ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 02:03


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » აპრილი » 18 » კობიაშვილი თითქმის ბუნდესლიგელია
16:52
კობიაშვილი თითქმის ბუნდესლიგელია


ქართული ლეგიონის უქმეების გმირი ლევან მჭედლიძეა, რომელმაც გოლითა და საგოლე პასით "ემპოლის" სტუმრად, ბერგამოში მოაგებინა. თავი გამოიჩინა "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ, რომელმაც ასევე გაამარჯვებინა თავისიანებს. გოლები სხვა ქართველებმაც გაიტანეს...

გოლი, სხალთა, პასი და ტრავმა

სერია ბ-ში ლევან მჭედლიძის "ემპოლი" ლიდერ "ატალანტას" ესტუმრა და 2:1 მოუგო. ამ თამაშის გმირი ქართველი ფორვარდი იყო მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ნახევარ საათზე ოდნავ მეტი დაჰყო. ლევანმა საჯარიმოში დასწრებაზე ითამაშა და მე-16 წუთზე გახსნა ანგარიში. ეს მისი მე-2 გოლი იყო სეზონში. 29-ე წუთზე მან საგოლ პასი მიითვალა, შემდეგ კი ბარძაყი დაიშავა და მოედანი ნაადრევად დატოვა. და რა შუაშია სხალთა? ლევანმა უჩვეულოდ აღნიშნა გოლი, წვივსაფარი გაიძრო, რომელზეც ქართულად ეწერა "სხალთა".
ძალიან კარგად გაისარჯა კახა კალაძე, რომლის "ჯენოამაც" 3:0 სძლია "ბრეშას". კახამ იტალიური საიტების უმეტესობისგან ძალიან მაღალი შეფასება - 7-იანი დაიმსახურა.

უკან, ელიტაში

არც ერთია გადაწყვეტილი და არც მეორე, მაგრამ ჩვენი ორი გამოცდილი ლეგიონერი, სავარაუდოდ, ელიტურ ლიგებს დაუბრუნდება. ლევან კობიაშვილის "ჰერტას" თავი თითქმის ქუდში აქვს, ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 65 ქულით ლიდერობს და მესამეადგილოსან გუნდს 10 ქულით უსწრებს. "ჰერტამ" "ოსნაბრუკს" შავი დღე აყარა - 4:0. ლევანმა მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა და 48-დან 39 ზუსტი პასი გააკეთა. "შპორტალმა" მას ძალიან კარგი შეფასება - 2,5 ბალი დაუწერა, თუმცა ეს არ იყო გუნდში საუკეთესო, იმდენად კარგად ითამაშეს ბერლინელებმა. დღეს "კარლსრუეს" "აუგსბურგთან" მატჩში დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება ქართველი კაპიტანი ალექსანდრე იაშვილი.
პრემიერლიგაში დაბრუნების ჩინებული პერსპექტივა აქვს ზურაბ ხიზანიშვილს, მისმა "რედინგმა" ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო! "რედინგი" 72 ქულით მე-4 ადგილზეა. "ლესტერთან" 3:1 მოგებულ შეხვედრაში ხიზანიშვილი ორჯერ დროულად გადაეფარა ბურთს.

კაშიას თავური, განუგრავას შავი დღე

სეზონში მეორე გოლი გაიტანა გურამ კაშიამაც, რომლის თავურმაც "ვიტესს" "გრონინგენთან" მატჩში მოაგებინა - 2:1. 81-ე წუთზე კაშიამ აისატის პასით იხეირა. "ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გოლი როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის. ჩვენ სამი ქულა მოვიპოვეთ და ეს არის მთავარი", - განაცხადა კაშიამ მატჩის შემდეგ.
უნგრულ შოპრონილიგაში დიდი ხანია, "ეტოს" შემადგენლობაში სამ ქართველს არ უთამაშია. სასტარტოში იყვნენ რატი ალექსიძე და გიორგი განუგრავა, მეორე ტაიმში კი რატის ნაცვლად ლაშა თოთაძე გამოვიდა. 48-ე წუთზე სტუმართა კართან კუთხური დაინიშნა, ჩამოწოდებულს ფეხით განუგრავა შეეხო და ბურთი საკუთარ კარში გაგზავნა. სხვათა შორის, გიორგიმ 81-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო, არადა, იმ დროისთვის კარგა ხნის შეცვლილი იყო. ნბ1-ის საიტზე ალექსიძესა და განუგრავას 5-5 ბალი დაუწერეს, რაც უნგრეთში ცუდი შეფასებაა. ჩვენებურებმა თავი გამოიჩინეს კვიპროსზე - ლევან მაღრაძემ გოლი გაიტანა "პაფოსთან" 3:3 დასრულებულ მატჩში, რომელშიც მოედანზე და მის გარეთ სერიოზული არეულობები მოხდა, ხოლო ეთნიკოსელმა ლევან ქებაძემ საგოლე პასი მიითვალა. სხვათა შორის, ქებაძე უეფას საკლუბო კლასიფიკაციით მოწინავე 30 ქვეყანაში ყველაზე ხნიერი ქართველი ლეგიონერია, ის 36 წლისაა.
ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო გიორგი მერებაშვილის "ვოივოდინამ", რომელმაც სტუმრად ლიდერი "პარტიზანი" 1:0 დაამარცხა. ნოვი სადელებს ამ შეხვდრაში დაუბრუნდა ქართველი ნახევარმცველი, რომელმაც ბევრი იაქტიურა. ამ მოგებით "ვოივოდინას" ჩემპიონობის კარგი შანსი გაუჩნდა.

