ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 15:50


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » თებერვალი » 14 » ლეგიონის ამბები
13:53
ლეგიონის ამბები


აზერბაიჯანის ჩემპიონატში თავი ორმა ქართველმა გამოიჩინა. "ყარაბახმა" "გაბალა" 3:0 გაანადგურა და 63-ე წუთზე გიორგი ადამიამ სტუმრებს მეორე გოლი გაუტანა, "თურანმა" კი სტუმრად მოიკ-ი 2:0 დაამარცხა და 26-ე წუთზე ანგარიში გიორგი ჭედიამ გახსნა.

აზერბაიჯანის ქართულ ლეგიონზე უფრო ვრცლად ხვალ ვისაუბრებთ. რაკი გოლები ვახსენეთ, შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირებში გამორჩეული ლადო დვალიშვილი ტრავმირებულია და სამწუხაროდ, ლეგიონის უახლოეს მიმოხილვაში მის წარმატებებზე ვეღარ დავწერთ.

იტალიის სერია A-ში "ბარი"-"ჯენოას" შეხვედრა 0:0 დასრულდა. კახა კალაძემ გენუელთა ოთხკაციანი დაცვის ცენტრში ითამაშა და შეუცვლელად გაისარჯა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბოლო დროს ჩინებულ ფორმაშია და "ჯენოამ" კონტრაქტის გახანგრძლივება ამიტომაც შესთავაზა, აი, კალაძის გუნდი კი საყოველთაო აზრით, დღევანდელი შემადგენლობით მხოლოდ უძლიერესთა შორის დასარჩენად არ უნდა იბრძოდეს. სერია B-ში "ემპოლი"-"ასკოლის" მატჩმა ლევან მჭედლიძის გარეშე ჩაიარა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ქართული დერბი" გაიმართა, სადაც ლევან კობიაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ალექსანდრე იაშვილი და მისი მეგობრები ძალიან გაამწარეს. "ჰერტამ" სტუმრად "კარლსრუე" 6:2 შეარცხვინა, ქართველებს კი ამ რვა გოლიდან ერთშიც არ მიუძღვით უშუალო წვლილი. კობიაშვილმა კვლავ დაცვის მარცხენა ფლანგზე ითამაშა და მოედანზე 90 წუთი დაჰყო, "კარლსრუეს" კაპიტანი იაშვილი კი 71-ე წუთზე შეცვალეს. იმ დროისთვის ანგარიში "მხოლოდ" 1:3 იყო. ერთპიროვნული ლიდერი "ჰერტა" უახლოეს მდევარს ოთხი ქულით უსწრებს, "კარლსრუე" კი, რომელიც სეზონის დაწყებამდე პირველ ბუნდესლიგაში აღზევების ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნევდნენ, გააფთრებით იბრძვის მეორეში დასარჩენად.

ინგლისის ჩემპიონშიფში ზურაბ ხიზანიშვილმა "ნორვიჩისა" და "რედინგის" მთელი დაპირისპება სტუმართა სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ისევე როგორც საფრანგეთის მეორე ლიგაში გიორგი მაკარიძემ "ლე მანის" რეზერვისტებში.

"ვიტესმა" სტუმრად ჰოლანდიის მოქმედი ჩემპიონის, "ტვენტეს" წინააღმდეგ მედგრად კი იბრძოლა, მაგრამ მაინც დამარცხდა - 0:1. გურამ კაშიამ არნემელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჭანტურიას ოფიციალურ ვიტესურ დებიუტს კი კვლავაც ველით.

საბერძნეთში "ერგოტელისმა" შინ 2:1 მოუგო "კავალას", მასპინძელთა დაცვის ცენტრში გიორგი შაშიაშვილმა სრული მატჩი ჩაატარა. "პანიონიოსმა" პაოკ 1:0 დაამარცხა, მაგრამ მის რიგებში დავით კვირკველიას დებიუტი ჯერ არ ჰქონია. იგი "პანიონიოსის" 18-კაციან განაცხადშიც არ მოხვედრილა.

შოთა არველაძისა და ალექსანდრე ამისულაშვილის "ქაისერისფორს" დღეს სერიოზული გამომცდელი ეყოლება "ფენერბახჩეს" სახით. მატჩი სტამბულში გაიმართება.

თურქულ შეკრებაზე თავისი დასკვნითი მატჩი ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" ჩეხეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ "იაბლონეცთან" ჩაატარა და ქართველი ლეგიონერების ოთარ მარცვალაძის და მათე ვაწაძის გოლების წყლობით 2:1 მოიგო. ოთარ მარცვალაძემ ანგარიში 45-ე წუთზე გახსნა, ჩეხებმა მეორე ტაიმში გაათანაბრეს, მაგრამ 87-ე წუთზე მათე ვაწაძემ ომარ თეთრაძის შეგირდებს გაამარჯვებინა.

შეხვედრაში მონაწილეობა ექვსმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო: გრიგალავამ, სალუქვაძემ და მარცვალაძემ პირველი ტაიმი ითამაშეს, საჯაია, ხოჯავა და ვაწაძე კი მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდნენ. გოგოიტა გოგუას არ უთამაშია.




ნანახია: 858 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!