ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 02:42


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 14 » ივო შუშაკი "ტორპედოს" ჩაიბარებს?
12:49
ივო შუშაკი "ტორპედოს" ჩაიბარებს?


უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ქუთაისის "ტორპედოს" "ბაიას" მსგავსად 22 ქულა აქვს და ეს გუნდები მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ. "სიონის" სტუმრად ძლევის შემდეგ რიონისპირელთა გუნდს თასის ნახევარფინალში გასვლის ჩინებული შანსიც აქვს. ერთ სიტყვით, "ტორპედოს" რომ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში ამბიციური მიზნები აქვს, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. მით უმეტეს, კლუბი ფინანსურად ძლიერია. ამიტომაც, უცნაური არც ის უნდა იყოს, რომ ქუთაისელთა გუნდი ზამთრის შესვენებისას ფეხბურთელებითაც გაძლიერდე და მწვრთნელითაც. "ტორპედოს" თავკაც გია გიგატაძეს კლუბის ხელმძღვანელობისგან სრული ნდობა და მხარდაჭერა აქვს, მაგრამ უფრო მეტის მისაღწევად უფრო მაღალი დონისა და დიდი გამოცდილების მქონე მწვრთნელი რომ არის საჭირო, ამას მარჩიელობა არ სჭირდება. თანაც, ეს უკეთესი მწვრთნელი ქართულ ფეხბურთს უნდა იცნობდეს.

წუხელ გაგებული ამბავი ზემოთ ნახსენები ლოგიკისგან სულაც არ არის შორს. მით უმეტეს, წყარო, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, სანდოა. ერთი სიტყვით, გავიგეთ, რომ "ტორპედოს" ხელმძღვანელობა იანვარში ხორვატ მწვრთნელთან, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ივო შუშაკთან დაიწყებს მოლაპარაკებას.

ამბის გაგებისთანავე ვითარების გარკვევას იმერელთა კლუბში შევეცადეთ.

"ჩვენ მაღალი მიზნებისთვის გვინდა ვიბრძოლოთ და ამისათვის გუნდს გავაძლიერებთ კიდეც. რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას ვფიქრობთ და ამაზე ვმუშაობთ კიდეც. თუმცა ამ ეტაპზე მწვრთნელის საკითხს ნამდვილად არ განვიხილავთ. ახლა ზამთრის შესვენებამდე დარჩენილი ბოლო თამაშისთვის, "სიონთან" თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩისთვის ვემზადებით. ესაა და ეს", - გვითხრა ქუთაისელთა კლუბის პრესატაშე რამაზ ჩხიკვაძემ.

ცხადია, ამით არ დავკმაყოფილდით და ივო შუშაკს ხორვატიაში დავუკავშირდით. სალამ-ქალამისა და მოკითხვის შემდეგ ძველ ნაცნობს,ფეხბურთზე ჩამოვუგდეთ სიტყვა.

- ამჟამად არსად ვმუშაობ. თუმცა ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და კვლავაც გავაგრძელებ მუშაობას. წინადადებებს ველოდები და იმედი მაქვს, პაუზა დიდხანს ამჯერადაც არ გამიგრძელდება.

- ერთერთ წინადადებას საქართველოდან ხომ არ ელოდებით?
- ქართულ ფეხბურთში გატარებულ პერიოდს ახლაც ტკბილად ვიხსენებ. თქვენს ქვეყანაში ბევრი მეგობრები მყავს. მათ ხშირად ვეხმიანები. მათგანაც და ინტერნეტსაიტებიდანაც ვიგებ ქართული ფეხბურთის ამბებს. ახლახან გავიგე, რომ თბილისის "დინამოს" ახალი მეპატრონე გამოუჩნდა, რომელიც გეგმავს, გუნდი ევროპულ საფეხბურთო ელიტაში დააბრუნოს. "დინამოში" მუშაობა ჩემთვის დაუვიწყარია. ამ გუნდის გამარჯვებები ყოველთვის გამახარებს... ასე რომ, საქართველოდან ყოველთვის ველი წინადადებას და ყოველთვის სიამოვნებით განვიხილავ.

- ქუთაისის "ტორპედოზე" რა იცით?
- ჯერ კიდევ "დინამოში" მუშაობისას ვიცოდი, რომ "ტორპედო" საქართველოს მეორე გუნდია ტრადიციითა და წარსულით. ისიც ვიცი, რომ ეს კლუბი უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა, ფინანსურად მოძლიერდა, ამბიციური მიზნები აქვს და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი.

- ამ გუნდზე საკმაო წარმოდგენა გქონიათ. "ტორპედოს", ცხადია, ჰყავს მწვრთნელი, მაგრამ, გავიგეთ, რომ კლუბის მესვეურები უფრო მაღალი დონის სპეციალისტს ეძებენ დიდი მიზნებისთვის საბრძოლველად...
- "ტორპედოდან" არავინ დამკავშირებია და ვერაფერს გეტყვით. თქვენ გაიგეთ, რომ ამ გუნდის მთავარ მწვრთნელად ჩემი კანდიდატურა განიხილება?

- დიახ და, ისიც გავიგეთ, რომ მალე მოლაპარაკებებიც დაიწყება.
- ჯერჯერობით ამ კლუბთან კონტაქტი არ მქონია და რა გითხრათ.

- რომ დაგიკავშირდნენ, როგორი იქნება თქვენი პოზიცია?
- ქართული ფეხბურთი ჩემთვის უცხო ხილი არ არის. გარკვეული წარმოდგენა მაქვს თქვენს მოთამაშეებზე, შესაძლებლობებზე, მენტალიტეტზე. თუ "ტორპედოდან" ან სხვა კლუბიდან დამიკავშირდებიან, სიამოვნებით მოვუსმენ და განვიხილავ შემოთავაზებას. სხვას ვერაფერს გეტყვით.

როგორც ხედავთ, ორივე მხარე ჩვენ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს, მაგრამ წყარო საიმედოა და ჩვენი აზრით, ეს ხვალ რეალობა იქნება.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



ნანახია: 860 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!