ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 09:28


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 2 » ქეცბაიამ ოქრიაშვილი ძალიან გაახარა
16:05
ქეცბაიამ ოქრიაშვილი ძალიან გაახარა
http://s010.radikal.ru/i313/1011/ad/1021c1f164f6.jpg
თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებამ გაახარა. დონეცკის "შახტარის" დუბლშემადგენლობის პლეიმეიკერი თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით 17 ნოემბერს, სლოვენიასთან სტუმრად გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის მოემზადება. თორნიკე ამბობს, რომ ამაზე ბავშვობიდან ოცნებობდა.

"თემურ ქეცბაიას ნდობამ ძალიან გამახარა. რა თქმა უნდა, გამოძახება მოულოდნელი იყო. სიმართლე თუ გინდათ, ორი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ჩემით რომ დაინტერესდებოდა და შეკრებაზე გამომიძახებდა. საერთოდ, კი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მინდოდა. ღმერთის წყალობით, ჩემი ასაკისთვის საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადავდგი, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბში ვვარჯიშობ, ახალგაზრდულ ნაკრებში სტაბილურად მათამაშებდნენ, რისთვისაც ოთარ გაბელიას დიდ მადლობას ვუხდი - ეს სანაკრებო სარბიელზე თავის გამოჩენის ჩემი პირველი შანსი იყო. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ნაკრებში თამაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საპატიოა. თუმცა მხოლოდ გამოძახებით არ დავკმაყოფილდები, მინდა, დავამტკიცო, რომ ქეცბაია ტყუილად არ მენდო".

ქეცბაიას ნდობა ახალგაზრდა კაცისთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ "შახტარის" დუბლების 18 წლის ფეხბურთელი არის კი ისე მომზადებული, ეროვნული ნაკრების დონეზე რომ ითამაშოს?

"ყველაფერი სანაკრებო შეკრებასა და 17 ნოემბერს გამოჩნდება. ამის წინასწარ თქმა გაუმართლებელი იქნება. ფაქტია, რომ ფიზიკურად აშკარად მოვუმატე და საკმაოდ კარგ ფორმაშიც ვარ. თუ ბატონი თემური სლოვენიასთან მათამაშებს, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება. ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებ და შესაძლებლობის 99 პროცენტს გამოვავლენ", - ამბობს ოქრიაშვილი.

 

როგორც ცნობილია, ქეცბაია სლოვენიასთან შეხვედრას ნაკრების კანდიდატების გასასინჯად გამოიყენებს. თუმცა გუნდი უფრო თავდაჯერებული რომ იყოს, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის მიწვევასაც აპირებს - ლაპარაკია კახა კალაძესა და ზურაბ ხიზანიშვილზე. მოედანზე ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად გასვლის პერსპექტივაც თორნიკეს ახარებს:

"მათ გვერდით თამაში ჩემთვის მაგარი გამოცდილებაც იქნება და დიდი სიამოვნებაც. ასე რომ, სანაკრებო შეკრების დაწყებას მოუთმენლად ველოდები".


მერაბ მამულაშვილი
ნანახია: 794 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!