, სადაც 2010 წელი ერთ-ერთი ქართველისთვის სკანდალით დაიწყო. ახალ წელს ლევან მჭედლიძე აღარ გამოცხადდა "პალერმოში", სადაც "ემპოლიდან" იჯარით იმყოფებოდა და კლუბმა მას არც სხვაგან გადასვლის საშუალება მისცა და არც თავისთან ათამაშა. რადგან მჭედლიძით დავიწყეთ, მივყვეთ ბოლომდე. ახალი სეზონიდან მან "ემპოლის" მაისურა მოირგო სერია B-ში. ლევანმა 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან 4-ჯერ სასტარტოში. გოლი ვერ გაიტანა, მის ანგარიშზე ორი საგოლე პასია. მან ერთხელ ითამაშა იტალიის თასზე.

ჩვენი უპირველესი წარმომადგენელი იტალიაში ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახა კალაძეა. კახამ წელიწადი "მილანში" დაიწყო და "ჯენოაში" დაასრულა. "მილანში" ჩვენებურს აღარ ათამაშებდნენ, ასე რომ, მას წლის პირველი ნახევარი მთლიანად გაუცდა, თუ არ ჩავთვლით ორ შეხვედრას იტალიის თასზე. 12 სექტემბერს მას "კიევოსთან" მატჩში გენუელთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. ჯამში კახამ წლეულს სერია A-ში 7 შეხვედრა ჩაატარა. ძალიან ცოტაა, მაგრამ სულ არაფერს სჯობს.

გადავიდეთ საფრანგეთზე, 2010 წელს ლიგა 1-ის გუნდი "ლე მანი" ორი ქართველით შეხვდა: გიორგი მაკარიძით და ამირან სანაიათი. სეზონის მეორე ნახევარში "ლე მანი" ისე გავარდა, მაკარიძე აღარ გამოჩენილა, რაც შეეხება სანაიას, მან ფრანგული კარიერა ისე დაასრულა, კლუბის ძირითად გუნდში ერთხელაც არ უთამაშია. ახალ სეზონში ლიგა 2-შიც არ მიეცა მაკარიძეს თავის გამოჩენის შანსი - 0 მატჩი 2010 წელს.

რუსეთში წელი სეზონს ემთხვევა, ეს კი ერთი-ორად გაგვიადვილებს ლეგიონერთა შეფასებებს. ბრაზილიელების (22 ფეხბურთელი) და სერბების (18) მერე ყველაზე მეტი ლეგიონერი 2010 წლის რუსულ პრემიერლიგას ქართველი ჰყავდა - 15 (ზოგიერთ მათგანს რუსეთის მოქალაქეობა აქვს).

ყველაზე "ქართულ გუნდად" მაინც "ანჟის" მივიჩნევთ, მიუხედავად იმისა, რომ ომარ თეთრაძის გუნდის ქართული ხერხემალი პრემიერლიგაში აღზევების შემდეგ დაიშალა, ყველაზე მეტმა ჩვენებურმა სწორედ მახაჭყალელთა რიგებში ითამაშა - 7-მა.


კარში იდგა 23 წლის ნუკრი რევიშვილი, ვისთვისაც 2010 წელი უთამაშებლობისგან თავის დაღწევის და ეროვნულ გუნდში დამკვიდრების წელი გახდა. "რუბინიდან" კავკასიაში გადმოსულმა რევიშვილმა 30 ტურიდან 14-ში დაიცვა "ანჟის" კარი. ასევე "რუბინიდან" იჯარით აგვისტომდე ითამაშა "ანჟიში" დავით კვირკველიამ. 30 წლის მარცხენა მცველმა 13 შეხვედრაში ითამაშა, მაგრამ შემდეგ ის ყაზანურმა კლუბმა დაიბრუნა. საკლუბო დონეზე კვირკველიას 30 ივლისის შემდეგ არ უთამაშია. კვირკველია წავიდა და რამდენიმე დღეში "ანჟიში" ოთარ ხიზანეიშვილი გამოჩნდა. გერმანიიდან გადმოსულმა ქართველმა 8 შეხვედრა ითამაშა (აქედან 6 სასტარტოში). ხიზანეიშვილი უმთავრესად ცენტრალურ მცველად თამაშობდა, თუმცა ერთხელ ძალები მარჯვენა მცველადაც მოსინჯა.

