ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 07:14


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 23 » ქართული ლეგიონის ამბები (სრულად)
16:11
ქართული ლეგიონის ამბები (სრულად)
http://presa.ge/pic/sport_mchedlidze_empoli.jpg


სერია B-ს პირველ ტურში ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "ფროზინონეს" ესტუმრა. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო. ის 66-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე კრისტიან ჩეზარეტის ნაცვლად. სწორედ ამის შემდეგ გაიტანეს ტოსკანელებმა მეორე გოლი (საგოლე პასი მჭედლიძისა არ ყოფილა). მოედანზე შესვლიდან ოთხ წუთში მჭედლიძეს ყვითელი ბარათი უჩვენეს. სამაგიეროდ, ლევანმა გამარჯვების გოლში დაიდო წილი - მსაჯის მიერ წამატებულ დროში კლაუდიო კორალის გადააწოდა და "ემპოლიმ" 3:2 მოიგო.

ამიერიდან აღარ მოგვიწევს "ბლექბერნის" მატჩებით დაინტერესება, რომ გავიგოთ ითამაშა თუ არა ზურაბ ხიზანიშვილმა - კლუბის ოფიციალურმა საიტმა ქართველი მცველი გუნდის შემადგენლობიდან საერთოდ ამოიღო, მისი 13-ნომრიანი მაისურით ახალ სეზონში გოლკიპერი ჯონ ბანი ითამაშებს. ბოლოს ზურამ "ბლექბერნის" სარეზერვო გუნდში 7 აგვისტოს ითამაშა "ბაროუსთან" მატჩში. სარეზერვო ლიგა 30 აგვისტოს იწყება და, არა გვგონია, ქართველმა იქ ითამაშოს.

ჩვენებური თავისუფალი აგენტია (კონტრაქტი ივნისამდე კი აქვს, მაგრამ სემ ელერდაისმა ივნისში განაცხადა, რომ ქართველს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებს), მაგრამ ახალი გუნდის მოძებნა მაინც უჭირს. 21 აგვისტოს "რედინგის" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ დიდი სურვილის მიუხედავად ვერ აიყვანს ქართველ მცველს, რადგან შესაფერის ხელფასს ვერ გადაუხდის. სამწუხაროა, ჩემპიონშიპის "რედინგი" არ იქნებოდა ქართველისთვის ურიგო ვარიანტი, არადა სანაკრებო ბატალიებიც კარს მოგვადგა...

წლეულს ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი ქართველი ითამაშებს - ლევან ყენია, თუმცა ახალგაზრდა ქართველი ჯერ ისევ ვერ ვარჯიშობს და როდის დაუბრუნდება მოედანს უცნობია. ყენიას 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია "შალკეში". მის გარეშე "შალკემ" სტუმრად 1:2 დათმო ჰამბურგთან. გადავინაცვლოთ II ბუნდესლიგაში, სადაც მათე ღვინიანიძე ("მიუნხენ 1860") და ორი ვეტერანი ქართველი თამაშობს: ლევან კობიაშვილი ("ჰერტა") და ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე"). ორივე ეს ფეხბურთელი ბუნდესლიგიდან გადაყვა თავის კლუბს.
კობიაშვილის "ჰერტამ" 3:2 "ობერჰაუზენს", ბერლინელთა ქართველმა ვიცე-კაპიტანმა 90 წუთი ითამაშა. "კიკერი" ქართველს მე-7 წუთზე ლამიდის მიერ გატანილ გოლში ადანაშაულებს. "შპორტალმა" ჩვენებურს გუნდში ყველაზე უარესი შეფასება - 4,5 ბალი დაუწერა, საუკეთესო კი კოლუმბიელი ადრიან რამოსი იყო - 2,5.