იქ, სადაც ამისულაშვილია და სადაც ის აღარ არის

რაც ალექსანდრე ამისულაშვილი თურქეთიდან რუსეთში გადავიდა, მისმა ყოფილმა გუნდმა "ქაისერმა" 8 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა. აი, ასეთი ფასეული ფეხბურთელი ჰყოლია გუნდში შოთა არველაძეს. საქართველოს ნაკრების მცველმა ეს ახალ რუსულ გუნდშიც დაამტკიცა, რომელშიც დებიუტი... კაპიტნის სამკლავურით ჰქონდა. ის, რომ "კრასნოდარი" ჯერაც დაუმარცხებელია და მსოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული, დიდწილად სწორედ ქართველი კაპინტის დამსახურებაა. მე-5 ტურში დებიუტანტი სამარაში "კრილია სოვეტოვს" 0:0 ეთამაშა, ეს იმიტომ, რომ 73-ე წუთზე ქართველმა მცელმა ერთობ იყოჩაღა - ის იყო, ბურთს კარის ხაზი უნდა გადაეკვეთა, რომ ალეკო ოსტატურად შეწვდა მას და კუთხურზე მოიგერია. მან ბრაზილიელ თანაგუნდელ რამოსთან ერთად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა "ჩემპიონატისგან" - 6,5. ის შეტევაშიც სახიფათოდ ერთვებოდა (მე-17 წუთზე გოლის გატანაც შეეძლო) და დაცვაში მაგრად იდგა (81-ე წუთზეც გადაეფარა მეტოქე ფეხბურთელის შორეულ გასროლას).
ომარ თეთრაძის "ვოლგამ" პირველი მარცხი იწვნია, სტუმრად "ლოკომოტივთან" 0:1 წააგო. მეტოქე აშკარად სჯობდა "ვოლგას", რომელსაც წინა ტურში გაძევებული გოჩა ხოჯავა აკლდა (გოჩამ დუბლებში ითამაშა და შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გოლი იქაც გაიტანა), შემდეგ თეთრაძემ აღიარა კიდეც, 2 ტაიმი სულ დაცვაზე ფიქრი ძნელიაო. "ვოლგას" ვერც მეორე ტაიმის დასაწყისშივე შემოსულმა გოგიტა გოგუამ უშველა. "ჩემპიონატმა" ქართველებში ყველაზე მაღალი შეფასება ოთარ მარცვალაძეს დაუწერა - 6 ბალი. 5,5 ბალი დაიმსახურეს გოგუამ და ლაშა სალუქვაძემ, ხოლო გია გრიგალავამ - 5.

კანკავა საავადმყოფოში

უკრაინულ ტურში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ამბები "დნიპროსა" და "სევასტოპოლის" მატჩში მოხდა - უჩა ლობჟანიძისა და მათე ღვინიანიძის გუნდებმა ნამდვილი თრილერი შესთავაზეს მაყურებელს, თუმცა ხუანდე რამოსმა ჩათვალა, რომ ლობჟანიძისთვის ერთი ტაიმიც საკმარისი იყო და ის შესვენებაზე შეცვალა.
აზერბაიჯანში გოლი გაიტანა დავით ოდიკაძემ, ისრაელის ლეუმითლიგაში კი ირაკლი გეფერიძემ შეაგდო.


ნანახია: 1035 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!