ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 24.11.2017, 08:20


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » ჯანო ანანიძე "პორტუსთან" მატჩისთვის ემზადება
01:14
ჯანო ანანიძე "პორტუსთან" მატჩისთვის ემზადება


 მოსკოვის "სპარტაკი" ჩარტერული რეისით პორტოს ესტუმრა, სადაც დღეს "პორტუსთან" ევროპის ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩს გამართავს. მოსკოველთა თავკაცმა ვალერი კარპინმა პორტუგალიაში გუნდთან ერთად ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც იახლა.

პორტუგალიიდან მოწოდებული ცნობით კი, ჩვენებურმა "სპარტაკთან" ერთად სრულფასოვანი, საათნახევრიანი ვარჯიშიც ჩაატარა - როგორც ჩანს, ჯანომ მტკივანი კოჭი ბოლომდე მოირჩინა და გამორიცხული არაა, ხვალინდელ მატჩში მოედანზეც ვიხილოთ.

სპარტაკელთა თავკაცს "პორტუსთან" მომავალ მატჩში გუნდების შანსებზე ჰკითხეს, რაზეც კარპინმა შემდეგი განაცხადა:

- ჯერ ერთი - სანამ თამაში არ დაწყებულა, გუნდების შანსები ყოველთვის "ფიფტი-ფიფტიზეა". მეორეც, მხოლოდ უპირობო ფავორიტთან, "ბარსასთან" თამაშის დროს შეიძლება შანსებზე საუბარი, ისიც - 70-30-ზე, ან 60-40-ზე, რა თქმა უნდა, კატალონიელთა სასარგებლოდ. "პორტუ" კი "ბარსა" არაა.

- "სპარტაკი" ევროპის ლიგაზე უფრო წარმატებით თამაშობს, ვიდრე ჩემპიონატში. შეიძლება თქმა, რომ მთელი ყურადღება ევროთასებზე გაქვთ გადატანილი?
- არა, რა თქმა უნდა. ჩვენ წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ და ტურნირებს არ ვანსხვავებთ.

- თუმცა ფეხბურთელების მოტივაცია ჩემპიონატსა და ევროთასებზე განსხვავებულია.
- შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ ალბათ უმჯობესია ფეხბურთელებს ჰკითხოთ, ზედიზედ ორ მატჩს განსხვავებული მოტივაციით რატომ ატარებენ.

- ანანიძეს, მაკეევს, ვალიტონს, როხოს და დიკანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ...
- მომავალი მატჩისთვის ყველა ჩამოთვლილი ფეხბურთელი ემზადება.

ნანახია: 297 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!