ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 18.04.2024, 14:19


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მარტი » 7 » კობახიძის `კრივბასი` გიგიაძის `ტავრიას` წინააღმდეგ
00:24
კობახიძის `კრივბასი` გიგიაძის `ტავრიას` წინააღმდეგ

სანდრო კობახიძის  "კრივბასი" უკრაინის ჩემპიონატში ბოლო, მე–16 ადგილზეა. ახლახან გუნდმა კიევის "დინამოსთან" გამართა შეხვედრა და დაძაბულ ორთაბრძოლაში მატჩი 0:1 დათმო. სატურნირო ცხრილში რთული ვითარების გამო "კრივბასისთვის" ყველა მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მორიგი ტურის შეხვედრას "კრივბასი" ვასილ გიგიაძის "ტავრიასთან" გამართავს.

Goli.ge სანდრო კობახიძეს ესაუბრა.

ქართველმა ფეხბურთელმა კიევის "დინამოსთან" შეხვედრის შეფასებისას დასძინა: "კიევის "დინამოსთან" რთული თამაში გვქონდა და მეტოქეს  ღირსეული წინააღმდეგობაც გავუწიეთ. თამაშის შემდეგ ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ "კრივბასი" საკმაოდ მოძლიერდა და კარგი გუნდიც ჩამოყალიბდაო".

აღსანიშნავია, რომ სანდრომ "დინამოს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი დაჰყო.  

"შემდეგი შეხვედრა "ტავრიასთან" გვაქვს. როგორც იცით, ვასილ გიგიაძე  აღნიშნულ კლუბში ირიცხება. ჩვენთვის  მნიშვნელოვანია ყველა შეხვედრის სასურველი ანგარიშით დასრულება, რადგან სატურნირო ცხრილში რთული მდგომარეობა გვაქვს,  ბოლო ადგილზე ვიმყოფებით. "ტავრია" ძლიერი გუნდია და მათთან თამაში  საკმაოდ რთული იქნება. თუ გვსურს, რომ ჩემპიონატში ადგილი შევინარჩუნოთ, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ", – აღნიშნა კობახიძემ.

            საქართველოსა და  ესტონეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩის ნახვა სანდრომ ვერ მოახერხა, მაგრამ ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ ქეცბაიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა ნაკრებზე დადებითად იმოქმედებს. "გაცილებით კარგად ათამაშდება ნაკრები და შედეგიც გვექნება. თემურ ქეცბაია კარგი ფეხბურთელი იყო და როგორც მწვრთნელს ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა. ვიცი, რომ ფეხბურთით შეპყრობილი ადამიანია და ნაკრებისთვის ყველაფერს გააკეთებს", – დასძინა ფეხბურთელმა.

            სანდროს ხშირი ურთიერთობა აქვს უკრაინაში მოთამაშე სხვა ქართველ ლეგიონერებთან.  "ბექა გოცირიძემ უკვე დაიწყო აქტიურად ვარჯიში და ნელ–ნელა ძველ სათამაშო ფორმას იბრუნებს. ჯაბა კანკავას კვლავ ტრავმები აწუხებს და ამჟამად თბილისში იმყოფება. სასიამოვნო ისაა, რომ უჩა ლობჟანიძეც დაგვემატა და თავის კლუბში  ნელ–ნელა მკვიდრდება", – აღნიშნა მან.

                სანდრო კობახიძე  "დნიპროში" 2 წლის წინ გადავიდა, მაგრამ მისი საფეხბურთო კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორც მას  სურდა. რამდენიმე საკონტროლო შეხვედრაც გამართა, მაგრამ ძირითადში ადგილის დამკვიდრება ვერა და ვერ  შეძლო. ჯერ დუბლებში თამაშობდა, შემდეგ თავისივე სურვილით "კრივბასში" გაანათხოვრეს. ფეხბურთელი გუნდში თავს კარგად გრძნობს, რადგან სათამაშო პრაქტიკა აქვს და სათადარიგო სკამზე არ ზის.  სანდრომ საუბარში აღნიშნა, რომ  სეზონის ბოლომდე კლუბში დარჩენას აპირებს.


მირანდა სურმანიძე                                                                                                                         www.goli.ge

ნანახია: 817 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!