ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 18.04.2024, 22:16


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » კალაძის მეორე ახალგაზრდობა და ბერლუსკონის დუმილი
23:03
კალაძის მეორე ახალგაზრდობა და ბერლუსკონის დუმილი


კახა კალაძეს მეორე ახალგაზრდობა გაეხსნა "ჯენოაში” - ახალი წლიდან ყველაფერი შეიცვალა ქართველი მცველისათვის, როგორც იქნა მან თავისი ქრონიკული ტრავმები მოიშუშა და მოედანზე სტაბილურად გამოსვლა დაიწყო.

 

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ახლა გენუელთა ერთ-ერთი ლიდერი და დაცვის ხაზის მთავარი საყრდენია, რომელზეც გუნდი სერიოზულ იმედებს ამყარებს.

 

32 წლის ფეხბურთელს ბოლო ხანს მეტად კარგი პრესა აქვს იტალიაში - სერია "ა”-ს 24-ე ტურში გასულ უქმეებზე კახამ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჩაკეტვა შეძლო და ამან მის მიმართ ყურადღება კიდევ უფრო გაზარდა.

 

იმ ბრძოლაში "ჯენოას” დაცვამ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე საიმედოდ ითვლება ჩემპიონატში, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა "მილანის” მრისხანე თავდასხმის ტრიოსაგან: რობინიო-იბრაჰმოვიჩი-პატო (1:1) და ამაში ცენტრალურ მცველთა ტანდემის კალაძე-დაინელის დიდი დამსახურებაა.

 

"კახაბერი გამოდის მოედანზე, აჩვენებს შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებს, ბურთზე ასწრებს ყველას, დარბის, როგორც პატარა ბიჭი და თავისი დიდი გამოცდილების დახმარებით აჩერებს ნებისმიერ თავდამსხმელს, რომელიც მას უახლოვდება. იგივე ბედი ეწია ბატონ ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც გასულ კვირას.

 

კალაძემ და დაინელიმ თავიანთი მეორე ახალგაზრდობა დაიბრუნეს "ჯენოაში” და ბალარდინიმ (დავიდე ბალარდინი "ჯენოას” მთავარი მწვრთნელია) ახლა მთელი ფსონი ამ ტანდემზე დადო. კახა ივნისიდან თავისუფალი აგენტი ხდება და გენუელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა იგი შეინარჩუნოს” - წერს იტალიური "კალჩიომერკატო”.

 

ქართველთა მთავარი გუნდის ყოჩი, რომელსაც 27 თებერვალს 33 წელი უსრულდება, ამჟამად საარენდო კონტრაქტითაა გადმოსული "მილანიდან” "ჯენოაში” და სეზონის დამთავრების შემდეგ მას ხელშეკრულება ეწურება "როსონერებთან”, რის შემდეგაც თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება.

 

სიტუაცია მეტად დამაინტრიგებელია - "ჯენოა” ყველანაირად შეეცდება, რომ ფორმაში შესული გამოცდილი მოთამაშე შეინარჩუნოს და წინასწარი ინფორმაციით კლუბის ხელმძღვანელობა ახალ სრულფასოვან კონტრაქტს უმზადებს ლეგიონერს.

 

თავის მხრივ ჯერ კიდევ უცნობია "მილანის” პოზიცია, რომელსაც დაცვის ხაზში დიდი "აჯაფსანდალი” აქვს შექმნილი და ვერაფრით ვერ შეძლო ამ რგოლის ჩამოყალიბება და დასტაბილურება. ახალმა შენაძენებმა არაფრით გაამართლა და კიდევ სხვა მცველების დამატებაც მდგომარეობის გამოსწორების გარანტიას ვერ იძლევა.

 

ამ დროს კი არის ფეხბურთელი, რომელსაც 11 წელი აქვს გატარებული ამ გუნდში, ყველანაირად ადაპტირებულია საკლუბო ორგანიზმთან და გარემოსთან და თანაც საუკეთესო ფორმის აღდგენის გზაზეა.

 

მოკლედ ხიბლი დიდია და ძალიან საინტერესოა, თუ რა პოზიციას დაიკავებს საქართველოს ნაკრების კაპიტანთან მიმართებაში სილვიო ბერლუსკონის კლუბი.


presa.ge
ნანახია: 883 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!