ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 21:16


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 19 » კობის ანგინა გაუგრძელდა
20:32
კობის ანგინა გაუგრძელდა


გუშინ ევროპაში რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, სამმა მათგანმა კი თავი გოლითაც გამოიჩინა. II ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-2 ტურია ვერ თამაშობს ლევან კობიაშვილი (მისი "ჰერტა" სტუმრად "ინგოლშტადტს" დაუზავდა - 1:1), ვეტერან ქართველს ანგინა აქვს. იმედია, ამის გამო მას ხორვატიის ნაკრებთან მატჩის გამოტოვებაც არ მოუხდება.

ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ალექსანდრე იაშვილმა გოლი გაიტანა, მაგრამ რაღა დროს - მისი "კარლსრუე" 0:5 მარცხდებოდა "მიუნხენთან", როცა ჩვენებურმა პრესტიჟისა შეაგდო. დიდია საფრთხე, რომ უკვე უიქენდის მატჩების შემდეგ "კარლსრუე" გასავარდნ ზონაში აღმოჩნდება. სანუგეშოდ იმას ვიტყვით, რომ "კარლსრუეს" ჩავარდნა მისი კაპიტნის ბრალი არ არის, ამ თამაშშიც მან საუკეთესო შეფასება მიიღო "შპორტალისგან" - 3,5 ბალი.

სეზონი განაახლა "ორჰუსმა", რომელმაც შინ 2:0 მოუგო "ჰორბოს". ვიასატლიგის პირველი გოლი 2011 წელს ქართულია - დავით დევდარიანმა 33-ე წუთზე დააწინაურა თავისიანები. ეს დევდარიანის მე-8 გოლია ჩემპიონატში.

მესამე ქართული გოლი კი აზერბაიჯანში გავიდა, "ყარაბახმა" აზალ-ს გიორგი ადამიას პენალტის წყალობით მოუგო - 1:0. ადამიამ ჩემპიონატში მე-12 გოლი გაიტანა. ჰოლანდიაში გურამ კაშიას (90 წუთი) "ვიტესი" "ალკმაარს" ესტუმრა და 1:3 წააგო. რუმინეთიდან ნაკრებში მოგებული მოდის აკაკი ხუბუტია, მისმა "გაზ-მეთანმა" 2:0 დაამარცხა "პანდური", ჩვენებურმა სრულად ითამაშა.


ნანახია: 829 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!