ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 04:06


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მარტი » 20 » ლადო დვალიშვილი: ‘ფსიქოლოგიურად ვარ დაღლილი’
18:15
ლადო დვალიშვილი: ‘ფსიქოლოგიურად ვარ დაღლილი’

საქართველოს ნაკრებისა და ჰაიფას ‘მაქაბის’ ფორვარდი ლადო დვალიშვილი ქართველ ფეხბურთელებს შორის ერთ–ერთი გამორჩეული და იმედისმომცემია. საქართველოს ჩემპიონატში თამაშის დროს ფეხბურთელი ჩრდილში იმყოფებოდა, თბილისისა და ბათუმის ‘დინამოსა" და რუსთავის ‘ოლიმპში’ ყოფნისას მას ფეხბურთის გულშემატკივრისა და სპორტული პრესის ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა მისი ‘სკონტოში’ გადასვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ქართველმა ფორვარდმა ლატვიაში ასპარეზობისას  საფეხბურთო საზოგადოება აალაპარაკა, კუპერის ყურადღებაც მიიქცია და ნაკრებშიც გამოიძახეს. ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში  ალბანეთთან შეხვედრაში ითამაშა და პირველი გოლიც გაიტანა.

ისრაელის ჩემპიონატში ლადოს გუნდი გათამაშების ცხრილს ლიდერობს, თავად ფეხბურთელს უკვე 14 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა სიაში მესამეა.

 

– კვირას ‘ბნეი სახნინთან’ გაქვთ შეხვედრა, როგორ ემზადებით მატჩისთვის?

 

– მეტოქე გათამაშების ცხრილში მე–7 ადგილზეა, საკმაოდ რთული თამაში იქნება. ვემზადებით ისე, როგორც ყველა შეხვედრის წინ. ‘მაქაბი’ გათამაშების ცხრილის ლიდერია, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა თამაშს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და რა თქმა უნდა, მოგებისთვის გავალთ მოედანზე.

 

– შენი თანაგუნდელი არბეიტმანი უკვე 8 გოლით გისწრებს. დიდი ხანია აღარ გაგიტანია, რა არის ამის მიზეზი? ფაქტია,  არ ხარ ოპტიმალურ ფორმაში...

 

– კი, ბევრით გამისწრო... ფეხბურთია, ხან კარგად თამაშობ, ხან ცუდად... ცოტა დაღლილიც ვარ, ამანაც იქონია გავლენა. მაგრამ დანებებას ნამდვილად არ ვაპირებ, ყველაფერი ჩადგება მწყობრში და ჩემს საქმეს ისევ გავაკეთებ მოედანზე.

 

– ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ქართველი ფეხბურთელები სეზონს ბოლომდე ისეთი შემართებით ვერ ასრულებენ, როგორც იწყებენ, ამისთვის ფიზიკური მომზადება არ ჰყოფნით. ასეა შენს შემთხვევაშიც?

 

– 2 წელია 3 დღე არ დამისვენია გადაბმულად, აქ მარტო ფიზიკურობა არაფერ შუაშია, ფქისოლოგიურად უფრო ვარ გადაღლილი. ცოტა დასვენება მართლა მჭირდება, მაგრამ ახლა მე არავინ დამასვენებს და შევეგუე ამ ფაქტს. თანაც საქმის ბოლომდე მიყვანა მიყვარს, ყველაფერი ჩაივლის და მერე დავისვენებ კიდეც. მთავარია, ყველაფერი ისე გამოვიდეს, როგორც მე მინდა.

 

– ესტონეთის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მაყურებელი შენგან უფრო მეტს ელოდა. მესმოდა შეძახილები ტრიბუნიდან: "ლადო, ლადო", როცა ბურთს მიიღებდი, გოლს ითხოვდნენ...

 

– კი, დაღლილობაც იყო ერთ–ერთი მიზეზი, მაგრამ ეს არ არის თავის გასასამართლებელი საბაბი. ძალიან მონდომებული ვიყავი, ვცდილობდი გოლიც გამეტანა, მაგრამ არ გამომივიდა თამაში ისე, როგორც მინდოდა. თან პირველი მატჩი იყო ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ფეხბურთია და ასეც ხდება...

წინ ბევრი შეხვედრა აქვს გუნდს და იქ შევეცდები ნაკრების სასარგებლოდ გოლის გატანას, მაყურებელსაც გავახარებ.

 

– თემურ ქეცბაიას გუნდში მოსვლის შემდეგ რა შეიცვალა ნაკრებში, შენ კუპერის დროსაც გიწევდა თამაში...

 

– ყველაფერი ახალი იყო ამ ნაკრებში, ახალი სისხლი შეგვმატა თემურ ქეცბაიას ნაკრების სათავეში მოსვლამ არამარტო ფეხბურთელებს, არამედ გულშემატკივარსაც. ამჯერად ყველაფერი თანმიმდევრული და დალაგებული იყო. ერთი დღე ვიყავით ნაკრების წევრები ერთად, მაგრამ წინსვლა და ატმოსფეროს გაუმჯობესება აშკარა გახლდათ.

 

– 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს F ჯგუფში საბერძნეთის, ხორვატიის, ლიტვის,  მალტისა და ისრაელის ნაკრებებთან მოუწევს შეხვედრა. ისრაელის ნაკრებში შენი თანაგუნდელების წინააღმდეგ ითამაშებ. როგორ ფიქრობ რა შანსები გვაქვს ჯგუფიდან გასვლის?

 

– ისრაელი ჩვენს ქვეჯგუფში მოხვდა და რა თქმა უნდა, მომიწევს თანაგუნდელებთან მოწინააღმდეგის ამპლუაში ყოფნა. ვფიქრობ, აქვს ჩვენს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი. რთული იქნება ყველა შეხვედრა, განსაკუთრებით ბერძნებთან და ხორვატებთან, მაგრამ საქართველოს ნაკრებს შეუძლია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა, მთავარი ის არის, ჩვენ როგორ ვითამაშებთ.    

 

– ალბათ უკვე შეეჩვიე ჰაიფაში ცხოვრებას... როგორი დამოკიდებულება გაქვს ებრაელებთან?

 

– ჰაიფა რაღაცით ბათუმს ჰგავს, ზღვისპირა ქალაქია. გახსოვთ ალბათ, ბათუმის "დინამოში"  მომიწია გარკვეული პერიოდი თამაში, ის დრო ძალიან კარგად მახსენდება. შესაბამისად, აქაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.

ებრაელები თბილი და მეგობრული ხალხია.

 

– ენის ბარიერი თუ გადალახე?

 

– ძალიან რთული ენაა... ძირითადად ინგლისურად ვსაუბრობ  თანაგუნდელებთან.

 

– ისრაელში შენს გარდა კიდევ თამაშობენ ქართველები, როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან?

 

– შეძლებისდაგვარად, ვნახულობ მათ, მენთეშას, გოცირიძესა და ხმალაძეს ვხვდები ხშირად, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

 


 

                                                                                                                                 მირანდა სურმანიძე

www.goli.ge

ნანახია: 883 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!