ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 24.11.2017, 08:37


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » თებერვალი » 20 » თქვენ როგორ ეხმარებით ქართულ ფეხბურთს?
22:58
თქვენ როგორ ეხმარებით ქართულ ფეხბურთს?


  "ქართველი გულშემატკივრის ნაწილი ხშირად ამბობს, რომ ფედერაციაში ბევრი პრობლემაა, მე მინდა ვკითხო ამ ადამიანებს, რამდენი დახარჯეს ქართულ ფეხბურთში? 2 ლარიან ბილეთს არავინ ყიდულობს, სტადიონზე ყველას უფასოდ მოსვლა უნდა. მოვუწოდებ მათ, თუ ქართული ფეხბურთის დახმარებას სურთ, იაქტიურონ, მოვიდნენ ყველა თამაშზე, იყიდონ ის 2 ლარიანი ბილეთები და შემდეგ დამისვან კითხვა, როგორ დავხარჯავ ამ ფულს, მე მზად ვარ პასუხის გასაცემად", - ამ სიტყვებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გადაცემა "პოზიციაში" თავისი გამოსვლა დაასრულა...გადაცემა ქართულ ფეხბურთში აგორებულ მორიგ სკანდალს, ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ ფინანსური სახსრების არასწორ განკარგვას ეხებოდა, მაგრამ ბატონმა ზვიადმა ჩვენი აზრით სრულიად შეგნებულად თავი შეიკავა ნოდარ ახალკაცის პირდაპირი დადანაშაულებისგან და მხოლოდ ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება. მთავარი კი მთელ მის გამოსვლაში სწორედ ის სიტყვები გახლდათ, რომლითაც დავიწყეთ კიდეც თხრობა, სტადიონზე უნდა ვიაროთ მეგობრებო, ეს არის გადარჩენის გზა ქართული ფეხბურთისა და ყველაზე დიდ დახმარებას მას მხოლოდ ასე გავუწევთ. მეტი რა შეგვიძლია, სახლიდან გულშემატკივრობა და ქართული ფეხბურთის სიყვარულის ნიშნად გულზე მჯიღის ცემა არაფერს ნიშნავს და ასე ცხოვრებამ რაც მოგვიტანა ყველანი კარგად ვხედავთ...საქართველოში ფეხბურთი არ მომკვდარა, სწორი მენეჯმენტის და ადამიანური რესურსების ჭკვიანურად გამოყენების პირობებში მისი წარმატების რელსებზე გადაყვანა არც ისეთი შორეული პერსპექტივაა, როგორც ბევრს ჰგონია, მაგრამ გინახავთ ფირმა, რომლის პროდუქტსაც მომხმარებელი არ ჰყავს? ის ხომ დასაღუპადაა განწირული. ფეხბურთის მომხმარებელი კი ჩვენ ვართ, ნუ გავაკეთებთ ეკონომიას მის ხარჯზე. სირცხვილია "სპექტაკლი ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი ღირდეს", - ესეც ფედერაციის ახლანდელი პრეზიდენტის ერთ-ერთი პირად საუბარში ნათქვამი სიტყვებია, ჩვენ კი ამის გადახდაც არ გვინდა და საერთოდ თავს ვარიდებთ მას, რატომ? აბა ძალიან გვიყვარსო ქართული ფეხბურთი? ყველას ჩვენ-ჩვენი აზრი გვაქვს, უფრო სწორად უნდა გვქონდეს და იქნებ დროა, კარგად დავფიქრდეთ ამაზე...

ნანახია: 227 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!