ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » მარტი » 31 » ქეცბაია უკვე რევანშზე ფიქრობს
00:51 ქეცბაია უკვე რევანშზე ფიქრობს |
- ხორვატიის ნაკრების დამარცხების შემდეგ ბიჭებმა ძალების აღდგენა ვეღარ
მოასწრეს და სწორედ ამის ბრალი იყო, დღეს ფიზიკურად კარგად რომ ვერ
გამოიყურებოდნენ. მარცხის მიუხედავად, ჩემს ფეხბურთელებს თავდადებისთვის
მადლობას ვეტყვი.
ეს მატჩშიც დაცვიდან დავიწყეთ და სანამ იმ
საბედისწერო შეცდომას დავუშვებდით, ჩვენი გეგმა კარგად მუშაობდა. შემდეგ
მთელი ძალებით შეტევაში გადავედით და მეორე ტაიმში საკმაოდ ხარისხიანად
ვითამაშეთ, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. მარცხის მიუხედავად, ჯგუფიდან
გასვლის შანსებს ვინარჩუნებთ და მის გამოყენებას ბოლომდე ვეცდებით.
- რამდენად დიდია ამ შედეგში ფერნანდესის წვლილი? - უდიდესია. იგი ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო და სამწვრთნელო ნიჭიც აშკარად აქვს.
- ისრაელის ნაკრების თამაშში თქვენთვის მოულოდნელი რამ ხომ არ შეგინიშნავთ? - სიურპრიზი არ ყოფილა, ვიცოდი, რომ ისრაელი შინ ძლიერია და ასე იყო დღესაც.
- ისრაელს მიმდინარე შესარჩევ ციკლში მეორედ შეხვდით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ფერნანდესმა უკეთ შეისწავლა თქვენი გუნდი, ვიდრე თქვენ ისრაელი? - არა, უბრალოდ, ჩვენ მეტი შეცდომა დავუშვით და აქ მეტოქეზე ინფორმაციის ქონა-არქონა არაფერ შუაშია.
- თუ აქვს საქართველოს ნაკრებს შემადგენლობის გაძლიერების რეზერვი? - შანსი ყველა კანდიდატს მივეცით და ყველამ ნახა, ვის რა შეუძლია. დიდი რესურსი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ძიებას გავაგრძელებთ.
დასასრულს ქეცბაიამ იმედი გამოთქვა, რომ ისრაელის ნაკრებს კიდევ შეხვდება და რევანშის შანსი მიეცემა.
ლევან ჯანეზაშვილი ისრაელიდან
|
ნანახია: 792 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|