ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 21:49


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 24 » ჯაკობია ცხინვალის "სპარტაკში" ?
17:30
ჯაკობია ცხინვალის "სპარტაკში" ?
 http://s43.radikal.ru/i102/1007/29/5af1415cd73f.jpg

  გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია საქართველოს ჩემპიონატს ცხინვალის "სპარტაკის" რიგებში უბრუნდება.
  ჯაკობიამ პროფესიონალური კარიერა 1998 წელს ბელგიურ "სტანდარტ ლიეჟში" დაიწყო, სადაც 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ იყო ქვეყნის დაბალი დივიზიონი: "ვიზე" (18 მატჩი, 14 გოლი), "ლიეჟი" (14 მატჩი, 14 გოლი), "აალსტი" (3 მატჩი, 1 გოლი) და "მონსი", სადაც ვერცერთ შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა. საერთოდ, ბელგიაში ჯაკობია ტრავმებმა გააწამეს. 2003 წელს განათხოვრებული იყო ბუქარესტის "რაპიდში". ქართველს არც რუმინულ გუნდში დასცალდა თამაში. მალევე დაბრუნდა სამშობლოში. 29 წლის თავდამსხმელს ეროვნულ ჩემპიონატში მხოლოდ 18 მატჩი აქვს ჩატარებული: თბილისის "დინამოს" რიგებში 1, ხოლო საფეხბურთო კლუბ "თბილისის" ფორმით 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გატანილი აქვს მხოლოდ 1 გოლი. 2004 წელს ბერძნულ "იანინაში" გადავიდა, სადაც 7 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. სეზონის დასრულებამდე, ჯაკობიამ უკრაინაში - ხარკოვის "მეტალისტში" გადაინაცვლა. 2 წლის განმავლობაში 45 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. 2006/2007 წლების სეზონი გაატარაგა კიევის "არსენალში", 16 თამაშში 4 გოლი. 2007 წელს დაბრუნდა "მეტალისტში", სადაც დიდი შედეგიანობით გამოირჩა 18 მატჩში 11 გოლი. საერთო ჯამში, სამი სეზონის განმავლობაში ქართველი ფორვარდი ამ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც გახლდათ. ჯაკობიამ 2008 წელი პოლტავას "ვორსკლაში" ყოველგვარი შედეგი გარეშე გაიარა. იმავე წელს დაუბრუნდა კიევის "არსენალს", სადაც 10 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოასწრო. შარშან დოპინგ კონტროლზე გაუგებრობაში მოჰყვა და უკვე მეორე წელია, რაც უფეხბურთოდ არის.   
  ლაშა ჯაკობიას საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2004 წლის 18 აგვისტოს ჰქონდა, თუმცა არც თუ ისე ხშირად უწევდა ნაკრების ფორმის მორგება. 29 წლის ფეხბურთელს სანაკრებო დონეზე  1 გოლი აქვს გატანილი.
  საფეხბურთო ბიოგრაფიის მხრივ, ლაშა ჯაკობია საკმაოდ გამოცდილია და ფეხბურთელის ცხინვალის "სპარტაკში" გადასვლის შემთხვევაში, ქართული კლუბი ერთი-ორად გაძლიერდება.


ბექა დოგრაშვილი
ნანახია: 1131 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!