ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ორშაბათი, 20.11.2017, 10:27


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 16 » ლეგიონის ამბები: აზერბაიჯანში ამირან გვენცაძემ ნიგერიელ იბეკოას ხელი გაარტყა
13:38
ლეგიონის ამბები: აზერბაიჯანში ამირან გვენცაძემ ნიგერიელ იბეკოას ხელი გაარტყა


ქართველი ლეგიონერების საუიქენდო მონაგარის შესახებ სანახევროდ გუშინ გიამბეთ, ახლა კი მეორე ნახევრის თამაში მიმოვიხილოთ. აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მოიკ-ის ქართველ მეკარე ამირან გვენცაძეს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. გვენცაძემ, რომელიც თავისი გუნდის ერთადერთი ლეგიონერია, ასეთი მკაცრი სასჯელი იმიტომ მიიღო, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატის გასული ტურის მატჩისას აზალ-ის ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ იბეკოიას სიმულაცია ვერ მოითმინა და მას ხელი დაარტყა, რისთვისაც გაძევება, მოგვიანებით კი ზემოთ ნახსენები სანქცია დაიმსახურა. ამას გარდა, გვენცაძის საქციელისთვის მისი კლუბი 4 ათასი მანათით დააჯარიმეს. გვენცაძე მე-60 წუთზე გააძევეს, აზალ-ელი ნუგზარ კვირტია კი სათადარიგო იყო.

"მუღანი", რომლის ღირსებასაც დავით სვანიძე იცავს, შინ 0:3 განადგურდა "ნეფთჩისთან". ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა. რევაზ ძოძუაშვილის "თურანმა" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "განჯას". მასპინძელთა რიგებში ითამაშეს შალვა ფირცხალავამ და გიორგი ჭედიამ, სტუმართა შორის კი ზურაბ ძამსაშვილი და გიორგი სეთურიძე გამოჩდნენ. გიორგი ადამიას "ყარაბახი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ბაქისთან", ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა. კახა ცხადაძის "ინტერი" შინ "გაბალასთან" უგოლო ფრეს დასჯერდა. ბაქოელთა ძირითადში იყვნენ ილია კანდელაკი და ვალერი აბრამიძე, მეორე ტაიმში კი დავით ოდიკაძე კახაბერ მჟავანაძემ შეცვალა.

სომხეთში "ულისემ" შინ "მიკას" 3:2 სძლია, რაშიც გოლით წვლილი გაგა თიბილაშვილმა შეიტანა.

ეს სამეზობლოს ამბები იყო, ისრაელში კი ჰაიფას "მაქაბიმ" გასვლაზე რამათ განის "ჰაპოელს" 3:1 მოუგო, მაგრამ ვლადიმერ დვალიშვილმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მოედანი უგოლოდ დატოვა. ნათანიის "მაქაბის" რიგებში 13 წუთი (შეცვლაზე) ითამაშა გაგა ჩხეტიანმა, ზურაბ მენთეშაშვილი კი აშქელონის "ჰაპოელს" დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარა. გასულ უქმეებზე ისრაელში ქართველთაგან ყველაზე შედეგიანად კოკა მიკუჩაძემ ითამაშა, რომელმაც ბნეი ლოდის "ჰაპოელს" რამათ განის "მაქაბისთან" გამარჯვებაში (2:1) გოლით დაეხმარა. მანაც და გიორგი გაბიდაურმაც ძირითადში ითამაშეს.

სერბეთის ჩემპიონატის გასულმა ტურმა გიორგი მერებაშვილის გარეშე ჩაიარა. ქართველმა ნახევარმცველმა "სპარტაკისა" და "ვოივოდინას" მთელი შეხვედრა სტუმართა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

შვეიცარიის ჩელენჯლიგაში ითამაშა გიორგი ივანიშვილმა, "ლოკარნოს" წინააღმდეგ 1:3 წაგებულ მატჩში იგი "შაფჰაუზენის" შემადგენლობაში ბოლო 20 წუთი ათამაშეს. პოლონეთის პირველ ლიგაში "ოდრამ" "პოგონს" 2:0 სძლია. კობა შალამბერიძე "ოდრას" სასტარტოში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. დანიის პირველ დივიზიონში გიორგი დევდარიანის "ორჰუსმა" გიორგი ფოფხაძის "ვიბორგი" 1:0 დაამარცხა. დევდარიანმა შეუცვლელად ითამაშა, ფოფხაძე კი განაცხადშიც არ ყოფილა.


გურამ კაშია საქართველოს ნაკრებს მშვენიერ ხასიათზე შეუერთდება: ჰოლანდიის ჩემპიონატის ბოლო ტურში მისმა "ვიტესმა" გასვლით შეხვედრაში "ვენლო" 5:1 დაამარცხა, აუტსაიდერებს დაშორდა და მე-14 ადგილზე წლეულს პირველად დაწინაურდა.
არნემული კლუბის 23 წლის ქართველი მცველი, რომელიც ნაკრებს პირდაპირ სლოვენიაში შეუერთდება, ეროვნულის მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ნდობამ გაახარა.
"ეროვნულში გამოძახება ჩემთვსი ბევრს ნიშნავს. საბედნიეროდ, საკლუბო საქმეები კარგად ამეწყო და ამას ქეცბაიას ნდობაც დაემატა. თუკი სლოვენიაში მათამაშებს, შევეცდები შანსი გამოვიყენო და თავი გამოვიჩინო", - ამბობს კაშია.
გურამ კაშიას მიმართ ეროვნული ნაკრების თავკაცის ინტერესი გასაგებია - ქეცბაიას ფეხბურთელის გასინჯვა დაცვის ცენტრში სურთ. ისედაც, ყველას აინტერესებს, როგორ ფორმაშია და გაიზარდა თუ არა ჰოლანდიაში ფეხბურთელი, რომელმაც ნიჭიერი ცენტრალური მცველის სახელი დაიმკვიდრა.
მეორის მხრივ, კაშიას "ვიტესში" თვენახევარია მარჯვენა მცველის ადგილზე ათამაშებენ (სულ ცხრა შეხვედრა) და პოზიციაშეცვლილი ცენტრში საიმედოდ თამაშს მოახერხებს?
 "არა, ცენტრში თამაშსაც არ გადავჩვეულვარ, რადგან ვარჯიშებზე ჩვეულ პოზიციაზე მაყენებენ. მარჯვენა მცველობა არ მიზიდავს და საბოლოდ, მაინც ჩემს ადგილზე მინდა ვითამაშო. ორი კვირის წინათ, "ვიტესის" მთავარ მწვრთნელად "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალბერტ ფერერი დანიშნეს. ფერერი მუშაობას ხვალ იწყებს და ჯერ მასთან დალაპარაკება ვერ მოვახერხე. თუმცა, იმედია, ფერერი ჩვეულ პოზიციაზე დამაბრუნებს", - იმედოვნებს არნემული კლუბის ქართველი წევრი.
ნანახია: 275 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!