ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 06:53


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 28 » კაშია "მაკაბის" ავსტრიაში შეუერთდება
17:30
კაშია "მაკაბის" ავსტრიაში შეუერთდება
http://football-uniform.up.seesaa.net/image/Georgia-08-09-DIADORA-away-blue-blue-blue.JPG
 ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრა ისრაელის ვიცე-ჩემპიონი ჰაიფას "მაკაბი”, რომლის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ქართველი სპეციალისტი გიორგი დარასელიაა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდის შეტევის ხაზში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ვლადიმერ დვალიშვილი თამაშობს, სულ მალე კი, დიდი ალბათობაა, მას კიდევ ერთი ქართველი - თბილისის "დინამოს” ყოფილი მცველი გურამ კაშია შეემატოს. როგორც ჰაიფელთა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ "მსოფლიო სპორტთან” სატელეფონო საუბარში თქვა, კაშია "მაკაბის” ავსტრიაში ჩააკითხავს და იქ ხანმოკლე სინჯებს გაივლის. შუა ევროპაში ჰაიფელები ოთხთა ტურნირში ითამაშებენ და ებრაელთა ხელმძღვანელობა ქართველ მცველს საქმეშიც დააკვირდება.
"მაკაბის” საავსტრიო განრიგი ასეთია: 28 ივნისი - ბუქარესტის "დინამო”, 30 ივნისი - მოსკოვის "ლოკომოტივი”, 3 ივლისი - ვენის "აუსტრია”. უკან ისრაელში გუნდი ექვს ივლისს გამობრუნდება, თუმცა, თუ გურამ კაშიამ ებრაე¬ლებს თავი მოაწონა, შესაძლოა, მხარეებმა კონტრაქტი ავსტრიაშივე გააფორმონ.
აქვე, ჰაიფელთა სატრანსფერო სიახლებზეც გეტყვით, რომლებთან შესაძლოა, პირდაპირი კავშირი ჰქონდეს სინჯებზე ექსდინამოელი მცველის გამოჩენას. ცნობილია, რომ გურამ კაშია ცენტრალური მცველია, ხოლო მას შემდეგ, რაც კაშიას პორტუგალიელი თანაამპლუელი, 23 წლის ჟორჟ ტეიშეირა "მაკაბიმ” "ციურიხში” 1,2 მილიონ ევროდ გაასხვისა, სწორედ მისი ყაიდის ფეხბურთელს ეძებს. კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს, დეკელ კეინანს, რომელიც სინჯებზე რუბინის "ყაზანში” თავისუფალი აგენტის რანგში იმყოფება. მოკლედ, კაშიას, რომელსაც 23 წელი "მაკაბისთან” ავსტრიაში ყოფნისას (ოთხ ივლისს) შეუსრულდება, ებრაულ კლუბში დარჩენის დიდი შანსი აქვს.
რაც შეეხება ლადო დვალიშვილის ჰაიფურ მომავალს, საქმეს ისეთი პირი უჩანს, იგი, ყველაზე ცოტა, წლის ბოლომდე "მაკაბიში” დარჩება. თურქულთან ერთად მას სხვა ევროპული ვარიანტებიც ჰქონდა, მაგრამ ებრაელებმა, გაყიდვის თვალსაზრისით, უფრო თავდასხმაში დვალიშვილის მეწყვილეს, შლომი არბეიტმანს დაადგეს თვალი. ამ უკანასკნელის გადაბირება ბელგიურ "გენკს” სურდა, მაგრამ ბენილუქსელებმა მასში 600 ათასი გაიმეტეს, ჰაიფელთა მეპატრონე იაკოვ შახარი კი, მილიონ ევროს ითხოვდა.

http://soccerday.ge
ნანახია: 952 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!