ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 02:50


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » თებერვალი » 17 » ლადო დვალიშვილი: "ხორვატიასთან ჩვენი შანსები 50/50-ზეა"
14:23
ლადო დვალიშვილი: "ხორვატიასთან ჩვენი შანსები 50/50-ზეა"


იმ დროს, როდესაც ისრაელში ჩემპიონატია, ლადო დვალიშვილი საქართველოში ორიოდე დღით დასასვენებლად ჩამოვიდა. "ლელოს" მკითხველმა იცის, რომ საქართველოს ნაკრებისა და ჰაიფას "მაქაბის" თავდამსხმელს მცირე ხნის წინ თამაშისას კუნთი გაუწყდა, რის გამოც კვიპროსში საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩი გამოტოვა და ეს თბილისური არდადეგებიც უქმობით იყო გამოწვეული.

ისრაელში გამგზავრებამდე ლადოს ინტერვიუ ჩამოვართვით.

- ტრავმა თუ მოირჩინე?
- ნელ-ნელა მირჩება, კუნთი იყო გაწყვეტილი და მოედანს სწრაფად ვერ დავუბრუნდებოდი. ათ დღეში, მაქსიმუმ ორ კვირაში ვითამაშებ. საბედნიეროდ, ისეთი რთული ტრავმა არ გამოდგა, თავიდან რომ მეგონა და ახლა უკვე ძუნძულიც შემიძლია. მაინც ვერ ვთამაშობდი და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ისრაელში დავრჩებოდი თუ აქ ჩამოვიდოდი. კლუბს ვთხოვე და გამომიშვეს, ნახე ოჯახის წევრებიო.

- ხორვატიასთან მატჩისთვის მზად თუ იქნები?
- ამის დიდი იმედი მაქვს. 26 მარტამდე ფორმის აღდგენაც უნდა მოვასწრო, ალბათ, კლუბშიც ვითამაშებ და ხორვატიასთან სათამაშოდ მზად ვიქნები.

- ტრავმირებული ნაკრების თამაშს რომ უყურებდი, რას განიცდიდი?
- მინდოდა, მოედანზე ვყოფილიყავი, მაგრამ, რომ არ შემეძლო, სომხეთთან ჩვენების თამაშის ყურებაც გამიჭირდა, სულით და გულით ლიმასოლში ვიყავი. ძალიან გამიხარდა გამარჯვება, წელიწადი კარგად დავიწყეთ და იმედია, ასეც გავაგრძელებთ.

- სანაკრებო მატჩებში გულშემატკივარსაც ჰქონდა შენი იმედი, რადგან სეზონი შედეგიანად დაიწყე.
- 2011 წელი ძალიან კარგად დაიწყო. პირველ წრეში მხოლოდ ოთხი გოლი გავიტანე, მეორის შვიდ შეხვედრაში კი - ექვსი. სულ, თასების ჩათვლით, სეზონში თხუთმეტ გოლამდე დამიგროვდა.

- შემთხვევით ვერ ათამაშდები, ამას მიზეზები უნდა ჰქონდეს. შენზე რამ მოახდინა გავლენა?
- მეორე წრე მონდომებით დავიწყე, რადგან მინდა, კლუბისა და ნაკრების მწვრთნელების იმედები გავამართლო. პირველ წრეში კი რაღაც ხელს მიშლიდა... გულახდილად რომ გითხრათ, ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვერ ვგრძნობდი.

- მიზეზი რა იყო?
- ყველაფერი ნაკრებში წარუმატებელი გამოსვლის ბრალია. ჩემზე ძალიან ცუდად იმან იმოქმედა, გოლები რომ ვერ გამქონდა. ნაკრებში კარგად თამაში ყველაფერზე მნიშვნელოვანია, არადა, გასული წლის მატჩებში ერთიც ვერ გავიტანე და დავიძაბე, ასეთ მდგომარეობაში კი ძნელია შესაძლებლობების გამოვლენა. ახლა უკვე დავმშვიდდი და ავთამაშდი, მაგრამ რად გინდა, ტრავმა მივიღე და ნაკრებში მაინც ვერ ვითამაშე... არაფერია, ჯანზე მოვალ და გატანას ისევ დავიწყებ.

- შენი მომავალი ყველას აინტერესებს.
"მაქაბისთან" კონტრაქტი როდის გიმთავრდება?
- კლუბს კიდევ წელიწადნახევარი ვეკუთვნი, მაგრამ საინტერესო წინადადება თუ მექნება, არა მგონია, ხელი შემიშალონ.

