ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 28.03.2024, 23:14


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 5 » კონონოვის წინასამატჩო პრესკონფერენცია (ფოტომასალა)
17:01
კონონოვის წინასამატჩო პრესკონფერენცია (ფოტომასალა)
 

  გია გეგუჩაძის პრესკონფერენციის შემდეგ, ოლეგ კონონოვის ჯერი დადგა. პირველი მატჩი "კარპატმა" ანგარიშით 1-0 მოიგო, თუმცა მწვრთნელი ამ შედეგით უკმაყოფილოა, რაშიც მთავარი "დამნაშავე" "ზესტაფონია". ბელარუსი მწვრთნელის თქმით, ისინი პატივს სცემენ მეტოქეს, თუმცა მიზნად დასახული აქვთ მხოლოდ ერთი - მომდევნო ეტაპზე გასვლა. კონონოვის აზრით, იმერულ კლუბს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. თითქმის ყოველ მათგანს შეუძლია გუნდური თამაში. "კარპატის" მწვრთნელი კმაყოფილია აქ შექმნილი პირობებით. როგორც ცნობილია, უკრაინული დელეგაციის წევრები იმერეთისა და ბათუმის სხვადასხვა სასტუმროებში არიან განთავსებულნი. კონონოვის თქმით, არავითარი პრობლემა არ შექმნილა. დელეგაციის წევრები არიან კარგ სასტუმროებში და არც საკვების მხრივ აქვთ რაიმე პრეტენზია. გუნდი ქუთაისში, კერძოდ კი, სასტუმრო "ბაგრატი-1003”-ში დაბანაკდა. "კარპატის" მწვრთნელი  მინდვრის საფარსაც შეეხო: "საფარი ნამდვილად არ არის საუკეთესო მდგომარეობაში. ჩვენ გვესმის, რომ ამ ცხელ კლიმატურ პირობებში ძნელია მოამზადო მაღალი ხარისხის მინდორი. საფარისა და ამინდის მხრივ, ორივე გუნდი ერთნაირ პირობებში იქნება. ახალ სეზონში ყველა მატჩი სიცხეში ჩავატარეთ, თუმცა ტემპერატურის დაგდება ჩვენ არ შეგვიძლია.  საფარის ხარისხი ჩვენს ტაქტიკაზე არავითარ ზეგავლენას არ მოახდენს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, სასურველი შედეგით დავასრულოთ შეხვედრა და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები".  
  ზესტაფონში, ცნობილია, რომ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე საზეიმო მსვლელობა იმართება და გულშემატკივრები ხალხს სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდებენ.  


ბექა დოგრაშვილი














ნანახია: 1439 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!