ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 01:23


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 20 » კვირკველია: "ისე მინდოდა ნაკრებში თამაში, როგორც სიცხისგან გათანგულს წყალი"
14:46
კვირკველია: "ისე მინდოდა ნაკრებში თამაში, როგორც სიცხისგან გათანგულს წყალი"


საქართველოს ნაკრების მცველი დავით კვირკველია ზამთრის შესვენებისას სამშობლოში დაბრუნდა. ფეხბურთელი ყაზანის "რუბინში" აღარ ითამაშებს, ეს გადაწყვეტილი ამბავია, ასე რომ, კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება მოუწევს. დათოს ამ საკითხზე ვესაუბრეთ.

- ყაზანის "რუბინთან" 31 დეკემბერს მიმთავრდება კონტრაქტი. ამ გუნდში თამაში არ მიწევდა და ხელშეკრულების გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. უკვე გადავწყვიტე, რომ თამაშს სხვა კლუბში გავაგრძელებ.

- მაინც რა იყო უთამაშებლობის მიზეზი და ამ საკითხზე გუნდის მთავარ მწვრთნელ ყურბან ბერდიევს თუ ელაპარაკეთ?
- ისედაც კარგად ვხედავდი ყველაფერს და არ მილაპარაკია. ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გამიცდა, გამოვჯანმრთელდი, მაგრამ ჩვეულ ფორმაში არ ვიყავი, სათანადოდ ვერ ვთამაშობდი. ჩემ ნაცვლად ანსალდი ჩაჯდა ძირითად შემადგენლობაში.

- სეზონი მახაჭყალის "ანჟიში" დაიწყეთ, მაგრამ ზაფხულში ყაზანში დაბრუნდით. "ანჟიში" დარჩენა არ შეგეძლოთ?
- "რუბინმა" მხოლოდ ექვსი თვით გამანათხოვრა, საიჯარო ვადა რომ ამოიწურა, "ანჟის" მთავარ მწვრთნელ გაჯი გაჯიევს ჩემი დატოვება უნდოდა. კლუბის მენეჯერს ჩემ თაობაზე "რუბინთან" მოლაპარაკებაც დაავალა, მაგრამ კლუბები საიჯარო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ და იძულებული გავხდი "რუბინში" დავბრუნებულიყავი.

- "რუბინში" დაბრუნებამდე ინფორმაცია გაავრცელეს, რომ კარიერას ნოვოსიბირსკის "სიბირში" გააგრძელებდით. თუმცა ამ გუნდში არ გადასულხართ.
- როცა "ანჟიში" ჩემი დარჩენა გამოირიცხა, "რუბინის" ხელმძღვანელობას ვთხოვე -  თუ თამაში არ მომიწევს, სხვა გუნდში მაინც გამანათხოვრეთ-მეთქი. მაშინ იყო, "სიბირის" ვარიანტი რომ გამოჩნდა, მაგრამ უარი ვთქვი. ალბათ ჩათვალეს, რომ ამ ვარიანტს არ ვიუარებდი და გავრცელდა ეს ცნობა.

- რას ფიქრობთ, კარიერას სად გააგრძელებთ?
- არდადეგები მაქვს და ვისვენებდი. ხვალიდან ინდივიდუალურად ვარჯიშს დავიწყებ. მართალი გითხრათ, ჯერ არ ვიცი, სად ვითამაშებ. არის ვარიანტები, ჩემი აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს და ყველაფერი მალე გაირკვევა. შესაძლოა ახალი ვარიანტიც გამოჩნდეს.

- რომელ გუნდებზეა საუბარი?
- კლუბებს, ცხადია, არ დავაკონკრეტებ, იმას კი გეტყვით, რომ სამი ვარიანტია, სამივე გუნდი რუსეთის პრემიერლიგაშია.

- ერთი, ალბათ, მახაჩყალის "ანჟია". ამ გუნდის თავკაცმა გაჯიევმა პრესასთან საუბარშიც გაქოთ.
- ეს მეც გავიგე, მაგრამ ჯერ ვერაფერს გეტყვით. ისე კი, სასიხარულოა, როცა ის მწვრთნელი გაქებს, რომელთან ერთადაც გიმუშავია.

- ჩვენი ინფორმაციით, სხვა ორი გუნდი გროზნოს "ტერეკი" და ნალჩიკის "სპარტაკია".
- მე ვერაფერს დავაკონკრეტებ.

- ის მაინც გვითხარით, თქვენი სატრანსფერო საკითხი როდის გაირკვევა?
- წლის ბოლომდე ან იანვრის პირველ კვირაში ყველაფერი მეცოდინება.

- ნაკრებზეც ვთქვათ. კლუბში უთამაშებლობა ეროვნულ გუნდშიც დაგეტყოთ.
- შესარჩევი ციკლის ოთხი მატჩიდან ორში, საბერძნეთთან და ლატვიასთან ვითამაშე. სლოვენიასთან ამხანაგურ შეხვედრაშიც მივიღე მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ჩემი თამაშით უკმაყოფილო ვარ. მეტი შემიძლია, მაგრამ უთამაშებლობა მართლაც დამეტყო. იმედი მაქვს, ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ, ეს პრობლემა ხელს აღარ შემიშლის და უკეთესად ვითამაშებ.

- ნაკრებში მარცხენა ფრთაზე მცველადაც გითამაშიათ და ნახევარმცველადაც. რომელ პოზიციაზე ხართ უფრო პროდუქტიული?
- უთამაშებელს ისე მინდოდა თამაში, როგორც სიცხისგან გათანგულს წყალი. კარში ვერ ჩავდგებოდი და ნებისმიერ პოზიციაზე სათამაშოდ მზად ვიყავი. თუ სად უფრო პროდუქტიული ვიქნები, ეს მწვრთნელმა უკეთ იცის. ასე რომ, სადაც დამაყენებენ, იქ ვითამაშებ. რაც მთავარია, და ძალიან მახარებს, ისაა, რომ ნაკრებში პროგრესია და გულშემატკივარი ტრიბუნაზე მობრუნდა. ეს ხალხი გაისადაც არაერთხელ უნდა გავახაროთ.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


ნანახია: 741 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!