- დაიწერა, თითქოს დონეცკის "მეტალურგი" და კრაკოვის "ვისლა" გიწვევდნენ და მილიონებს იხდიდნენ, არადა, "მაქაბიში" დარჩი. გადასვლას მართლა გთავაზობდნენ თუ ეს მხოლოდ ხმები იყო?
- "ვისლაში" გადასვლა რეალური იყო. პოლონური კლუბი ჩემით დაინტერესდა და წარმომადგენლები ისრაელში გამოუშვა. ისინი ფეთახ თიკვას "მაქაბისთან" შეხვედრას დაესწრნენ, სადაც ორი გოლი გავიტანე და კონტრაქტი შემომთავაზეს.

- ყოველგვარი გასინჯვის გარეშე?
- რომელ გასინჯვაზეა ლაპარაკი, პოლონელები "მაქაბის" კონკრეტულ თანხას სთავაზობდნენ.

- თუ საიდუმლო არ არის, რამდენს?
- როგორც ვიცი, მილიონ ევროს. მე პირველად ვამბობ "ვისლაზე", ეს რეალური წინადადება იყო.

- კლუბმა არ გაგიშვა?
- "მაქაბი" არაფერ შუაშია, თავად მე ვთქვი წასვლაზე უარი.

- "ვისლას" რა დაუწუნე?
- არც "ვისლას" და არც პოლონეთის ჩემპიონატს ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირთ, მაგრამ მენეჯერს ველაპარაკე და დარჩენა მირჩია, ზაფხულამდე მოითმინე, მეტი გოლი დაგიგროვდება და უკეთეს ლიგასა და კლუბში გადაგიყვანო. დარჩენა კლუბშიც მთხოვეს და ზაფხულამდე ისევ ჰაიფაში თამაში ვამჯობინე.

- "მეტალურგი" საბოლოოდ გამოირიცხა?
- უკრაინელები დამიკავშირდნენ, ვილაპარაკეთ, მაგრამ კონტრაქტი არ შემოუთავაზებიათ.

- ჰაიფას "მაქაბის" დონე შენს ამბიციას აკმაყოფილებს?
- ისრაელში საუკეთესო ლიგა ნამდვილად არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე აქ თამაშიც მისაღებია, "მაქაბი" სოლიდური კლუბია და ბევრ ცნობილ ევროპულ კლუბს არ ჩამოუვარდება. თუმცა უკეთეს ლიგაში გადასვლაც მინდა. უბრალოდ, აჩქარება ნაღდად არ მიღირდა, თორემ "ვისლაში" ჩემი ტრანსფერი რეალური იყო.

- ჰაიფელებმა ქართველების დამატების სურვილი ბევრჯერ გამოთქვეს, წელსაც ახლახან არზიანი და საჯაიაც გასინჯეს, მაგრამ დღემდე გუნდის ერთადერთ ქართველ მოთამაშედ რჩები.
- გული დამწყდა, საჯაია და არზიანი რომ არ დაიტოვეს. ორივეს კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, კარგად მომზადებულებს "მაქაბიში" დარჩენა არ გაუჭირდებოდათ. უბრალოდ, ისრაელში სეზონი დაწყებულია, რუსეთში კი ჯერ არა, ჩვენ საუკეთესო ფორმაში მყოფი მოთამაშეები გვჭირდებოდა, საჯაია და არზიანი კი მზადებას ახლა იწყებდნენ. არადა, დღემდე ოთხი ქართველი მიიწვიეს და ერთიც არ დაიტოვეს.

- ისევ ნაკრებს დავუბრუნდეთ. შენი აზრით, რა შანსი შეიძლება გვქონდეს ხორვატიის ნაკრებთან ეროვნული სტადიონის მოედნის ხარისხის გათვალისწინებით?
- არ ვიცი, ეს მტკივნეული თემაა, მაგრამ მანამდე დროა და იმედია, საფარს კარგ მდგომარეობაში დაგვახვედრებენ. ჩემი აზრით, ხორვატიასთან ჩვენი შანსები 50/50-ზეა. 2010 წელს არც მათ წაუგიათ და არც ჩვენ. მე გულშემატკივრების მეიმედება, ჩვენც მაგრად უნდა მოვინდომოთ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ასეთი რეალური შანსი არასდროს გვქონია. 26 მარტის მატჩი ჩვენს ჯგუფში ბევრ რამეს გადაწყვეტს.

- ხორვატიის შემდეგ ისრაელის ნაკრებს შევხვდებით, რომელსაც კარგად იცნობ.
- ისრაელში თამაში ყველას უჭირს და არც ჩვენთვის იქნება იოლი მატჩი, მაგრამ ორივე შეხვედრაში მაქსიმალური შედეგის მოპოვებას უნდა შევეცადოთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნანახია: 864 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!