 

წინა წლის "ანჟიდან" გუნდში ნახევარმცველები ზურაბ არზიანი და გოჩა ხოჯავა (დროებით) დარჩნენ. ყოფილი დინამოელი მალხაზ არზიანის ვაჟი რუსეთის მოქალაქეა, მან 11-ჯერ ითამაშა პრემიერლიგაში (5-ჯერ სასტარტოში). გოჩა ხოჯავა საზაფხულო სატრანსფერო პერიოდში ნიჟნი ნოვგოროდში გადავიდა. 25 წლის შემტევმა ნახევარმცველმა პრემიერლიგაში 9 მატჩი ითამაშა, გოლი არ გაუტანია.

22 წლის რევაზ ბარაბაძისა და 18 წლის გიორგი ილურიძის წვლილი "ანჟის" წარმატება-წარუმატებლობაში მცირეა - ბარაბაძემ 2 შეხვედრაში ითამაშა, ილურიძემ - 5-ში.

წელიწადი სამმა ქართველმა დაიწყო ნალჩიკის "სპარტაკში". ალექსანდრე ამისულაშვილმა ზაფხულში კლუბი შეიცვალა, თურქულ "კაისერისპორში" გადავიდა. ამისულაშვილი სტაბილური მცველია, რომელმაც, როგორც იქნა, ეროვნულ ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი, თურქეთში გადასვლამდე მან 11 მატჩი ითამაშა და 1 გოლი (პენალტით) გაიტანა.

ნალჩიკელთა წარმატებაში (მე-6 ადგილი) დიდი წვლილი მიუძღვის მის ერთ-ერთ ლიდერ გოგიტა გოგუას, გროზნოს "ტერეკიდან" დაბრუნდა ნალჩიკში, თუმცა წლის ბოლოს "ვოლგაში" გადავიდა. ასეთი ნაყოფიერი წელი გოგუას არ ჰქონია - 26 მატჩში მან 3 გოლი გაიტანა, ერთხელაც საგოლე პასის ავტორი გახდა. ის სეზონში 8-ჯერ გააფრთხილეს (ეს რეკორდია მის კარიერაში), მაგრამ არც ერთხელ არ გაუძევებიათ (რაც ლეგიონერია, ასეთი სეზონი არ ჰქონია). 21 სასტარტო დაწყებიდან 20-ჯერ გოგუამ მარცხენა ნახევარმცველად ითამაშა. 2010 წელს დავით სირაძემ 26 მატჩში 3 გოლი გაიტანა (ერთიც საგოლე პასი მის ანგარიშზე). სირაძემ 19 მატჩში დაიწყო და აქედან 16-ში ფორვარდად ითამაშა, 3-ში კი შემტევ ნახევარმცველად.

უკვე რამდენი დავწერეთ რუსულ პრემიერლიგაზე და ქართული ფეხბურთის იმედი ჯანო ანანიძე ჯერ არ გვიხსენებია. ჯანო მე-2 სეზონს ატარებდა მოსკოვის "სპარტაკში". საერთო ჯამში, 18 წლის ქართველის ანგარიშზე 23 მატჩია პრემიერლიგაში (12 სასტარტოში), მან 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა. ვალერი კარპინმა ანანიძე 6-ჯერ ათამაშა მარცხენა ნახევარმცველად, ერთხელ - ცენტრში და 5-ჯერ ფორვარდად. დაბოლოს, ჯანო ყველაზე ახალგაზრდა ქართველია, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უთამაშია, მან 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ერთხელ თვით "ჩელსის" წინააღმდეგ.

