ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 04:43


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 14 » ლეგიონერები: მარცვალაძემ ნალჩიკი დაიფრინა (ვიდეომასალა)
01:22
ლეგიონერები: მარცვალაძემ ნალჩიკი დაიფრინა (ვიდეომასალა)
http://b.pix.ge/n/vzz28.jpg

რუსეთის თასის მეთექვსმეტედფინალში I დივიზიონის "ვოლგამ" 5:0 გაანადგურა ნალჩიკის "სპარტაკი" და შემდეგ ეტაპზე გავიდა. თავიდანვე შევნიშნავთ, რომ პრემიერლიგურმა კლუბმა მეორე შემადგენლობით ითამაშა და დაისაჯა კიდეც. სტუმართა შემადგენლობაში არ ყოფილან არც გოგიტა გოგუა და არც დავით სირაძე. ომარ თეთრაძემ კი ედიკ საჯაია და ოთარ მარცვალაძე სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. 38-ე წუთისთვის, როცა საჯაია შეცვალეს, უკვე 4:0 იყო. მარცვალაძემ გუნდის მესამე გოლი გაიტანა 23-ე წუთზე. ქართველი ფორვარდი 73-ე წუთზე შეცვალეს.

სხვათა შორის, "ვოლგას" ოფიციალური საიტი წერს, რომ მარცვალაძის, საჯაიას და თეთრაძის გამოჩენამ "ვოლგას" გულშემატკივარი შემატა. დასავლეთ ტრიბუნაზე ადგილობრივ ქართველთა გუნდი ქართული დროშებით მხურვალედ გულშემატკივრობს "ვოლგას". "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში ოთარ მარცვალაძემ I წრე შეაჯამა: "ყველამ ვიცით, რომ ჩვენმა გუნდმა ჩემპიონატში ცუდი სტარტი აიღო. საბედნიეროდ, შევძელით ჩარხის შემოტრიალება და ახლა გუნდი ლიდერთა შორისაა. პირველი წრე დიდებულად დავასრულეთ და გულშემატკივარი გავახარეთ".

ჯანო ანანიძის "სპარტაკმა" ლიპეცკში ადგილობრივ "მეტალურგთან" მინიმალური სხვაობით იმარჯვა - 1:0. ქართველი ნახევარმცველი, ისევე როგორც ძირითადი შემადგენლობის ბევრი მოთამაშე, არ გაჰყვა გუნდს. რუსეთის ჩემპიონი "რუბინი" კი გათამაშებიდან ასტრახანში "ვოლგარ-გაზპრომმა" გამოთიშა - 0:1. ლაშა სალუქვაძე არ იყო რუბინელთა განაცხადში. გროზნოს "ტერეკმაც" მეორე შემადგენლობა მიავლინა "ლუჩ ენერგიასთან" და 0:4 განადგურდა. ლევან გვაზავას არ უთამაშია. დღეს სათასო ბატალიებში მალხაზ ასათიანის "ლოკომოტივი" (სტუმრად "გორნიაკთან") და რუსეთის ყველაზე "ქართული" გუნდი "ანჟი" (სტუმრად "ფსკოვთან") ჩაერთვებიან.




"ლელო"

ნანახია: 745 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!