ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 16:52


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 12 » კახი კაჭარავა დინამოში რჩება
21:12
კახი კაჭარავა დინამოში რჩება


კახი კაჭარავამ დინამოს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მაგრამ იგი დინამოში რჩება და სპორტული კოორდინატორის თანამდებობაზე იმუშავებს. კახი კაჭარავა მონიტორინგს გაუწევს ყველა იმ გუნდს, რომელიც ჩვენი კლუბის სახელით გამოვა.
 
კახი კაჭარავა – "ვიცი, რომ ჩემმა გადაწყვეტილებამ კითხვები გააჩინა. დინამომ ღირსეულად დაიცვა ჩვენი კლუბის და ქართული ფეხბურთის სახელი ევროსარბიელზე. გუნდი ლიდერთა შორის იმყოფება და აგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის და თასისითვის. შესაძლოა ეს შედეგი ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელიც იყოს, როგორც ვთქვათ დამაკმაყოფილებელი იყო ის შედეგი, რომელიც გუნდმა გასულ სეზონში აჩვენა. მაგრამ მაშინ სხვა რეალობა იყო. აქ ალბათ უადგილოა იმ გარეშე ფაქტორებზე საუბარი, რამაც განაპირობა ბოლო ორი წლის მანძილზე დინამოს მეორე ადგილზე გასვლა. დღევანდელ მდგომარეობაზე მე სხვაგვარად ვფიქრობ. ჩვენ შეგვეძლო სატურნირო ცხრილის სათავეში ერთპიროვნული ლიდერები ვყოფილიყავით. მე დინამოელი ვარ, ესე იგი მაქსიმალისტი ვარ. მე ყოველთვის მაქსიმუმს ვთხოვ საკუთარ თავს და ასევე ვარ სხვების მიმართაც. ჩემთვის მიუღებელია როცა  გუნდში ხარ და ყველაფერს არ აკეთებ მისი ინტერესებისთვის. ეს დინამოა. ჩვენი გუნდის მაისურით თამაში ყოველთვის ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის ოცნება იყო. და აქ თუ შენ რამე დააკელი, მოედანზე გახვედი და თავს გაუფრთხილდი, თავი დაზოგე და ბოლომდე არ დაიხარჯე, ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის მთავარი დინამოს და ქართული ფეხბურთის სამსახურია. მე დინამოში ვთამაშობდი. დინამოს აკადემიის, მეორე გუნდის მწვრთნელად, მთავარი მწვრთნელის ასისტენტადაც მიმუშავია და სპორტულ კოორდინატორადაც სიამოვნებით ვიმუშავებ. ჩემთვის მთავარია სარგებლობა მოვუტანო დინამოს და ქართულ ფეხბურთს. ჩემი ამბიცია, დინამოს და ქართული ფეხბურთის რეპუტაციაა". 

ნანახია: 759 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!