 

2010 წელს მალხაზ ასათიანი მოსკოვის "ლოკომოტივს" გამოეთხოვა, მისთვის ბოლო სეზონში მალხაზმა 22 მატჩში ითამაშა (19 სასტარტოში), 3 ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო და ერთხელ გააძევეს. ასათიანმა ერთხელ ცენტრალური ნახევარმცველობაც გაიხსენა, სხვა მხრივ კი სულ დაცვის ცენტრში იყო. მან ევროპის ლიგის ერთ შეხვედრაშიც ითამაშა. ამ სეზონში ყაზანის "რუბინმა" ჩემპიონობა დათმო. გუნდში ქართველები კი ირიცხებოდნენ, მაგრამ თამაშობდა მხოლოდ ლაშა სალუქვაძე. 29 წლის მცველმა მესამე ადგილზე გასულ გუნდში სულ 10 შეხვედრაში ითამაშა (ზუსტად ამდენი ითამაშა მან 2009 წლის სეზონშიც). 9 სტარტიდან ჩვენებურმა 5 მარჯვენა ფლანგზე გაატარა, 4 დაცვის ცენტრში. ამის გარდა ლაშას მხრებზე 1 მატჩი რუსეთის სუპერთასზე, 4 შეხვედრა ევროპის ლიგის შარშანდელ გათამაშებაში და 3 ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაში. დაგვრჩა ლევან გვაზავა, რომელმაც მე-11 ადგილზე გასულ "ტერეკში" 19 მატჩი (8 სასტარტოში) ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასიც შეასრულა. ყველაზე ხშირად, ის ნახევარდაცვის შუაში თამაშობდა, თუმცა ერთხელ მარჯვენა ნახევარმცველობაც სცადა.

უეფას კოეფიციენტთა ცხრილში შემდეგი უკრაინული პრემიერლიჰაა. აქ კი უკვე ორ ეტაპად უნდა გავყოთ ქართველ ლეგიონერთა ასპარეზობა, წინა სეზონის მეორე ნახევარი და ახალი სეზონის პირველი ნაწილი. 2009/10 წლების სეზონში 11 ჩვენებური იყო პრემიერლიჰაში, მაგრამ შარშან 4 მათგანს (ლაშა ჯაკობია, გიორგი ციმაკურიძე, ვახტანგ ფანცხავა და ლადო ბურდული) აღარ უთამაშია. დარჩენილი შვიდეულის მიღწევას კი ვერ ვუწოდებთ შესანიშნავს - "ტავრიას" ვიცე-კაპიტანმა ვასილ გიგიაძემ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლი ვერ გაიტანა, "დნიპროს" უჩა ლობჟანიძემ მარტში პირველად მოირგო ლეგიონერის მანტია, სულ 9 მატჩში 1 საგოლე პასი გააკეთა. სანდრო გურულმა "კარპატიში" 14 თამაშში 3 საგოლე პასი გააკეთა, ახალმა ლეგიონერმა გიორგი გაბედავამ "ილიჩივეცში" 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა, სანდრო კობახიძემ "კრივბასში" იჯარით ითამაშა და 13 თამაშში მიიღო მონაწილეობა (2 საგოლე პასი), ირაკლი მოდებაძემ სულ ხუთ მატჩში ითამაშა "მეტალურგის" რიგებში და სულ შეცვლაზე, ჯაბა კანკავას (დნიპრო) კი ტრავმის გამო არ უთამაშია არც ერთი შეხვედრა.