სტარტი ჩააფლავა იაშვილის "კარლსრუემ", რომელიც სტუმრად "ფიურტთან" 1:4 შერცხვა. ქართველი კაპიტანი 57-ე წუთზე შეცვალეს (ამ დროს "კარლსრუე" 0:2-ს აგებდა). "შპორტალმა" იაშვილის თამაშიც 4,5 ბალით შეაფასა, თუმცა ამ შემთხვევაში მისი თანაგუნდელების ნაწილი უფრო უარესი შეფასებით "დააჯილდოვეს". დღეს "მიუნხენი" "ბოხუმს" სტუმრობს...

საფრანგეთის ლიგა 2-ში ქართველთა "ლე მანი" შინ 0:2 დამარცხდა "შატორუსთან", კარში კვლავ დიდიე ოვონო იდგა, რომელმაც კვლავ არადამაჯერებლად ითამაშა, გიორგი მაკარიძე კი სათადარიგო იყო.


დასავლეთ ევროპიდან რუსეთში გადმოვინაცვლოთ, სადაც მე-18 ტური გაიმართა. ტური "როსტოვისა" და ნალჩიკის "სპარტაკის" დაპირისპირებით დაიწყო, რომელიც 1:1 დასრულდა. სტუმართა რიგებში დავით სირაძე არ ყოფილა, რადგან კლუბს ერთ თამაშში 6-ზე მეტი ლეგიონერის გამოყვანა არ შეუძლია ("როსტოვთან" ზუსტად 6-მა ლეგიონერმა ითამაშა), გოგიტა გოგუა 93-ე წუთზე შეცვალეს, მას "ჩემპიონატმა" დაბალი შეფასება - 5,5 ბალი დაუწერა. არადა, მან თითქოს დაჩაგრა ვიზავი ფლანგზე, აფხაზი ანრი ხაგუში, რომელსაც ასევე 5,5 ბალი დაუწერეს. ნალჩიკელებმა (32 ქულა) მე-4 ადგილი შეინარჩუნეს. 

შაბათს მოსკოვის "სპარტაკმა" 4:2 აჯობა "ტომს". ჯანო ანანიძეს თამაში სასტარტო წუთებიდან ლეგიონერებზე ლიმიტის გამო არ მოუწია, ჩვენებური 72-ე წუთზე გამოიყვანეს ბრაზილიელი იბსონის ნაცვლად. ჩვენებურმა ბევრიც ვერაფერი მოასწრო, ბოლო წუთზე დაარტყა, მაგრამ ბურთს გზად სტუმართა მცველი გადაეღობა. ჯანოს თამაში "ჩემპიონატმა" 5,5 ბალით შეაფასა. "სპარტაკი" 26 ქულით უკვე მეექვსეა. 
ლევან გვაზავა სათადარიგო იყო "კრილია სოვეტოვსა" და "ტერეკს" შორის მატჩში, რომელიც გროზნოელებმა 3:1 მოიგეს. ტურში ყველაზე დიდ ინტერესს მოსკოვური დერბი იწვევდა, "დინამომ" 3:0 გაანადგურა მალხაზ ასათიანის "ლოკომოტივი". ჩვენებურმა 5-კაციან დაცვაში ლიბეროობა იტვირთა (ისე, რაღა დროს ლიბეროთი თამაშია!) და 5 ბალი მიიღო. რკინიგზელები 23 ქულით მე-8 ადგილზე არიან.
რუსეთის ჩემპიონმა "რუბინმა" 2:0 მოუგო "სატურნს", ლაშა სალუქვაძემ შეუცვლელად ითამაშა და 6 ბალი დაიმსახურა. ჩემპიონი მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება "ზენიტს", მაგრამ ლიდერზე 2 თამაშით მეტი აქვს გამართული.

"ანჟის" სასტარტოში ადგილი დაიბრუნა საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა ნუკრი რევიშვილმა "ალანიასთან" გასვლით მატჩში. სათადარიგოთა სკამზე იყო ოთარ ხიზანეიშვილი. რევიშვილმა მშრალად შეინახა კარი (0:0), ხოლო მე-80 წუთზე კი ოთარ ხიზანეიშვილის დებიუტი შედგა "ანჟიში". 

