ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               კვირა, 24.09.2017, 09:52


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 25 » კახა ცხადაძე: "ქართული გუნდი ევროლიგაზე? რეალურია"
15:05
კახა ცხადაძე: "ქართული გუნდი ევროლიგაზე? რეალურია"


საქართველოს ნაკრების პირველ კაპიტანს, აზერბაიჯანის ჩემპიონ "ინტერის” მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს ხორვატიასთან 26 მარტის შეხვედრაზე, "ინტერსა” და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.


ნაკლი ხორვატიასაც გააჩნია
მძიმე მატჩი იქნება, რადგან ხორვატია ყველა თვალსაზრისით ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგეა. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სარბიელზე დამოუკიდებლად გამოსვლა დაიწყო, ყოველთვის ამბიციური მიზნები ჰქონდა. საინტერესო, შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, რაც დაბალანსებული შემადგენლობის შედეგია, გუნდი საკმაოდ კარგად არის შეთამაშებული და მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს.

თუმცა უიმედოდ არ უნდა ვიყოთ, რადგან თემურ ქეცბაიას ხელში საქართველოს ნაკრები გაძლიერდა, ფეხბურთელებიც უფრო თავდაჯერებულები გახდნენ და დაამტკიცეს, რომ შედეგისთვის ბრძოლა შეუძლიათ. თანაც შინ ვთამაშობთ, სტადიონის მხარდაჭერა გარანტირებულია. არადა, სამარცხვინოდ ჩაგდებული ციკლის შემდეგ ჩვენს წარმატებულ სტარტს არავინ ელოდა.

ახლა ჯგუფის ლიდერებში ვართ და პირველ-მეორე ადგილებზე გასვლის შანსი გვაქვს. ამიტომ ამ შეხვედრას დიდი მნიშნელობა ენიჭება. თუ ასეთ ძლიერ ნაკრებს მოვუგებთ, ეს ჩვენი გუნდის ფსიქოლოგიურ სიმტკიცესა და სატურნირო მდგომარეობაზე ძალიან სასიკეთოდ აისახება.

ნაკლი ყველა ნაკრებს აქვს და ამდენად, მოგება ხორვატიასთანაც შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ქეცბაია მოწინააღმდეგის თამაშში დაინახავს იმ ნაკლს, რომლითაც ჩვენ უნდა ვისარგებლოთ.
საჩვენო ფაქტორებად კი სავსე ტრიბუნები და ჩვენების ბრძოლისუნარიანობა მიმაჩნია. ბიჭები უკვე არავის ეპუებიან და ასე ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება წარმატების მიღწევა. მე ჩვენი ნაკრების ეს თვისება მაიმედებს.


ინტერი - აქცენტი თასზე
წლეულს არასტაბილურად ვთამაშობთ და სატურნირო მდგომარეობა ძალიან გავირთულეთ. რამდენიმე ისეთი უსახური შეხვედრა ჩავატარეთ, გახსენებაც არ მინდა. საბოლოოდ, მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ და სამეულის გუნდებმა საგრძნობლად გაგვასწრეს. გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა "თანამეგობრობის თასზე”, მაგრამ გაძლიერება ვერ მოვახერხეთ, მენეჯერებმა საჭირო ფეხბურთელები ვერ მოძებნეს. ამ დროს კი ყველა მოწინააღმდეგე გაძლიერდა.

პირველი ორი შეხვედრა იოლად მოვიგეთ, მაგრამ "ხაზართან” 1:3 წავაგეთ, მინიმუმ ფრეს მაინც ვიმსახურებდით. ამან დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მოგვაყენა. შოკიდან კარგა ხანი ვერ გამოვედით და თასზე პირველლიგელ "აფშერონთან” 0:0 ვითამაშეთ, რასაც დაემატა "ყარაბახთან” 0:2 მარცხი. ეს ყველაფერი მძიმე გადასატანი აღმოჩნდა.

სერიოზული დაფიქრება დაგვჭირდა, რა ხდებოდა გუნდში. ფეხბურთელები გონს მოვიდნენ და როგორც იქნა, თამაშის ხარისხიც გავაუმჯობესეთ. ბოლო ტურში "ბაკი” დავჩაგრეთ, მაგრამ მხოლოდ ფრეს დავჯერდით - 1:1. თუმცა იმედი გამიჩნდა, რომ ახლა მაინც დავლაგდებით.

ასეთ ვითარებაში ჩემპიონობის შენარჩუნება არარეალურია. აქედან გამომდინარე, აქცენტი თასზე გადავიტანეთ, ჩემპიონატში კი სამეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ.


პრეტენზია ინტერის ქართველებზე
"თანამეგობრობის თასზე” ჩვენებმა ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ ახლა მათთან, ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელებთან, ბევრი პრეტენზია მაქვს - ძალიან არასტაბილურად თამაშობენ. გული მწყდება, ტრავმის შემდეგ ფორმა რომ ვერ აღიდგინა კახა მჟავანაძემ, არადა, მისი დიდი იმედი მქონდა.


ევროპული და ქართული კილომეტრები
თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებში დაამტკიცა, რომ საქმის გაკეთება შესაძლებელია, თუ გულიანად მუშაობ და საქმე იცი. დავბრუნდებოდი თუ არა საქართველოში? ვინ თქვა, რომ არ ვაპირებდი? ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, საკუთარ ქვეყანაში მუშაობა ვის არ ურჩევნია? ნეტავ აქ იყოს პირობები და სიამოვნებით... პირობებში ვგულისხმობ არა მხოლოს ხელფასს, არამედ გუნდის სავარჯიშო და მოსამზადებელ მინიმალურ პირობებს, სხვაგვარად მუშაობას რა აზრი აქვს?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონისაა, 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ შესაძლებელია ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს და მათ ორ-სამ გამოცდილ უცხოელს თუ დავუმატებთ, შევუქმნით სავარჯიშო პირობებს, თანამედროვე აღდგენითი პროცედურებით, ექნებათ ვიტამინიზაცია და სხვა, სერიოზული გუნდი ჩამოყალიბდება.

დღეს ევროპაში ფეხბურთელები საშუალოდ 12-13 კილომეტრს დარბიან, ჩვენს ჩემპიონატში კი - მაქსიმუმ 5-6 კილომეტრს, რასაც ევროპელები 30 წუთში ფარავენ. მაგრამ ახლა პატრონი გამოუჩნდა თბილისის "დინამოს”, ქუთაისის "ტორპედოს”, მანამდეც პატრონობდნენ რუსთავის "ოლიმპს”, "ზესტაფონსა” და "ვიტ ჯორჯიას” და ეს მაიმედებს. ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა ფეხბურთზე მზრუნველ ყველა ამ ადამიანს მადლობა უნდა გადაუხადოს, რადგან ჩვენი ჩემპიონატი მათ მხრებზე დგას.


"ლელო"
ნანახია: 176 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!