ქართულ ლეგიონს უკრაინაში არც ახალ სეზონში აქვს წარმატებები, ჩვენებურთა რიცხვი 8-მდე შემცირდა, ვიხილეთ ორი ახალი სახე უკრაინული ლიგისთვის. ერთ-ერთი ბექა გოცირიძეა, რომელსაც, რომ არა ავარია, 2009 წლის ზამთარშივე უნდა ჰქონოდა დებიუტი "დნიპროში", 2010-ის ივლისში ის "კრივბასში" თამაშობდა, ბექას ანგარიშზე 4 მატჩია (მხოლოდ ერთი სასტარტოში). მეორე ახალწვეული უკრაინული ლიგისთვის დიმიტრი ტატანაშვილია, რომელიც ჩეხეთიდან გადავიდა ზაპოროჟიეს "მეტალურგში", მაგრამ ვერც აქ გაამართლა - 10 თამაშში (8 სასტარტოში) 1 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. ტატანაშვილზე წერას აქ არ დავასრულებთ, მას კიდევ ერთხელ ჩეხეთში ვახსენებთ.

ვასილ გიგიაძემ ახალ სეზონში მან 16 მატჩში (6 სასტარტოში) 1 საგოლე პასი გააკეთა, ვასომ ითამაშა 1 მატჩი ევროპის ლიგაში და 1 უკრაინის სუპერთასზე. უკრაინის ჩემპიონატში გიგიაძეს არ გაუტანია 2009 წლის დეკემბერის შემდეგ.

სხვა ქართველთა სტატისტიკა ახალ სეზონში: უჩა ლობჟანიძე (დნიპრო) - 14 თამაში (13 სასტარტო), 1 საგოლე პასი; გიორგი გაბედავა (ილიჩივეცი) - 4 თამაში (არც ერთი სასტარტოი); სანდრო გურული (კარპატი) - 12 თამაში (7 სასტარტო), 1 საგოლე პასი, 4 მატჩი ევროპის ლიგაზე; სანდრო კობახიძე (კრივბასი) - 1 თამაში.

შემდეგი გაჩერებაა ჰოლანდიური ერედივიზიე, რომელსაც უკრაინულ ლიგაზე მცირე რეიტინგი აქვს. ეს ჩემპიონატი ჩვენთვის აგვისტოდან გახდა საინტერესო, რაც არნემის "ვიტესის" პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახდა. მანამდე ქართველებს კარგა ხანია აქ არ ეთამაშათ. "ვიტესი" ჯერჯერობით მხოლოდ მე-15 ადგილზეა, ლიგაში კი ჯერჯერობით (რადგან მალე გიორგი ჭანტურიაც დაემატება) მხოლოდ ერთი ქართველია - ექსდინამოელი გურამ კაშია. 23 წლის მცველს არ გასჭირვებია "ვიტესში" დამკვირდება, მან 14 მატჩში ითამაშა და 14-ჯერვე მარჯვენა მცველად. ქართველი ორჯერ გააფრთხილეს.

თურქულ სუპერლიგაში შოთა არველაძის "კაისერისფორი" 32 ქულით მე-4 ადგილზეა. ქართველ სპეციალისტს წარმატების მიღწევაში დიდად ეხმარება ალექსანდრე ამისულაშვილი, რომელიც დაცვაში საიმედოდ თამაშობს. ქართველმა მცველმა 17-ივე თამაში შეუცვლელად ითამაშა და 2 გოლიც გაიტანა. მოკლედ, 2010 წელს, რომელიც საკმაოდ მოუსავლიანი გამოდგა ქართველთათავის, 3 გოლი დაუგროვდა.

საბერძნეთის ლიგა ევროპაში მე-11-ეა რეიტინგით. იქაც ერთი ლეგიონერი გვყავს - კუნძულ კრეტას "ერგოტელისის" ღირსებას გიორგი შაშიაშვილი იცავს. წინა სეზონის 2010 წლის მონაკვეთში 31 წლის მცველმა 7 თამაში ითამაშა, ახალ სეზონში კი - 13. დანიურ სუპერლიგაში 2010 წლის პირველ ნახევარში ითამაშა დავით დევდარიანმა (ორჰუსი) - 7 თამაში, 1 გოლი, შემდეგ კი "ორჰუსი" გავარდა.

