ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 27.04.2024, 07:31


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 27 » კანკავას დაბუნება, მარცვალაძის დუბლი (ვიდეომასალა)
23:10
კანკავას დაბუნება, მარცვალაძის დუბლი (ვიდეომასალა)


ჩვენი ლეგიონერები უმთავრესად სათასო მატჩებში ჩაებნენ. ბუნებრივია, ყველა ჩვენებურის გუნდს არ უთამაშია, მაგრამ იმდენმა გამოიჩინა თავი, ასე ხშირად უქმეებზე არ ხდება ხოლმე. უმთავრესად ჯაბა კანკავას დაბუნებას და ოთარ მარცვალაძის დუბლს გამოვყოფთ.

ძალიან დიდი ხანია ჯაბა კანკავას არ უთამაშია და აი, ქართველი ნახევარმცველი "დნიპროს" სათასო მატჩში დაუბრუნდა. უკრაინის თასის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში "კრემენის" წინააღმდეგ ჯაბა გამოჩნდა. ხუანდე რამოსმა ჩვენებურს სათამაშოდ 68-ე წუთზე უხმო კაპიტან მაქსიმ კალინიჩენკოს ნაცვლად. უჩა ლობჟანიძემ 90 წუთი ითამაშა. სხვათა შორის, ამ თამაშში ტრიბუნებზე დიდი არეულებები მოხდა და საქმეში უკრაინის სპეცრაზმიც ჩაერთო.

დიმიტრი ტატანაშვილის "მეტალურგმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ფენიქსს", ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო. დავით თარგამაძის "ოლექსანდრია" შინ 1:2 დამარცხდა კიევის "არსენალთან". "ოლექსანდრიას" ქართველმა ათიანმა სასტარტოში ითამაშა. "კარპატი"-"ვოლინის" შეხვედრაში სანდრო გურული სათადარიგო იყო. ის მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. 70-ე წუთზე გურულმა გოლი შეაგდო, მან საკუთარი ნახევრიდან მიიღო პასი და ბრწყინვალედ დაამუშავა ბურთი გადამწყვეტ დარტყმამდე. "კარპატიმ" 3:0 იმარჯვა.
რუსული პრემიერლიგის უმნიშვნელოვანეს მატჩში "სპარტაკი" ლიდერ "ზენიტს" მასპინძლობდა. ჯანო ანანიძემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა შესვენების

რუსეთის პირველ დივიზიონში სულ უფრო უახლოვდება მიზანს ომარ თეთრაძის "ვოლგა". ნიჟნი ნოვგოროდელებმა შინ სოჭის "ჟემჩუჟინას" აჯობეს - 3:0. ჩემპიონატის ბომბარდირმა ოთარ მარცვალაძემ მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში 64-ე წუთზე გოჩა ხოჯავამ ტურსუნოვს გაატანინა, 73-ე წუთზე კი მარცვალაძემ დუბლი შეასრულა. ახლა ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 31 თამაშში 21 გოლია. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური რჩება "ვოლგა" მეორეზეა და მესამე ადგილოსან "ნიჟნი ნოვგოროდს" 4 ქულით უსწრებს, ბომბარდირთა დავაშიც მარცვალაძე 4 გოლით წინაა სპარტაკ გოგნიევზე. შემდეგ ტურში კი ნიჟნი ნოვგოროდის დერბია, ქართველთა გუნდს ფრეც ჰყოფნის პრემიერლიგის საგზურის მოსაპოვებლად. "ჟემჩუჟინასთან" მატჩში შეუცვლელად ქართველთაგან მარცვალაძემ და ედიკ საჯაიამ ითამაშეს, გიორგი ნავალოვსკი 86-ე წუთზე შეცვალეს, ხოჯავა - 78-ეზე. მარცვალაძემ ბოლო 6 თამაშში 9 გოლი გაიტანა.

სერბეთის თასზე გიორგი მერებაშვილის "ვოივოდინა" "სრემს" ეწვია და ქართველის წყალობით დაძლია ეს ეტაპი. საქმე იმაშია, რომ 83-ე წუთამდე მასპინძლები 2:1-ს იგებდნენ. შემდეგ მერებაშვილმა გაიტანა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა. საბოლოოდ გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, სადაც "ვოივოდინამ" 5:4 მოიგო.

დანიის თასზე "ორჰუსმა" სტუმრად "ვარდე" დაამარცხა - 1:0. დავით დევდარიანმა შეუცვლელად ითამაშა.
პროდუქტიული დღე ჰქონდათ ქართველ ლეგიონერებს ლატვიურ ვირსლიგაში, განსაკუთრებით ღონღაძეებს - "დაუგავას" მამუკა ღონღაძემ "ტრანზიტსს" გამარჯვების გოლი გაუტანა - 1:0. "ოლიმპსის" ლაშა ღონღაძემ სულაც დუბლი შეასრულა "იურმალას" კარში. თამაზ პერტიას "დაუგავამ" ამ მოგებით 50 ქულა დააგროვა. სასტარტოში ღონღაძემ და დავით ფაილოძემ ითამაშეს, გიორგი წაქაძე და გიორგი ჩიხრაძე სათადარიგოები იყვნენ. მამუკამ მატჩის ერთადერთი გოლი მე-8 წუთზე გაიტანა. "ოლიმპსის" რიგებში სასტარტოში იყვნენ ლაშა ღონღაძე და კოტე ზარნაძე, გიორგი ჩხიკვიშვილი კი თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო. "ოლიმპსი" 21 ქულით მერვეა. ლაშამ მე-13 და 43-ე წუთზე გაიტანა. ლიდერმა "სკონტომ" სტუმრად 2:1 მოუგო "მეტალურგსს", დავით ჯანელიძე მატჩის მიწურულს გამოჩნდა. 

 ყაზახეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში გიორგი ფეიქრიშვილის "ატირაუმ" 0:2 წააგო "ლოკომოტივთან". ჩვენებურს არ უთამაშია. "ატირაუ" 44 ქულით მე-5 ადგილზეა. უნგრეთის თასზე ვახტანგ ფანცხავას "ვაშაშმა" სტუმრად 3:1 მოუგო "ტიცა ვოლანს". საბერძნეთის თასზე გიორგი შაშიაშვილის "ერგოტელისი" სტუმრად "იანინასთან" 0:1 დამარცხდა.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


ნანახია: 994 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!