ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 12:33


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 6 » ხალისიანი კუნძულელები
12:41
ხალისიანი კუნძულელები


მალტის ეროვნული ნაკრები თბილისში მატჩამდე საკმაო ხნით ადრე, გუშინ გამთენიისას ჩამოფრინდა და სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაბინავდა. ჯონ ბუტიგეგსა და მის შეგირდებს დრო უქმად არ დაუკარგავთ და გუშინვე ივარჯიშეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. მალტელები მოედანზე საქართველოს ნაკრების წვრთნის დასრულებისთანავე გავიდნენ და ჩვენებისა არ იყოს, უამინდობამ ხასიათი ვერც მათ გაუფუჭა.

კუნძულელებმა თავიდანვე გამოაცხადეს, რომ დახურული ვარჯიშის ჩატარება სურდათ და ასეც მოხდა – როგორც წესია, მცირერიცხოვანმა დამსწრეებმა სტუმართა წვრთნის საწყის წუთებს შეავლეს თვალი და ამის შემდეგ ბუტიგეგის გუნდმა მუშაობა დახურულ კარს მიღმა განაგრძო.

სანამ მალტელთათვის თვალის დევნება შეგვეძლო, თვალშისაცემი იყო მათი კარგი გუნება-განწყობილება. ისინი ერთმანეთს ომახიანი შეძახილებით ამხნევებდნენ და მოედნიდან სიცილ-ხარხარიც ისმოდა. მალტის ნაკრების ვარჯიში მთავარი მწვრთნელის შესავალი სიტყვით გაიხსნა, იგი თავის ფეხბურთელებს მოედნის ცენტრში ათიოდე წუთის განმავლობაში რჩევა-დარიგებებს აძლევდა, შემდეგ მალტელები გახურებას მოკლე და გრძელი პასებით შეუდგნენ და ვარჯიშიც დაიხურა.

მალტის ნაკრები "ლოკომოტივზე" დღესაც საღამოს 7-ზე ივარჯიშებს, სავარაუდოდ, ისევ დახურულ კარს მიღმა. დღეს კი

კუნძულელები ეროვნული სტადიონის საფარს მოსინჯავენ.

შეგახსენებთ, ბუტიგეგმა თბილისში 18 ფეხბურთელი იახლა.

მეკარეები - ჯასტინ ჰაბერი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ენდრიუ ჰოგი (ვალეტა);

მცველები - ენდრიუ აგიუსი (მელფი, იტალია), ჯონათან კარუანა (ვალეტა), მასიმო გრიმა (ჰამრუნი), ედვარდ ერერა (ჰიბერნიანსი), კარლო მამო (მარსაქსლოკი), ჯოზეფ ზერაფა (ბირკირკარა);

ნახევარმცველები - შონ ბაიადა, პოლ ფენეჩი (ორივე ბირკირკარა), როდერიკ ბრიფა, ჯეიმს პეისი, კევინ სამუტი (ყველა ვალეტა), გარეთ სკიბერასი (მარსაქსლოკი), რაიან ფენეჩი (ჰამრუნი);

თავდამსხმელები - ენდრიუ კოენი (ჰიბერნიანსი), მიქაელ მიფსუდი (უკლუბოდ), ანდრე შემბრი (ფერენცვაროში, უნგრეთი).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ნანახია: 930 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!