რუმინულ ლიგა 1-ში ერთი ლეგიონერია - მე-5 ადგილზე მყოფი "გაზ მეთანის" ღირსებას აკაკი ხუბუტია იცავს. მედიაშელთა შემადგენლობაში 2010 წლის პირველ ნახევარში მან 15 თამაშში 1 გოლი გაიტანა, ახალ სეზონში კი 16 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

მე-17 ადგილზეა ისრაელის ლიგათ ჰა'ალი. წინა სეზონის 2010 წლის მონაკვეთში ლიგაში 5-მა ქართველმა ითამაშა, ახალ სეზონში - კი სამმა. დავიწყოთ ლადო დვალიშვილით - ეს ფორვარდი ლატვიიდან 2009 წლის ზაფხულში გადავიდა ისრაელში. მან გოლების გატანა 2010 წელსაც განაგრძო. უფრო ზუსტად, კი 2010 წელი ისე დაიწყო, გვეგონა დვალიშვილი მთებს გადადგამდა - 1 თებერვლამდე 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა! მაგრამ სეზონის ბოლომდე ლადომ სულ 2-ჯერღა გამოიჩინა გოლით თავი. 20 თამაშში ლადომ 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ახალ სეზონში მანვე 15 თამაშში 5 გოლი გაიტანა (1 გოლს არ ვუთვლით, რადგან 2011 წელს ეკუთვნის). დვალიშვილის მიღწევები მარტო ამით არ ამოიწურება საკლუბო დონეზე - ევროპის ლიგის 2 საკვალიფიკაციო მატჩში ითამაშა და 2 გოლიც შეაგდო. მოკლედ, 2010 წელს ლადო დვალიშვილმა სულ 16 გოლი შეაგდო.

2010 წლის პირველი ნახევარი ზურაბ მენთეშაშვილმა თელ ავისის "ჰაპოელში" ითამაშა და ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. მან 13 მატჩში ითამაშა, 1-ხელ გააძევეს და 2-ჯერ გააფრთხილეს, მონაწილეობა მიიღო ევროპის ლიგის ერთ შეხვედრაშიც "რუბინთან". ახალ სეზონს ზურაბი აშკელონის "ჰაპოელში" შეხვდა, სადაც 14 მატჩში 7 გაფრთხილება და 1 გაძევება დაიმსახურა. სხვა ქართველებს ლიგატ ჰა'ალში 2010 წელს ეპიზოდური როლები ერგოთ: გასულ სეზონში ლევან ხმალაძემ ჰაიფას "ჰაპოელში" 2 მატჩი ითამაშა და "დინამოს" დაუბრუნდა, დავით დიღმელაშვილმა რაანანას "ჰაპოელის" მაისურა 4-ჯერ მოირგო, ხოლო რევაზ გოცირიძემ ფეთაჰ თიკვას "ჰაპოელში" 3 მატჩი ჩაატარა, ახალ სეზონში ნეთანიას "მაქაბის" ღირსებას გაგა ჩხეტიანი იცავს - 5 თამაში, ყველა შეცვლაზე.


2010 წელი ავსტრიულ ბუნდესლიგაში დაიწყო ილია კანდელაკმა - 6 მატჩი - შემდეგ კი გაცილებით დაბალ დონეზე, აზერბაიჯანში გადავიდა სათამაშოდ. ასევე წელიწადი ჩეხეთში დაიწყო და სხვაგან გააგრძელა დიმიტრი ტატანაშვილმა - "კლადნოს" რიგებში მან გამბრინუსლიგაში 2 გოლი შეაგდო, ივლისში მან ჩეხეთის სუპერთასზე ითამაშა, უკვე "პლზენის" რიგებში. მოკლედ, ტატანაშვილმა 2010 წელს სამი გუნდის ფორმა მოირგო. წელიწადი პოლონურ ეკსტრაკლასაში დაიწყო კობა შალამბერიძემ (6 თამაში "ოდრაში"), შემდეგ მისი გუნდი გავარდა და კობამაც წელიწადი პოლონეთის I ლიგაში დაასრულა (13 თამაში).

