ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 03:23


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » აპრილი » 15 » ჯაბა კანკავა: "ფეხბურთიც ომია და უნდა ვიბრძოლოთ"
21:49
ჯაბა კანკავა: "ფეხბურთიც ომია და უნდა ვიბრძოლოთ"


საქართველოს ნაკრებისა და კრივოი როგის "კრივბასის" ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში დონეცკის "მეტალურგთან" ვერ ითამაშა - მას ფეხზე მცირე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ჯაბას გუშინ უკრაინაში დავუკავშირდით.

- ქირურგიული ოპერაცია რატომ დაგჭირდა?
- უცებ ფეხი გამისივდა, ამტკივდა და სიარულიც გამიჭირდა. აღმოჩნდა, რომ დამიჩირქდა და ქირურგიული ჩარევა ამიტომ გახდა საჭირო. რამდენიმე დღე ვერ ვივარჯიშებ. მაგრამ სერიოზული არაფერია, მოედანს მალე დავუბრუნდები.

- მაინც როდის განაახლებ ვარჯიშს?
- ჭრილობის შეხორცებას რამდენიმე დღე უნდა, შაბათ-კვირის ტურსაც გამოვტოვებ და მერე ვნახოთ, ფეხი როგორ მექნება. დაახლოებით ხუთი დღე მაინც დამჭირდება. ასეთ დროს ჭრილობის გაკერვა არ შეიძლება, თავისით უნდა შეიკრას პირი და მხოლოდ მერე შეიძლება ვარჯიში. ახლა საავადმყოფოში ვწევარ, გადახვევებს და ნემსებს მიკეთებენ, გართულება თავიდან რომ ავიცილო.

- ნაკრებზეც ვილაპარაკოთ. ხორვატიასთან მატჩში გამოჩნდა, რომ ფორმაში შედიხარ. თემურ ქეცბაიაც მეტად გენდობა.
- ვნახოთ, ამას შემდეგი შეხვედრები გამოაჩენს. ფეხბურთელს ნაკრებში გარანტირებულ ადგილს არავინ შეჰპირდება, სულ ფორმაში უნდა იყო, თორემ სკამზე ჯდომაც სანატრელი გაგიხდება.

- ხორვატიასთან წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვეთ, ბევრს არც სჯეროდა, გოლი რომ გავიდა. სამწუხაროდ, ისრაელთან იმედები არ გამართლდა.
- ფეხბურთი ისეთი რამ არის, წინასწარ ვერ იტყვი, ვინ ვის მოუგებს. ხან მოულოდნელად გაგახარებს, ხანაც უცებვე დაგამწუხრებს, როგორც ჩვენ მოგვივიდა ისრაელთან.

- ხორვატიასთან მატჩის შემდეგ ისრაელთან ყველა ფრეს მაინც ელოდა. ფაქტია, რომ ქეცბაიას მწვრთნელობისას დამახასიათებელი ბრძოლისუნარიანობაც ვერ გამოავლინეთ, გამოფიტულებს ჰგავდით.
- კი არ ვგავდით, გამოფიტულები ვიყავით. მატჩებს შორის იმდენად მცირე დრო იყო, ხორვატიასთან უმძიმესი შეხვედრის მერე ძალების აღდგენა ვერ მოვახერხეთ. თუმცა კონტრშეტევაზე დასანანი გოლი გავუშვით და ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი, თორემ, ვფიქრობ, მეორე ტაიმში ისეთი თამაში იყო, წასაგები არაფერი გვჭირდა. პირველ ტაიმში უფრო გვაჯობეს, მერეც შეგვეძლო გათანაბრება, მაგრამ ფეხბურთი ასეა.

- შენი აზრით, რეალურია ჯგუფიდან გასვლა, არის კი გუნდი საამისოდ მომწიფებული? ყველაფერს მაინც თავისი დრო აქვს, "ქვების შეგროვებასაც" და "ქვების სროლასაც".
- რა თქმა უნდა, გასვლისთვის ვიბრძვით. ჩვენ რომ საკუთარ თავს ვთხოვთ, იმაზე მეტს არავინ ითხოვს. თავად გვინდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში და საამისოდ მაქსიმუმს ვაკეთებთ. მგონი, ეს თამაშებიდან კარგად გამოჩნდა.

- დარჩენილია ოთხი უმძიმესი შეხვედრა - შენი აზრით, რამდენი ქულის აღებაა შესაძლებელი?
- არ მიყვარს დაგეგმვა, ეს თამაშს არ ადგება. სადაც სამ ქულას დაგეგმავ, შეიძლება, ფეხი სწორედ იქ დაგიცდეს და ვერ აიღო. ყველაზე მარტივი გზა ყველა მეტოქესთან ბრძოლაა. უნდა გახვიდე მოედანზე და ყველა შეხვედრის მოსაგებად მაქსიმუმი გააკეთო. წინა შეხვედრებმა კი დაგვანახვა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა რეალურად შეგვძლებია.

- ეს ყველამ დავინახეთ, მაგრამ ღარიბი ქვეყანა ვართ, პრინციპულ მატჩებში კი ასეთებს მსაჯები ჩაგრავენ.
- ეს ფაქტორი ფეხბურთში ნამდვილად არსებობს, მსაჯი მოედანზე ძალიან ბევრს წყვეტს, მაგრამ არა ყველაფერს. შესაძლოა, ერთი პენალტის დანიშვნით მატჩის ბედი გადაგიწყვიტოს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოედანზე შეშინებული და წინასწარ დამარცხებული გავიდეს საქართველოს ნაკრები. მთავარია, მოვინდომოთ.

- ეგ ისეთი ამბავია, ცნობილი ფილმი "გლადიატორი" გამახსენა - მაქსიმუსი იმარჯვებს იმიტომ, რომ არის ღირსეული და ძლიერი.
- ეს ჩემი საყვარელი ფილმია და გეთანხმებით, ღირსეული და ძლიერი ყველაზე დიდ წინააღმდეგობასაც გადალახავს. კაცმა რომ თქვას, ფეხბურთიც ომია და ყველაზე მეტად ჭკუა, ღირსება და ბრძოლისუნარიანობა მოგვეთხოვება.


ნანახია: 1062 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!