ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 18:36


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 19 » ქართველებმა ცივი შხაპი გადაგვასხეს
13:31
ქართველებმა ცივი შხაპი გადაგვასხეს


კოპერში სლოვენიის ძლევით ჩვენმა ნაკრებმა წაუგებელი სერია 8 მატჩამდე გაზარდა. ამ თამაშს სლოვენიური ვებგვერდები აქტიურად გამოეხმაურნენ.

"კეკის ნაცად შემადგენლობას უცნობი კონტინგენტით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა შეცდომები არ აპატია და ცივი შხაპი გადაასხა. ჩვენი გუნდი შესვენების შემდეგ კი დაწინაურდა, მაგრამ მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა ხეირიანად. მეორე ნახევარში სლოვენიელთა მოქმედებაში ბევრი წუნი იყო. ამას გაუტანელი პენალტიც დაემატა, იღბალიც ქართველებისკენ მოტრიალდა და სტუმართა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მატჩი მოგებამდე მიიყვანეს. არადა, მათ გუნდში მხოლოდ სამი-ოთხი ისეთი ფეხბურთელი იყო, რომელთაც ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშეს", - ვკითხულობთ Dnevnik.si-ში.

"სლოვენია წლის მიწურულამდე წარმატებებით მივიდა, მაგრამ ბოლო გამოცდა ვერ ჩააბარა საქართველოს ნაკრებთან, რომელშიც ბევრი დებიუტანტი იყო. ყველაფერი კი "იმ" წუთმა გადაწყვიტა, რომელიც კეკის გუნდისთვის შავი აღმოჩნდა, სტუმრებისთვის კი ჯადოსნური", - წერს ვებგვერდი Primotska.info.

"საქართველომ წელიწადი მოგებით დაასრულა. მატიაჟ კეკსაც ეს სურდა, მაგრამ მისი გუნდი შეცდომების გამო დაისაჯა. სტუმრებმა დებიუტანტებით მოგვიგეს. ამ წაგებამ ნაკრების მწვრთნელი და ფეხბურთელები უნდა დააფიქროს. ფიფას რეიტინგში ჩვენზე ბევრით უკან მყოფი გუნდი შინ არ უნდა გვიგებდეს", - დაიჩივლა Jurnal24.si-მ.

ვებგვერდმა Siol.net-მა კი საინტერესო შედარება მოიყვანა:

"ეს ორი განსხვავებული ნოემბერი იყო. შარშან რუსეთი პლეი ოფში დავამარცხეთ და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ. ეს ღირსსახსოვარი დღე 18 ნოემბერი იყო. ამჯერად კი 17 ნოემბერს საქართველოსთან დავმარცხდით, გუნდთან რომელსაც ხმაურიანი მოგებებით არავინ იცნობს".

სლოვენიურ ვებგვერდებზე მწვრთნელებსა და მიმომხილველებს მატიაჟ კეკის გუნდის მარცხის სხვადასხვა ვერსია აქვთ. ზოგის აზრით ნაკრების კულისებში რაღაც ხდება. მეორენი ამ ვერსიას გადაჭარბებულად მიიჩნევენ. არადა როგორი ამბავია, ჩვენს ნაკრებთან მატჩის დაწყებამდე 2 საათით ადრე სლოვენიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ივან შიმიჩი პოსტიდან გადადგა. ამ ფაქტს დიდად აღუშფოთებია ეროვნული გუნდის თავკაცი, რომელმაც აღნიშნა: თუ ეს გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო, მაშინ გონივრული იქნებოდა, პრეზიდენტს ეს ნაბიჯი მატჩამდე არ გადაედგა". რა თქმა უნდა, ეს ფაქტი უმნიშვნელო არავისთვის ყოფილა.

მატიაჟ კეკს ჩვენებთან წაგება ასოციაციის პრეზიდენტის გადადგომისთვის არ დაუბრალებია:

"იმიტომ დავმარცხდით, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა კონცენტრაცია ვერ შეინარჩუნეს. წუთიერი მოდუნება ორი გოლის ფასად დაგვიჯდა. ეს წლის ბოლო მატჩი იყო, თანაც ამხანაგური, მაგრამ წაგების გასამართლებელ არგუმენტად ეს არ გამოდგება. ამ მარცხმა უნდა დაგვაფიქროს. საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა, ბოლომდე იბრძოლა და სასურველი შედეგიც შეინარჩუნა", - წერს ვებგვერდი 24ur.si. აქვეა თემურ ქეცბაიას კომენტარიც მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე:

"ჩემმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და ამან შედეგი მოგვიტანა. ეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა. სლოვენიამ ჩვენზე კარგად ითამაშა. ხორვატიასთან მატჩამდე ასეთ მეტოქესთან გაჯიბრება ნამდვილად წაგვადგება. ახლა მარტის მატჩებისთვის უნდა ვემზადოთ".


ნანახია: 827 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!