კვიპროსი (მე-20 ადგილი უეფას კლასიფიკაციაში): 2009/10 სეზონი: კლიმენტი წიტაიშვილი (ნეა სალამინა): 9 თამაში, 3 გოლი; ლევან მაღრაძე (ერმისი) - 16 თ; ლევან ქებაძე (ეთნიკოსი) - 14 თ, 3 გ. 2010/11 სეზონი: ლევან ქებაძე (ეთნიკოსი) - 13 თ, 2გ; ლევან მაღრაძე (ერმისი) - 14 თ.

ბელარუსი (უეფა, 23): ზაზა ჭელიძე (ბრესტი) - 30 თ, 3 გ; უჩა გოგოლაძე (ბრესტი); ლაშა დეკანოსიძე (ჟოდინო) - 1 თ; ირაკლი მაისურაძე (ვიტებსკი) - 0 თ.

სერბეთი (უეფა, 27): გიორგი მერებაშვილი (ვოივოდინა) - 15 თ, 1 გ (2009/10 სეზ); 14 თ, 6 გ (2010/11 სეზ).

 

ბოსნია (უეფა, 29): ლევან კუტალია (სლავია) - 4 თ (2009/10 სეზ).

უნგრეთი (უეფა, 32): რატი ალექსიძე (დიორი ეტო) - 14 თ, 2 გ (2009/10 სეზ), 12 თ, 3 გ (2010/11 სეზ), ევროპის ლიგა - 8 თ, 2 გ; გიორგი განუგრავა (დიორი ეტო) - 4 თ (2009/10 სეზ), 9 თ, 1 გ (2010/11 სეზ); თეიმურაზ შარაშენიძე (დიორი ეტო) - 1 თ (2009/10 სეზ), 5 თ (2010/11 სეზ); ლაშა თოთაძე (დიორი ეტო) - 1 თ (2009/10 სეზ), 1 თ (2010/11 სეზ); ვახტანგ ფანცხავა (დიორი ეტო) - 5 თ (2009/10), (ვაშაშის რიგებში) - 11 თ, 1 გ (2010/11 სეზ); გიორგი ბახტაძე (დიორი ეტო) - 0 თ.

მოლდოვა (უეფა, 33): ვაჟა თარხნიშვილი (შერიფი) - 12 თ (2009/10 სეზ), 17 თ, 1 გ (2010/11 სეზ); ვასილ ღუჭაშვილი (დაჩია) - 11 თ, 1 გ (2009/10 სეზ), 2 თ (2010/11 სეზ); დავით გამეზარდაშვილი (დაჩია) - 20 თ, 3 გ (2010/11 სეზ), მამუკა ლომიძე (დაჩია) - 17 თ (2010/11 სეზ); ლევან კორღალიძე (დაჩია) - 18 თ, 6 გ (2010/11 სეზ); მიხეილ კოსტავა (ისკრა-სტალი) - 0 თ (2010/11 სეზ); გიგა მამულაშვილი (ტირასპოლი, რუსეთის მოქალაქე) - 21 თ, 5 გ (2010/11 სეზ); დავით კაკულია (სფინტულ გეორგე) - 18 თ, 1 გ (2010/11 სეზ).   

ლატვია (უეფა, 35): დავით ჯანელიძე (სკონტო) - 5 თ, 1 გ და (ოლიმპსი) - 11 თ, 3 გ; რევაზ თევდორაძე (ოლიმპსი) - 0 თ; კონსტანტინე ზარნაძე (ოლიმპსი) - 19 თ; ლაშა ღონღაძე (ოლიმპსი) - 25 თ, 6 გ; გიორგი ჩხიკვიშვილი (ოლიმპსი, ლატვიის მოქალაქე) - 11 თ; გიორგი ჩიხრაძე (დაუგავა) - 22 თ, 1 გ; მამუკა ღონღაძე (დაუგავა) - 14 თ, 6 გ (2010/11 სეზ).