I დივიზიონში ქართველთა "ვოლგა" სტუმრად "ლუჩ-ენერგიას" დაუზავდა - 1:1. თეთრაძემ ქართული კვარტეტიდან მხოლოდ გიორგი ნავალოვსკი და ედიკ საჯაია ათამაშა (მარცვალაძეს და ხოჯავას დისკვალიფიკაცია ჰქონდათ). ნავალოვსკიც 25-ე წუთზე შეცვალა. თეთრაძემ ნაადრევი ცვლილება თანამემამულის ცუდი თამაშით ახსნა. "ვოლგა" 42 ქულით მე-3 ადგილზეა.

საბა კვირკველიამ რუსული კარიერა არმიის დუბლების განადგურებით დაიწყო, "ზენიტის" დუბლებმა 5:1 მოუგეს ცსკა-ს მეორე ეშელონს, ჩვენებურმა კი ბოლო 10 წუთი ითამაშა. მანამდე (51-ე წუთზე) სტუმართა რიგებში ნიკა ძალამიძე გამოჩნდა.
უკრაინულ ვიშალიგაში მე-7 ტური გაიმართა. გიორგი გაბედავა ამჯერად "ილიჩევეცის" განაცხადშიც (2:2 "არსენალთან") ვერ მოხვდა. "ტავრიასა" და ზაპოროKჟოიეს "მეტალურგის" მატჩში ვასილ გიგიაძე 83-ე წუთზე ფეხბედნიერად გამოვიდა მოედანზე, მასპინძლებმა ორივე გოლი მას მერე გაიტანეს - 2:0.

გუშინ უჩა ლობჟანიძის "დნიპრო" კიევის "დინამოს" ესტუმრა და დაუზავდა - 0:0. უჩამ, ტრადიციულად, შეუცვლელად ითამაშა. "დნიპრო" 16 ქულით მე-3 ადგილზეა. "კარპატიმ" სანდრო გურულის გარეშე მოუგო "სევასტოპოლს" - 2:1.
დუბლების ჩემპიონატში დონეცკის "შახტარის" ახალწვეულმა თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. "ვოლინთან" მატჩში ოქრიაშვილმა 83-ე წუთზე პენალტი გაიტანა და ქულა იხსნა - 1:1.   
  

უნგრეთის ჩემპიონატში "ვაშაშის" რიგებში დებიუტი ჰქონდა ვახტანგ ფანცხავას, ბუდაპეშტელები "უიპეშტს" ესტუმრნენ და 2:2 დაუზავდნენ, 20 წლის ქართველი ფორვარდი 78-ე წუთზე გამოჩნდა. "დიორი ეტო" 1:1 დაუზავდა მტკ-ს. გიორგი განუგრავამ 90 წუთი ითამაშა, ხოლო თეიმურაზ შარაშენიძემ 71-ე წუთამდე ითამაშა, რატი ალექსიძე კი არ ყოფილა. მეორე ტაიმში განუგრავა გააფრთხილეს.
დაიწყო ისრაელის ჩემპიონატიც, პირველ ტურში ლადო დვალიშვილის "მაქაბიმ" სტუმრად 1:0 მოუგო თელ ავივის "მაქაბის", ჩვენებურს თავი არ გამოუჩენია.  სერბეთის პირველობის I ტურში "ვოივოდინამ" სტუმრად 2:0 სძლია "ბორკას", გიორგი მერებაშვილი 68-ე წუთზე შეცვალეს. 

აზერბაიჯანში გოლი გიორგი ადამიამ გაიტანა, ლატვიაში მამუკა ღონღაძემ, ფინეთში ანზორ კალაძემ, შვეიცარიაში გიორგი ივანიშვილმა, ხოლო მოლდოვაში ლევან კორღალიძემ, თუმცა ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ხვალ იყოს...


ნიკოლოზ ნეფარიძე
ნანახია: 748 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!