აზერბაიჯანი (უეფა, 37): ლადო ბურდული (ნეფთჩი) - 1 თ (2010/11 სეზ); ვალერი აბრამიძე (ნეფთჩი) - 13 თ (2009/10 სეზ) და (ინტერი) - 13 თ, 2 თ (ევროთასზე), 1 თ (თასზე) (2010/11 სეზ); დავით იმედაშვილი (ხაზარი) - 1 თ (2010/11 სეზ); ნუგზარ კვირტია (აზალ) - 18 თ (2009/10 სეზ), 15 თ, 1 გ (2010/11 სეზ); რომან გოგინაშვილი (აზალ) - 3 თ (2009/10 სეზ); გიორგი ლომაია (ინტერი) - 14 თ (2009/10 სეზ), 10 თ (ჩემპ), 2 თ (ევროთასზე), 4 თ (თასზე) (2010/11 სეზ); ილია კანდელაკი (ინტერი) - 18 თ (ჩემპ), 1 თ (თასზე) (2010/11 სეზ); კახაბერ მჟავანაძე (ინტერი) - 7 თ (2009/10 სეზ), 6 თ (ჩემპ), 2 თ (ევროთასზე), 4 თ (თასზე) (2010/11 სეზ), დავით ოდიკაძე - 13 თ, 1 გ (2009/10), 17 თ, 1 გ (ჩემპ), 2 თ (ევრ), 3 თ, 1 გ (თას) (2010/11 სეზ); ბაჩანა ცხადაძე (სიმურგი) - 8 თ, 5 გ (2010/11 სეზ); გიორგი ადამია (ყარაბახი) - 9 თ, 4 გ (2009/10 სეზ), 18 თ, 6 გ (ჩემპ), 3 თ (თას), 8 თ, 1 გ (ევრ) (2010/11 სეზ); გოგა ბერაია (გაბალა) - 13 თ (2009/10 სეზ), 11 თ (2010/11 სეზ); გიორგი სეთურიძე (განჯა) 18 თ (2010/11 სეზ); ზურაბ ძამსაშვილი (განჯა) - 17 თ (2010/11 სეზ); ლევან მდივნიშვილი (განჯა) - 6 თ (2010/11 სეზ); დავით სვანიძე (მუღანი) - 13 თ, 1 გ (2009/10 სეზ), 12 თ (2010/11 სეზ); შალვა ფირცხალავა (თურანი) - 13 თ, 1 გ (2010/11 სეზ); გიორგი მოდებაძე (თურანი) - 6 თ, 2 გ (2010/11 სეზ); გიორგი ჭედია (თურანი) - 13 თ, 1 გ (2010/11 სეზ); ამირან გვენცაძე (მოიკ) - 13 თ (2010/11 სეზ); გიორგი ნავალოვსკი (ინტერი) - 14 თ, 1 გ (2009/10 სეზ); ამირან მუჯირი (ბაქი) 1 თ და (სტანდარდი) - 9 თ (2009/10 სეზ); რევაზ გეწაძე (გაბალა) 9 თ (2009/10 სეზ); კახაბერ ჩხეტიანი (სიმურგი) - 14 თ (2009/10 სეზ); რომან ახალკაცი (სიმურგი) - 13 თ (2009/10 სეზ); დავით ბოლქვაძე (სიმურგი) - 13 თ 2 გ (2009/10 სეზ); ალექსანდრე ინწკირველი (ქარვანი) - 11 თ, 1 გ (2009/10 სეზ).      

ყაზახეთი (უეფა, 41): გიორგი ფეიქრიშვილი (ატირაუ) - 22 თ, 5 გ.

ესტონეთი (უეფა, 45): ზაქარია ბეგლარიშვილი (ფლორა) - 22 თ, 6 გ; ერნესტ ახალბედაშვილი (ლოტუსი) - 11 თ.

სომხეთი (უეფა, 47): თენგიზ უგრეხელიძე (ულისი) - 13 თ; გიორგი კრასოვსკი (ულისი) - 24 თ, 4 გ; გაგა თიბილაშვილი (ულისი) - 23 თ, 3 გ; შოთა ჯიქია (ულისი) - 19 თ, 6 გ); ირაკლი ცანავა (მიკა) - 0 თ; ლევან ბუბუტეიშვილი (განძასარი, სომხეთის მოქალაქე) - 11 თ; დავით ხანიშვილი (განძასარი) - 23 თ, 1 გ; ლაშა ჯანგიძე (განძასარი) - 8 თ; მიხეილ მურმანიშვილი (შირაქი) - 8 თ; გელა ძამუნაშვილი (შირაქი) - 7 თ.

ირანი: ჯაბა მუჯირი (ფოლადი) - 19 თ.

უზბეკეთი: მიხეილ ალავიძე (შორტანი) - 25 თ; დავით ჭიღლაძე (მაშალი) - 12 თ; კახა მახარაძე (ლოკომოტივი) - 19 თ; ლაშა კობახიძე (ხორაზმი) - 0 თ. 

ს. აფრიკა: გიორგი ნერგაძე (მოროკა) - 12 თ, 2 გ.

აშშ (მლს) გიორგი ჩირგაძე (რედ ბული, აშშ-ს მოქალაქე) - 0 თ.

მეორე ეშელონები: რუსეთის I დივიზიონი: ედიკ საჯაია (ვოლგა) - 25 თ, 2 გ; გიორგი ნავალოვსკი (ვოლგა) - 14 თ; გოჩა ხოჯავა (ვოლგა) - 12 თ, 2 გ; ოთარ მარცვალაძე (ვოლგა) - 33 თ, 21 გ; უკრაინის პერშა ლიგა: დავით თარგამაძე (ოლექსანდრია) - 6 თ, 2 გ. დანიის II ლიგა: დავით დევდარიანი - 13 თ, 7 გ; გიორგი ფოფხაძე - 10 თ. შვეიცარია: გიორგი ივანიშვილი - 14 თ, 2 გ; ისრაელის ლეუმით ლიგა (მხოლოდ 2010/11 სეზ): ირაკლი გეფერიძე (ჰერცლია) - 16 თ, 3 გ; გიორგი გაბიდაური (ბნეი ლოდი) - 13 თ; აკაკი მიკუჩაძე (ირონი) - 18 თ, 11 გ (2009/10 სეზ) (ბნეი ლოდი) - 16 თ, 3 გ 2010/11 სეზ). ფინეთის იკონენლიგა: პავლე ხორგუაშვილი (როვანიემი) - 24 თ, 10 გ; ვალტერ ხორგუაშვილი (როვანიემი) - 16 თ, 1 გ; ანზორ კალაძე (პოპა) - 8 თ, 2 გ; ირაკლი სირბილაძე (კპვ) - 26 თ, 16 გ; გიორგი ოსიტაშვილი (კოტეპე) - 23 თ; ბექა ტუღუში (კოტეპე, ფინეთის მოქალაქე) - 6 თ, 2 გ.

ლეგიონერთა მიმოხილვაში ვერ მოხვდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ არ თამაშობენ კლუბების ძირითად შემადგენლობებში: გიორგი ჭანტურია (ვიტესი), საბა კვირკველია (ზენიტი), ავთანდილ ბრაჭული (რუბინი), ნიკა ძალამიძე (ცსკა), თორნიკე ოქრიაშვილი (შახტარი) და სხვები...


ნანახია: 825 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!